მამუკა ახვლედიანი დაკავების დეტალებს ყვება

მამუკა ახვლედიანი დაკავების დეტალებს ყვება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი დაკავების დეტალებს "ინტერპერსნიუსთან" ჰყვება. როგორც ახველდიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დღეს დილით სახლიდან გამოვიდა, სამსახურებრივი მანქანით მოძრაობდა. ამ დროს უცხო მანქანამ და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გზა გადაუკეტეს, მანქანიდან გადმოიყვანეს, თავიანთ მანქანაში ჩასვეს და უთხრეს, რომ დაპატიმრებული იყო.

ახვლედიანი იხსენებს, რომ მოგვიანებით "თბილისი მარიოტთან" სხვა მანქანაში გადასვეს, სადაც მას ხელბორკილები დაადეს.

მისი განცხადებით, ქალაქში ატარეს უცნობმა პირებმა. ჯერ ფინანსურ პოლიციასთან, შემდეგ ორთაჭალაში, პროკურატურასთან მიიყვანეს. ახვლედიანი ამბობს, რომ არც ერთ უწყებაში არ შეუყვანიათ და მხოლოდ თბილისის ქუჩებში ატარეს, რის შემდეგადაც უცნობმა პირებმა ხელბორკილები მოხსნეს, ბოდიში მოუხადეს და განუმარტეს, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა.

ახვლედიანის ინფორმაციით, დაკავებულია თბილისის მერიისა და საკრებულოს 30-მდე თანამშრომელი, მათ შორის ქალაქის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დავით ავალიანი, ვახტანგ ცაგარეიშვილი, დიტო ჩხეიძე და სხვები.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ