მა­რე­ხი VS ოლე­გი - "მაგ ერ­თუჯ­რე­დი­ან­მა გლო­ვის დღეს 200-კა­ცი­ა­ნი ბან­კე­ტი გა­მარ­თა"

მა­რე­ხი VS ოლე­გი - "მაგ ერ­თუჯ­რე­დი­ან­მა გლო­ვის დღეს 200-კა­ცი­ა­ნი ბან­კე­ტი გა­მარ­თა"

მა­რეხ ყა­ლიმ­ბე­გაშ­ვილ­მა გა­ზეთ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნაცხ­ა­და, რომ კას­პის გამ­გებ­ლის­გან, რო­მელ­მაც სიტყ­ვი­ე­რი შე­უ­რაცხ­ყო­ფა მი­ა­ყე­ნა, მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანაზღ­ა­უ­რე­ბის მიზ­ნით 50.000 ლა­რი მო­ითხ­ო­ვა და სა­სამ­ართლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა კას­პის გამ­გებ­ლი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის წი­ნა­აღ­მდეგ.

მი­სი თქმით, ოლეგ ია­ძის ად­ვო­კა­ტი, გო­ჩა გო­ჩი­ტაშ­ვი­ლი ად­რე გო­რის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე იყო, კას­პის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის ად­ვო­კა­ტი ნო­დარ ცინ­ცა­ძე კი -ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი.

"მათ­მა ად­ვო­კა­ტებ­მა, რო­გორც ჩანს, თა­ვი­ან­თი კავ­ში­რე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს და მო­სა­მარ­თლე და­ვით პა­პუ­აშ­ვილ­მა ჩე­მი სარ­ჩე­ლი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ოლეგ ია­ძე თავს იმარ­თლებს -მე ზო­გა­დად ვსა­უბ­რობ­დი უწე­სო ქა­ლებ­ზე და მა­რეხ ყა­ლიმ­ბე­გაშ­ვი­ლი არ მიხ­სე­ნე­ბი­ა­ო. მო­სა­მარ­თლე და­ვით პა­პუ­აშ­ვილ­მა უსუ­სუ­რი არ­გუ­მენ­ტი მო­იყ­ვა­ნა და ჩე­მი მოთხ­ოვ­ნა არ დააკ­მა­ყო­ფი­ლა. ვა­პი­რებ ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბას და რო­გორც კი გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო­დან ოფი­ცი­ა­ლურ პა­სუხს მი­ვი­ღებ, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ვა­სა­ჩივ­რებ. თუმ­ცა ახ­ლა ოლეგ ია­ძეს ჩემ­ზე უფ­რო დი­დი პრობ­ლე­მა აქვს -ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია და კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა ამოწ­მე­ბენ მარ­ტში სტი­ქი­ის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის ანაზღ­ა­უ­რე­ბი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის გა­მო, სხვაც ბევ­რი დარ­ღვე­ვა ექ­ნე­ბა. რო­გორც მო­ე­სურ­ვე­ბათ, ისე გა­ნა­გე­ბენ ბი­უ­ჯეტს. ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი გამ­გე­ბე­ლი­ა, მას ევა­ლე­ბა პრო­ცე­სე­ბის გან­კარ­გვა და კონ­ტრო­ლი. ასე რომ, მი­სი საქ­მე ცუ­და­და­ა. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ოლეგ ია­ძეს ხმა რო­გორ ამო­ე­ღე­ბა, მაგ ერ­თუჯ­რე­დი­ან­მა გლო­ვის დღეს მე­ტეხ­ში დი­დი ზარ­-ზე­მით გახ­სნა სა­ჭი­დაო დარბაზი, მე­რე კი 200-კა­ცი­ა­ნი ბან­კე­ტი გა­და­ი­ხა­და, ისიც ბი­უ­ჯე­ტის ფუ­ლით. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? გლო­ვის დღეს, რო­ცა მარ­ტო ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი გო­რის რა­ი­ო­ნი­დან 3 ჯა­რის­კა­ცი იყო და­ღუ­პუ­ლი! ა­მის მე­რე რა­ღა უნ­და ელა­პა­რა­კო?!" -გა­ნაცხ­ა­და ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას მა­რეხ ყა­ლიმ­ბე­გაშ­ვილ­მა.

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" კას­პის გამ­გე­ბელ ოლეგ ია­ძე­საც და­უ­კავ­შირ­და. ია­ძემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ გლო­ვის დღეს სო­ფელ მე­ტეხ­ში სა­ჭი­დაო დარბაზი ნამ­დვი­ლად გა­იხ­სნა და კას­პის გამ­გე­ო­ბამ ბან­კე­ტი მარ­თლაც გა­და­ი­ხა­და, თუმ­ცა ია­ძის გან­მარ­ტე­ბით, ეს აუ­ცი­ლებ­ლო­ბით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზეც და სუფ­რა­ზეც და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს.

- სა­ჭი­დაო დარბაზი გა­ა­კე­თა შე­სა­ნიშ­ნავ­მა კომ­პა­ნი­ამ "ე­ლი­ტა ბურ­ჯმა" და ქარ­თუ­ლი ჭი­და­ო­ბის ეროვ­ნულ­მა ფე­დე­რა­ცი­ამ გახ­სნა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბო­და სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მაზ თევ­ზა­ძე. ეს იყო ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის მი­ერ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა. მე, რო­გორც მას­პინ­ძელ­მა, კარ­გი მას­პინ­ძლო­ბა გა­ვუ­წიე ჩა­მო­სულ სტუმ­რებს, 100 თუ 200-კა­ცი­ა­ნი ბან­კე­ტი გა­ვუ­კე­თე (როგორც ის ქალბატონი ამბობს), რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და ძა­ლი­ან ბევ­რი ოლიმ­პი­უ­რი და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ტრა­გე­დი­ას, არ მინ­და მაგ პი­როვ­ნე­ბის სა­ხე­ლის და გვა­რის ხსე­ნე­ბა, მა­გა­ზე მე­ტად მეტ­კი­ნა გუ­ლი. სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­საც ვეს­წრე­ბო­დი, იმ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზეც და­ღუ­პუ­ლე­ბის ხსოვ­ნას წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით მი­ვა­გეთ პა­ტი­ვი. სხვა აბა, რა­ღა ვთქვა. ამო­რა­ლო­ბას და უზ­ნე­ო­ბა­საც ხომ აქვს საზღ­ვა­რი! კარ­გად ვი­ცი, მაგ ქალ­ბა­ტონს რაც სურს, სოფ­ლის გამ­გებ­ლო­ბა უნ­დო­და ქვე­მო­ჭა­ლა­ში, მაგ­რამ მა­გის­ნა­ი­რე­ბის ად­გი­ლი ჩემს გვერ­დით არას­დროს იქ­ნე­ბა. ამ ქალს კულ­ტუ­რა და ზრდი­ლო­ბა რომ არ გა­აჩ­ნი­ა, მი­სი ნათ­ქვა­მე­ბი­და­ნაც კარ­გად ჩანს. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, აკა­დე­მი­კო­სიც რომ ყო­ფი­ლი­ყო, ხომ მქონ­და უფ­ლე­ბა, არ და­მე­ნიშ­ნა. ის არის მო­თა­მა­შე, პა­ტა­რა პა­ი­კი, რო­მელ­საც მარ­თა­ვენ. მა­გას იყე­ნე­ბენ ბა­რი­კა­დად. დღე­საც მი­ტინ­გი მო­მიწყ­ო, ჩე­მი გა­და­ყე­ნე­ბა უნ­დო­და. კად­რუ­ლო­ბენ ყვე­ლა­ნა­ირ უკად­რე­ბელს, რაც ქალ­მა არ უნ­და იკად­როს. ეგ ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მი­სი არც ხსნე­ბა მინ­და და არც არა­ფე­რი. კარ­გა ხა­ნი მო­მი­წევს ამ რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და ჩემს გვერ­დით არ იქ­ნე­ბა ასე­თი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ად­გი­ლი.

- ქალ­ბა­ტონ­მა მა­რეხ­მა სა­სა­მარ­თლო­ში შე­უ­რაცხ­ყო­ფის ბრალ­დე­ბით გი­ჩივ­ლათ, ხომ ასე­ა?

- ახ­ლა შე­უ­რაცხ­ყო­ფას ვა­ყე­ნებ? ხომ არ ვა­ყე­ნებ? ჰო­და, ახ­ლა რო­გორც თქვენ გე­სა­უბ­რე­ბით მა­გა­ზე, ისე ვე­სა­უბ­რე­ბო­დი სხვა ჟურ­ნალ­ისტებ­საც. ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან ვი­დო­ფაქ­ტე­ბი ამო­ი­ღო, ჩე­მი ნა­ლა­პა­რა­კე­ვი და არაფერიც არ და­დას­ტურ­და. რა უნ­და და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი­ყო, მე ხომ ჩე­მი ზრდი­ლო­ბა და კულ­ტუ­რა მაქვს?! ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, ქალ­ბა­ტო­ნი­ა, თორ­ემ შე­მიძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი ვა­კად­რო, ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცი მაგ ქალ­ბა­ტონ­ზე, მარ­ტო მე კი არა, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ იცის რო­გო­რი­ცა­ა, მაგ­რამ მე ხომ არ ვა­კად­რებ რა­მეს, აი ასე, კულ­ტუ­რუ­ლად ვამ­ბობ -მა­სე­თი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ად­გი­ლი ჩემს გვერ­დით არ იქ­ნე­ბა!

- ბა­ტო­ნო ოლეგ, მომ­ჩი­ვა­ნი თქვენს ად­ვო­კატ გო­ჩა გო­ჩი­ტაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო­ში თა­ვი­სი კავ­ში­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ამა­ზე რა პა­სუხს გას­ცემთ?

- მა­გა­ზე აბა რა გითხ­რათ? მე რა ვი­ცი, გა­მო­ი­ყე­ნა თუ არ გა­მო­ი­ყე­ნა. ნუ გა­მო­ა­ყე­ნე­ბი­ნებ­დნენ, თუ ასე იყო. მარ­ტო ეგ კი არ მი­ჩი­ვის, ერ­თი ნარ­კო­მა­ნია კი­დევ, იმა­ნაც მი­ჩივ­ლა. თან იძა­ხის, კი­ო, ნარ­კო­მა­ნი ვა­რო, და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ნარ­კო­მა­ნი­ა­ზე­ო. მათ უკან სხვე­ბი დგა­ნან, კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რე­ბი. აი მა­გა­ლი­თად, ხა­თუ­ნა თა­თა­ნაშ­ვი­ლი, რომელსაც საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა უნ­და, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ვა. საკ­რე­ბუ­ლო­ში 26 დე­პუ­ტა­ტია და 24 ამ­ბობს, თუ ჩვენ საკ­რე­ბუ­ლო­დან წას­ვლა­ზე გან­ცხა­დე­ბას დავ­წერთ, მხო­ლოდ მა­შინ აირ­ჩე­ვენ ამ ქალ­ბა­ტონ­სო.

მა­რი ონე­ზაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია