"მე­ეჭ­ვე­ბა, მე­გის ქარ­და­ვა ცოცხ­ა­ლი იყოს"

"მე­ეჭ­ვე­ბა, მე­გის ქარ­და­ვა ცოცხ­ა­ლი იყოს"

პა­ტი­მა­რი მალ­ხაზ არ­ქა­ნი­ა ერ­თ­-ერ­თი პირ­ვე­ლი იყო, ვინც სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რაც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ხდე­ბო­და პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის სა­ხელ­ზე და­წე­რილ წე­რილ­ში იგი ჰყვე­ბო­და, რო­გორ აწა­მებ­დნენ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად თუ ფი­ზი­კუ­რად, რა­თა ზუგ­დიდ­ში მომ­ხდარ ტე­რაქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ეღი­ა­რე­ბი­ნა, რო­გორ აყუ­რე­ბი­ნეს ცი­ხის ჯა­ლა­თებ­მა არას­რულ­წლო­ვა­ნი პა­ტიმ­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას. მალ­ხაზ არ­ქა­ნი­ა, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნეს, იან­ვარ­ში ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლდა და გა­და­ტა­ნი­ლი სტრე­სი­სა და პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის აღ­დგე­ნას ცდი­ლობს.

მალ­ხაზ არ­ქა­ნი­ა:

- აფ­ხა­ზეთ­ში, მშობ­ლი­ურ გალ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრი "ემ­პა­ტი­ა" შერ­ყე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის აღ­დგე­ნა­ში მეხ­მა­რე­ბა. ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რამ­დე სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ვი­ყა­ვი, არა­ფერს ვუ­ჩი­ო­დი. 130-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი კა­ცი სა­პა­ტიმ­რო­დან 72 კი­ლო გა­მო­ვე­დი. იმ­ხე­ლა სტრე­სი გა­მო­ვი­ა­რე, მიკ­ვირს, სრულ ჭკუ­ა­ზე რო­გორ ვარ.

- შე­ვახ­სე­ნოთ მკითხ­ველს, რო­გორ და რა­ტომ და­გა­კა­ვეს.

- ალ­ბათ, იმი­ტომ და­მა­კა­ვეს, რომ ვი­ღა­ცებს თვალ­ში არ მოვ­დი­ო­დი. მა­ი­ძუ­ლებ­დნენ მკვლე­ლო­ბა და ტე­რაქ­ტის მოწყ­ო­ბა მე­ღი­ა­რე­ბი­ნა. მა­ნამ­დე გა­ლის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ტე­ლე­არ­ხის გახ­სნას ვა­პი­რებ­დით, გა­ვი­ა­რე ტრე­ნინ­გი და აპა­რა­ტუ­რა რომ მოგ­ვქონ­და, გზა­ში დაგ­ვხვდნენ, ას­ფალ­ტზე დაგ­ვაწ­ვი­ნეს, აპა­რა­ტუ­რა წაგ­ვარ­თვეს და იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თითხ­ნეს საქ­მე. ესე­ნი იყ­ვნენ გა­ურ­კვე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, და­ფა­რუ­ლი ნომ­რე­ბით, ნიღ­ბე­ბით. მთა­ვა­ზობ­დნენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და რად­გან არ დავ­თან­ხმდი, ამით­ვა­ლის­წუ­ნეს. დე­და გარ­და­მეც­ვა­ლა, მი­სი საფ­ლა­ვის ქვის გა­სა­კე­თებ­ლად ვი­ყა­ვით, რუ­ხის ცენ­ტრში რომ დაგ­ვა­კა­ვეს მე და ჩე­მი სი­ძე. ოქ­მზე მო­მა­წე­რი­ნეს ხე­ლი, რო­მელ­შიც თურ­მე ეწე­რა, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მო­მაჩ­ნდა. არა­და, ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­მი­სინ­ჯავს და არც არას­დროს მქო­ნია ამის სურ­ვი­ლი. მი­მიყ­ვა­ნეს ტყე­ში, სა­დაც ვი­ღა­ცას "ტის­კავ­დნენ" სხვა მან­ქა­ნა­ში, ყვი­რი­ლის ხმა ის­მო­და და ეს არ მო­ე­წო­ნათ. წა­მიყ­ვა­ნეს ზუგ­დი­დის პო­ლი­ცი­ა­ში, სა­დაც მა­ი­ძუ­ლებ­დნენ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა, რომ წა­მა­ლი ჩე­მი იყო, რომ მკვლე­ლო­ბა ჩა­ვი­დი­ნე... იმ­ხა­ნად სამ­ხა­რეო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი იყო თენ­გიზ გუ­ნა­ვა, ახ­ლა მა­მა აბ­რა­მის ბატ­კნად რომ მო­აქვს თა­ვი. რა თქმა უნ­და, არა­ფე­რი მი­ღი­ა­რე­ბი­ა. პო­ლი­ცი­ა­ში დამ­ხვდნენ რუს­ლან შა­მა­ხი­ა, ახ­ლა­ხან რომ და­ა­კა­ვეს სა­მა­ლავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, და მე­გის ქარ­და­ვა. ჩემ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლი რა­ღა­ცის აღი­ა­რე­ბას მა­ი­ძუ­ლებ­დნენ, ოქ­მზე უნ­და მო­მე­წე­რა ხე­ლი და სა­ნაც­ვლოდ ბევრ რა­მეს მპირ­დე­ბოდ­ნენ. ლა­შა ყოლ­ბა­ი­ა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ზუგ­დი­დის სამ­მარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობს, იმ­ხა­ნად ზე­მო სვა­ნე­თის სამ­ხა­რე­ოს მთა­ვა­რი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და ქარ­და­ვას ყურ­მოჭ­რი­ლი მო­ნა იყო. მე დე­და მყავს ყოლ­ბაია და ვუთხ­ა­რი, ბი­ჭო, ყოლ­ბაია ხომ ხარ, ეს ჩე­მი გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ა, მაბ­რა­ლე­ბენ და რა­ღაც იღო­ნე-­მეთ­ქი. მითხ­რა, მე ზუგ­დი­დე­ლი ყოლ­ბაია ვარ, გა­ლე­ლი მო­ღა­ლა­ტე ყოლ­ბაია კი არა­ო. არა­და, თურ­მე გა­ლი­დან, ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლი­დან ყო­ფი­ლა. მა­ი­ძუ­ლებ­დნენ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა წა­ლენ­ჯი­ხის გამ­გე­ბელ ოთარ სა­ბუ­ლუ­ას მკვლე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ჩე­მი სი­მამ­რის მა­მი­დაშ­ვი­ლი იყო, მი­სი შვი­ლი კი - ჩე­მი სტუ­დენ­ტო­ბის მე­გო­ბა­რი. ვფიქ­რობ, რომ ეს მკვლე­ლო­ბა მათ ჩა­ი­დი­ნეს.

- რა მოხ­და მას შემ­დეგ, რაც ზუგ­დი­დი­დან მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გად­მო­გიყ­ვა­ნეს?

- ზუგ­დი­დი­დან ჩე­მი ეტა­პი­რე­ბი­სას ბად­რა­გე­ბი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ურე­კავ­დნენ მე­გის ქარ­და­ვას. მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კა­რან­ტინ­ში რაც ხდე­ბო­და, მა­გის გახ­სე­ნე­ბაც არ მინ­და. მე­ო­რე დღეს "ბას­ტიმ", იმა­ვე ბო­რის ფა­რუ­ლა­ვამ ამიყ­ვა­ნა ცი­ხის უფ­როს ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძის კა­ბი­ნეტ­ში, სა­დაც მა­ღალ სა­ვარ­ძელ­ში ზურ­გშექ­ცე­ვით იჯ­და ვი­ღაც, შე­მოტ­რი­ალ­და და მე­გის ქარ­და­ვა არ შემ­რჩა?! სწო­რედ ის მა­ი­ძუ­ლებ­და, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მოწყ­ო­ბა და რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი მე­ღი­ა­რე­ბი­ნა. ჩა­მიყ­ვა­ნეს კა­რან­ტინ­ში, სა­დაც "ბას­ტი", ვიქ­ტორ ყა­ჭე­იშ­ვი­ლი, ოლეგ ფა­ცა­ცია და სულ ცო­ტა, 25 კა­ცი დამ­ხვდა. და­მიწყ­ეს ცე­მა და მუ­ქა­რა, რა­თა და­მე­წე­რა მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბა. შემ­დეგ მა­ყუ­რე­ბი­ნეს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის სცე­ნას. ეს იყო ენით აუ­წე­რე­ლი შო­კი და უბე­დუ­რე­ბა. ჯერ კა­რის ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან მა­ყუ­რე­ბი­ნეს, ეს რომ საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა, "კარ­მუშ­კა­ში" შე­მა­ყო­ფი­ნეს თა­ვი. ის საწყ­ა­ლი, არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო, დღე­საც თვალ­­წინ მიდ­გას, რო­გორ ტი­რო­და, რა სა­ცო­და­ვად ბღა­ო­და...

- ვინ აუ­პა­ტი­უ­რებ­და არას­რულ­წლო­ვანს?

- მას ორ­ნი აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ - ტე­რაშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "გო­ჭი", და სი­სა­უ­რი (მათ ამო­საც­ნო­ბად მი­მიყ­ვა­ნეს, დღეს ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან). ცხრა თვის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბო­და ჩე­მი ტან­ჯვა-­წა­მე­ბა. სა­კუ­თა­რი ბა­რა­თით სარ­გებ­ლო­ბის და სი­გა­რე­ტის ყიდ­ვის უფ­ლე­ბაც არ მქონ­და. კა­რან­ტინ­ში თა­ვი და­ვიშ­ტი­რე, ვე­ნე­ბის გა­დაჭ­რაც ვცა­დე. აბ­და­უბ­და ტექ­სტი რომ და­ვუ­წე­რე, ქარ­და­ვას არ მო­ე­წო­ნა და ჩე­მი და­წე­რი­ლი ჩვე­ნე­ბა შე­მა­ჭა­მა. ის და მი­სი დამ­ქა­შე­ბი ჩე­მი 6 წლის ბავ­შვის, ცო­ლის და ად­ვო­კა­ტის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით და მოკ­ვლით მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ. ხელ­მე­ო­რედ რომ მა­წე­რი­ნებ­დნენ გან­ცხა­დე­ბას, ად­ვო­კა­ტი და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­ვიდ­ნენ. ოლეგ ფა­ცა­ცია მაფ­რთხი­ლებ­და, არა­ფე­რი წა­მოგ­ცდეს, თო­რემ ძვი­რად და­გიჯ­დე­ბა­ო, "სა­ქათ­მე­ში" შეგ­დე­ბით და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით და­მე­მუქ­რა. ამის მოს­მე­ნაც კი გა­უ­საძ­ლი­სი­ა. ყვე­ლა­ფე­რი და­ვუ­წე­რე სა­ხალ­ხო დამ­ცველს, რაც და­სა­წე­რი იყო. მას შემ­დეგ ლა­შა ყოლ­ბაია და მე­გის ქარ­და­ვა აღარ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ დღე­ში სამ­ჯერ გა­მო­წე­რი­ლი მქონ­და ცე­მა-­ტყე­პა, ღა­მის 1-ელ ან 2 სა­ათ­ზე მა­ყე­ნებ­დნენ და გა­დავ­ყავ­დი რეს­ბალ­ნი­ცა­ზე, სა­დაც სის­ხლით დას­ვრი­ლი ია­რა­ღი მხვდე­ბო­და დი­რექ­ტო­რის ოთახ­ში...

- ზუგ­დიდ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლ სა­მა­ლავ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­სა და წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფი­რიც იყო.

- ეს არც გამ­კვირ­ვე­ბი­ა, ჯერ სად არის, კი­დევ ბევრ რა­მეს გა­ი­გებთ. სამ­წუ­ხა­რო ისა­ა, რომ ძვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ისევ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არი­ან. ენ­გუ­რის საზღ­ვარ­ზე ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს ლტოლ­ვი­ლე­ბის ჩხრე­კა-­და­კითხ­ვე­ბი. მტერს არ უქ­ნია ამ ხალ­ხის­თვის ის, რაც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოსწია.

- რა­ტომ ამო­გი­ღეს პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა სი­ი­დან?

- ვინც პო­ლიტ­პა­ტიმ­რად მა­ღი­ა­რა, იმ ქალ­ბა­ტონ­მა თვი­თონ­ვე ამო­მი­ღო სი­ი­დან და ამ­ნის­ტი­ით გა­მო­ვე­დი. ჯერ გა­მო­აცხ­ა­დეს, არი­ქა, არ­ქა­ნია პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი­ა­ო, მე­რე კი ასე მო­მექ­ცნენ. რა ვი­ცი, რა გითხ­რათ... რო­ცა წე­რი­ლი დავ­წე­რე და ფაქ­ტე­ბი გა­ვახ­მა­უ­რე, მა­შინ კარ­გი ბი­ჭი და პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ვი­ყა­ვი. ბე­სე­ლი­ამ არ იცო­და, რა ხდე­ბო­და მე-­8-ში და კა­რან­ტინ­ში? გავ­ბე­დე და ვთქვი სი­მარ­თლე, სა­ნაც­ვლოდ რა­მე მო­ვითხ­ო­ვე, თუ რა?

- მე­გის ქარ­და­ვა­ზე ხომ არა­ფე­რი გსმე­ნი­ათ? გავ­რცელ­და ვერ­სი­ა, რომ ის შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­დეს და სა­მეგ­რე­ლოს აფა­რებ­დეს თავს.

- ეგ "შპი­ო­ნი", ბავ­შვო­ბი­დან კარ­გად თა­მა­შობ­და და­მა­ლო­ბა­ნას. თუმ­ცა მე­ეჭ­ვე­ბა, მე­გის ქარ­და­ვა ცოცხ­ა­ლი იყოს. ის იყო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და ვინ გა­ა­ხა­რებ­და, მით უმე­ტეს - ახა­ლა­ი­ე­ბი, რო­მელ­თა დაკ­ვე­თა­საც პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებ­და.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ