კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი - პოლიტიკოს ქალებს ფარულად იღებდნენ მაშინ, როცა საყვარელთან იყვნენ

კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი - პოლიტიკოს ქალებს ფარულად იღებდნენ მაშინ, როცა საყვარელთან იყვნენ

კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი "ალიას" ექსკლუზიურად უყვება იმ მეთოდებზე, რომლითაც სააკაშვილის რეჟიმი ფარულ ჩანაწერებს ახორციელებდა და იმ ფაქტების შესახებაც ყვება, რაც საკუთარი თვალით ნახა.

რა სახის ფარული ჩანაწერებია და როგორ ხდებოდა მათი მოპოვება? ამის შესახებ "ალიას" თემურ კენკებაშვილი დეტალურად უყვება:

- პირველ რიგში, ის მითხარით, რა სტატუსი გქონდათ, რამდენად მიგიწვდებოდათ ხელი ინფორმაციებზე?

- მე ვიყავი ჩვეულებრივი, ოპერატიული თანამშრომელი. რეგიონალური ზონა ჩემი იყო ქვემო ქართლი. რაც შეეხება ინფორმაციებს, რომელიც ვიცი მე, ეს ინფორმაცია, ვინც კუდ-ში მუშაობდა, ყველას ჰქონდა.

- უშუალოდ როდიდან დაიწყო კომპრომატების მოძიების პროცესი და ჩანაწერების გაკეთება?

- როდესაც მე ამ სამსახურში მივედი, მაშინ უკვე დაწყებული იყო პროცესი, რომელსაც ჰქვია კომპრომატთა მოძიება, დამუშავება და შენახვა. ეს პროცესი დაიწყო 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოში ჩნდება სერიოზული პროტესტი და ოპოზიციური ძალა ძლიერდება. სწორედ მას შემდეგ გადადის კუდ-ი აქტიურ მუშაობაზე. ძირითადად მუშაობა მიდიოდა პირადი ცხოვრების პიკანტური დეტალების შემცველი ვიდეომასალების მოპოვებაზე, რომ ზოგი გაეჩერებინათ, ზოგი გადმოებირებინათ და ა.შ.

- ამ ჩანაწერებს სად აკეთებდნენ?

- ძირითადად, საცხოვრებელ სახლებში, საძინებლებში ამონტაჟებდნენ ვიდეოკამერას. ჩვენთან არსებობდა ასეთი ოპერატიული ღონისძიება, მიდის კონტროლი სახლზე, რამდენი სული ცხოვრობს, ვინ შედის, ვინ გამოდის, რამდენი ხნით, რომელ საათებში, ადგენდნენ, ვინმე ხომ არ რჩება სახლში და ა.შ. როდესაც დარწმუნდებოდნენ, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა, შედიოდნენ და აყენებდნენ სათვალთვალო კამერებს. კარის გაღება ხდებოდა ქურდული მეთოდით. არ ტეხავდნენ საკეტს, ჰქონდათ სპეციალური გასაღები, რომლითაც აღებდნენ კარს. მაგის სპეციალისტები ცალკე ჰყავდა კუდ-ს.

- ძირითადად რა კატეგორიის ადამიანებს უმონტაჟებდნენ ამ ვიდეოკამერებს?

- როცა ნახეს, რომ პროტესტი ძლიერდებოდა, დაიწყეს ოპოზიციის გავლენიანი წარმომადგენლებით და მერე უკვე, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არამარტო მინისტრების საძინებლებში იყო კადრები გადაღებული, სხვადასხვა ადგილზე, მასალები იყო ყველა ადამიანზე, ვინც საზოგადოებრივად აქტიური იყო.

- ჟურნალისტებზეც?

- ჟურნალისტები ჩვენი სამსახურისთვის ყოველთვის წარმოადგენდნენ მუდმივმოქმედ ნაღმს. რა თქმა უნდა, ხდებოდა ჟურნალისტების გარკვეულ კატეგორიაზე კომპრომატების შეგროვება. იყო ნებისმიერი სახის ეს იქნებოდა დანაშაული, ინტიმური ცხოვრება თუ სხვა რამ. ძირითადად ჰქონდათ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები. ეს იმ ჟურნალისტებთა მისამართით ხდებოდა, ვინც ახორციელებდა ე.წ. "ანტისახელმწიფოებრივ" ქმედებებს. ის, ვინც წლების განმავლობაში ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს, წერდნენ, თუ ტელევიზიით ლაპარაკობდნენ, ცხადია, მათზე ყველაზე ცდილობდნენ კომპრომატების მოპოვებას.

- მერე, ვინმე დააშანტაჟეს ამ კომპრომატებით?

- რაც შეეხება კომპრომატების გამოყენებას, დიდად ვერ ბედავდნენ ამას, თუმცა იყო რამდენიმე მაგალითი, როცა გამოიყენეს ეს კომპრომატები და მოხდა მათი დაშანტაჟება. დგებოდა სიები ქალი ჟურნალისტების საყვარლების. ერთ ახალგაზრდა გოგოზე 38-კაციანი საყვარლების სია გვქონდა.

- შანტაჟი რაში გამოიხატებოდა, რას ითხოვდნენ?

- რას და ამა თუ იმ ჟურნალისტური გამოძიების შეჩერებას, კონკრეტული თემის გაშუქებაზე უარის თქმას და ა.შ. სხვათა, შორის, იყო პოლიტიკოს ქალებზეც. მათ იღებდნენ მაშინ, როცა საყვარელთან ჰქონდათ სექსუალური კავშირი.

- კი, მაგრამ ხომ არიან ოჯახები, სადაც ვიღაცა ყოველთვის არის სახლში. იქ როგორ ამონტაჟებდნენ ვიდეოთვალს?

- თუ ვერ მოხერხდებოდა სახლში შეღწევა, მაშინ ხდებოდა პირის გადმობირება, რომელსაც ჰქონდა ამა თუ იმ პირთან სექსუალური კავშირი. უპოვიდნენ რაღაცას ისეთს და იწყებოდა ამ ადამიანის "დაკერვა". მერე ამ ადამიანის მეშვეობით ხდებოდა გადაღება იქ, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ.

- პოლიტიკოსებს დავუბრუნდეთ...

- პოლიტიკური ოპონენტების მიმართ კიდევ უფრო მეტი მუშაობა იყო. მაგრამ განსაკუთრებით აქცევდნენ ამას ყურადღებას, საპარლამენტო არჩევნები რომ ახლოვდებოდა. პირადად მე მაქვს ნანახი რამდენიმე ქალბატონის სექსუალური კავშირი საყვარლებთან. თანამშრომელმა მითხრა, წამოდი, გაჩვენო ერთი ოპოზიციონერი ქალი სალამურზე როგორ უსტვენსო. მეთქი, რა სალამურია, რომ ვნახე კადრები, გავგიჟდი. ვერ დავიჯერე, ვთქვი, არ მჯერა, უეჭველი დაამონტაჟეს-მეთქი, მაგრამ თანამშრომელმა მითხრა. რა დამონტაჟებული, ნამდვილიაო.

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, რა ხდება?

- რა თქმა უნდა, სამიზნე იყო ივანიშვილიც, მაგრამ ვერ მიაღწიეს იქამდე. მცდელობა იყო აგენტების შეშვების, ყველა მეთოდი სცადეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილამდე გასვლა არ გამოუვიდათ არანაირად. ამის მერე მათი ძირითადი სამიზნე გახდნენ თამაზ თამაზაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. გაცხოველებული მუშაობა იყო, რომ მათ წინააღმდეგ რამე ენახათ, მაგრამ ვერაფერი უნახეს. ღარიბაშვილი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ნდობით სარგებლობდა, თამაზ თამაზაშვილი კი ყველამ ვიცით, ძალიან გამოცდილი პიროვნებაა უშიშროების საკითხში, ამიტომ ის კარგი მრჩეველი იქნებოდა ივანიშვილისთვის. მათი განეიტრალება სურდათ, მაგრამ მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი უნახეს. ამიტომაც, თამაზაშვილი როგორც გაანეიტრალეს ყველამ ვნახეთ.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ