პაატა ბურჭულაძე - პრეზიდენტობას კი არა, მთვარეზე წასვლასაც არ გამოვრიცხავ

პაატა ბურჭულაძე - პრეზიდენტობას კი არა, მთვარეზე წასვლასაც არ გამოვრიცხავ

ფონდ "იავნანას" დამფუძნებლისა და ოპერის მომღერალ პაატა ბურჭულაძის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობა განხილვის თემა არაერთხელ გამხდარა. ამ საკითხთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძემ კომენტარი kvirispalitra.ge-სთან გააკეთა:

- აი, თქვენც გაგიგიათ, რომ მოვიდნენ ჩემთან წინადადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი კანდიდატურა წამომეყენებინა... რა მეთქმის, მართლა იყო ასეთი წინადადება. თუმცა, დღეს დაკავებული ვარ ძალიან მნიშვნელოვანი საქმით: 9 ივლისს მისრულდება სცენაზე მოღვაწეობის 35 წლისთავი. ამ თარიღს მნიშვნელოვანი შესანიშნავი კონცერტით აღვნიშნავთ, რადგან ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი თარიღია. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იქნება კონცერტი და ახლა ყველაზე მთავარია, კარგად ჩაიაროს ამ კონცერტმა, მერე ვნახოთ...

როგორც მითხრეს, ძალიან ბევრ ადამიანს სურს, ჩემი კანდიდატურა იყოს წარდგენილი. მათ მხოლოდ ერთს ვეტყვი - დღეს ჩამოყალიბებული არ ვარ. არ მინდა გული ვატკინო მათ, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ვერაფრით გავახარებ... ისე საპრეზიდენტო კანდიდატურის წამოყენებას, კი არა, ხვალ რომ მთვარეზე მომიხდეს წასვლა, იმასაც არ გამოვრიცხავ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია