რასმუსენი - თქვენ მიაღწევთ დანიშნულების ადგილს და ღია კარში შეხვალთ

რასმუსენი - თქვენ მიაღწევთ დანიშნულების ადგილს და ღია კარში შეხვალთ

ცალსახად ვამბობ, თქვენ ნამდვილად სწორი გზით მიდიხართ. ეს არის ის გზა, რომელიც ნატო-ს ღია კარამდე მიგიყვანთ,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო აღწევს დიდ პროგრესს და თანმიმდევრულად მიიწევს წინ.

"თქვენ დიდ პროგრესს აღწევთ. თანმიმდევრულად მიიწევთ წინ და ნამდვილად მიაღწევთ სამიზნეს, დანიშნულების ადგილს, ამ ღია კარში შეხვალთ", - განაცხადა რასმუსენმა.

მისივე თქმით, საქართველო ათასობით წლის განმავლობაში იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და მსოფლიოში ინტეგრაციისთვის.

"საქართველო მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც განსაკუთრებული ღვინის და წყლის რესურსების მქონე ქვეყანა. ნაკლებად არის ცნობილი ქვეყნის ისტორიის შესახებ. საქართველოს დიდი წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო ხელოვნების, მეცნიერების და კულტურის სფეროში და ეს აშკარად ინახება ამ ბიბლიოთეკაში და სხვადასხვა დოკუმენტებში. ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, როდესაც საქართველომ მოიპოვა 1991 წელს დამოუკიდებლობა, დაიწყო დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. თქვენ სტაბილურად და გაბედულად მიიწევთ წინ. ეს გზა არ ყოფილა იოლი. რთულ მთაზე ადიოდით და იყო ბარიერები", - განაცხადა რასმუსენმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა