მიხეილ სააკაშვილი - როცა ბედუკაძე გარეთაა, სამართლიანობაზე საუბარი ძნელია

მიხეილ სააკაშვილი - როცა ბედუკაძე გარეთაა, სამართლიანობაზე საუბარი ძნელია

ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საკითხი ბევრ კითხვას ბადებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა. სააკაშვილის თქმით, პოლიციელები, რომლებიც წამებისთვის დააპატიმრეს, ახალმა მთავრობამ გაათავისუფლა და სამსახურებში აღადგინა.

"ბედუკაძე როცა გარეთაა, როგორც ლამის გმირის პასპორტით და ტრიბუნიდან გვამუნათებს… მთავარი მწამებელი, თვითონ აწამებდა, თვითონ გადაიღო, თვითონ მონაწილეობდა, თვითონ დადგა, თვითონ გააკეთა. მეტი რაღა უნდა ექნა?! ამ ყველაფრის რეჟისორიც, მონაწილეც, პროდუსერიც, მთავარი როლის შემსრულებელი დღეს არის ლამის "ოსკარზე" ნომინირებული, საზიზღარი დანაშაულისთვის და გმირადაა გამოშვებული. ეს თავისთავად გამორიცხავს იმას, რომ ობიექტური კრიტერიუმით მიუდგნენ ყველა საქმეს. ვინც ვინმეს აწამებდა ან ავიწროებდა, ჩაგრავდა, სიცოცხლეს აკარგვინებდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ როცა ბედუკაძე გარეთაა, ძალიან ძნელია სამართლიანობაზე ლაპარაკი. პოლიციელები, რომლებიც ჩვენ დავიჭირეთ წამებაზე, ახლა არა მხოლოდ ციხეებიდან გამოუშვეს, არამედ სამსახურებში დააბრუნეს. ასე რომ, ყველაფერს ერთიანი კრიტერიუმებით თუ მივუდგებით ჩემზე მეტი ქომაგი ზოგადად სამართლიანობის მიმდინარეობის პროცესს არავინ ჰყავს, მაგრამ არსებობს ბევრი კითხვები როგორც ჩემში, ასევე ქართველების დიდ ნაწილსა და ევროპაში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა