"სა­ქარ­თვე­ლო­ში უპი­რა­ტე­სო­ბა ბოტსვა­ნი­სა და მა­ლა­ი­ზი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებს ენი­ჭე­ბათ"

"სა­ქარ­თვე­ლო­ში უპი­რა­ტე­სო­ბა ბოტსვა­ნი­სა და მა­ლა­ი­ზი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებს ენი­ჭე­ბათ"

ბო­ლო ხანს აზი­ი­სა და აფ­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­სულ მო­ქა­ლა­ქე­თა რიცხ­ვი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და, მა­თი ნა­წი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პის­კენ ტრან­ზი­ტად იყე­ნებს, უფ­რო დი­დი ნა­წი­ლი კი აქ დარ­ჩე­ნა-­დამ­კვიდ­რე­ბას ცდი­ლობს, რის გა­მოც კონ­ფლიქ­ტებ­მა იმა­ტა... ამ პრობ­ლე­მა­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ე­როვ­ნულ­-რე­ლი­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­ერ­თა­შო­რისო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი ზვი­ად ტო­მა­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­-ა­ნა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 4 მი­ლი­ონ 389 ათა­სი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე შე­მო­ვი­და, აქე­დან 754 ათა­სი - ტრან­ზი­ტით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ იმ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­დან, რომ­ლებ­თა­ნაც ნაც­ვალ­გე­ბის, ანუ ორ­მხრი­ვი უვი­ზო რე­ჟი­მი გვაქვს, 2 მი­ლი­ონ 679 870 მო­ქა­ლა­ქე შე­მო­ვი­და. ეს ქვეყ­ნე­ბი­ა: თურ­ქე­თი,­ ა­ზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ბე­ლო­რუ­სი, სომ­ხე­თი, უკ­რა­ი­ნა და შუა აზი­ის სა­მი რეს­პუბ­ლი­კა - ყირ­გი­ზე­თი, უზ­ბე­კე­თი, ყა­ზა­ხე­თი. ეს ნიშ­ნავს, რომ იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლებ­თა­ნაც სა­ვი­ზო რე­ჟი­მი ცალ­მხრი­ვად გვაქვს გა­უქ­მე­ბუ­ლი, მი­ლი­ონ­-ნა­ხე­ვა­რი "ვი­ზი­ტო­რი" შე­მო­დის და ბუ­ნებ­რი­ვი­ა, არც სა­ვი­ზო მო­საკ­რე­ბელს იხ­დი­ან. რა­ტომ აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ამ­დენ ქვე­ყა­ნას­თან ცალ­მხრი­ვი უვი­ზო რე­ჟი­მი? რა­ტომ არის ასე გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვლა? სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რომ ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით პოს­ტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში პირ­ველ ად­გილ­ზე ვართ. ფი­ნან­სუ­რი ფაქ­ტო­რის (ბი­უ­ჯე­ტი, სულ ცო­ტა, 100 მი­ლი­ონ ლარს კარ­გავს) გარ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის უსაფ­რთხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის სა­კითხ­ი, მით უმე­ტეს, ბო­ლო დროს ავ­ღა­ნეთ­სა თუ თურ­ქეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე. ხომ უნ­და ვი­ცო­დეთ, ვინ და რა მიზ­ნით შე­მო­დის, ეს არც ქვეყ­ნის იმი­ჯის­თვი­საა კარ­გი. ან რა­ში გვჭირ­დე­ბა ტუ­რის­ტი, რო­მე­ლიც 50 დო­ლარს ვერ გა­და­იხ­დის? სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ტუ­რის­ტე­ბის რიცხ­ვის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­სა­ბე­რად, ყვე­ლას, ვინც ქვეყ­ნის საზღ­ვარს ნე­ბის­მი­ე­რი მიზ­ნით გად­მოკ­ვეთ­და, "ვი­ზი­ტორს" უწო­დებ­და.

- ძი­რი­თა­დად რო­მე­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შე­მო­დი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- თურ­ქე­თი­დან, რო­მელ­თა­ნაც ნაც­ვალ­გე­ბის, ორ­მხრი­ვი უვი­ზო რე­ჟი­მი გვაქვს, წე­ლი­წად­ში მი­ლი­ონ სა­მა­სი ათა­სი მო­ქა­ლა­ქე შე­მო­დის, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან - 700 000, სომ­ხე­თი­დან - 600 000, უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­სულ და იქ წამ­სვლელ ტუ­რის­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა თით­ქმის თა­ნა­ბა­რი­ა. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ქვეყ­ნებს, შე­მომ­სვლელ­თა შო­რის ჭარ­ბო­ბენ აშ­შ-ის, გერ­მა­ნი­ის, სა­ბერ­ძნე­თის, ეგ­ვიპ­ტის, ჩი­ნე­თის, ყა­ზა­ხე­თის, ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. საქ­მე ის არის, რომ "უცხ­ო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არ­მქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში 2009 წელს შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, რო­მე­ლიც დღემ­დე მოქ­მე­დებს, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უვი­ზოდ ყოფ­ნის ვა­და 90-დან 360 დღემ­დე გა­ი­ზარ­და! და ეს მა­შინ, რო­ცა ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, რო­მელ­თაც უცხო ქვეყ­ნის პას­პორ­ტი აქვთ, მხო­ლოდ 90 დღე შე­უძ­ლი­ათ სა­ქარ­თვე­ლო­ში უვი­ზოდ ცხოვ­რე­ბა. ასე რომ, უპი­რა­ტე­სო­ბა ბოტსვა­ნი­სა და მა­ლა­ი­ზი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებს ენი­ჭე­ბათ. სა­ინ­ტე­რე­სოა იმ 114 სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­თა­ნაც ცალ­მხრი­ვად გვაქვს გა­უქ­მე­ბუ­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მი და რო­მელ­თა მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სას­ვლე­ლად და 360 დღემ­დე ყოფ­ნი­სათ­ვის ვი­ზა არ სჭირ­დე­ბათ: აშშ, ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ე­თ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს საზღ­ვარ­გა­რე­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი - ბერ­მუ­დის, კა­ი­მა­ნის, ფოლ­კლენ­დის, ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის, კა­ი­კო­სის კუნ­ძუ­ლე­ბი. ასე­ვე, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი, ქუ­ვე­ი­თი, ყა­ტა­რი, ომა­ნის სა­სულ­თნო, ბრუ­ნე­ი-­და­რუ­სა­ლა­მის სა­ხელ­მწი­ფო, ბარ­ბა­დო­სი,­ ან­ტი­გუა და ბარ­ბუ­დუსი, ტრი­ნი­და­დი­სა და ტო­ბა­გოს რეს­პუბ­ლი­კა, ბოტსვა­ნის რეს­პუბ­ლი­კა, მა­ლა­ი­ზია და ა. შ. სა­ხელ­მწი­ფო ვართ თუ "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა"? ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, ქვე­ყა­ნას მუდ­მი­ვად "ღია კა­რის დღე" ჰქონ­დეს გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი? მუ­ზე­უ­მის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად შე­სუ­ლი ტუ­რის­ტიც კი იხ­დის ფულს. ან რა პრინ­ცი­პით შე­ირ­ჩა ეს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი? რა დამ­სა­ხუ­რე­ბის გა­მო გა­ვა­უქ­მეთ სა­ვი­ზო რე­ჟი­მი ტა­ი­ლან­დთან თუ ბა­ჰა­მის კუნ­ძუ­ლებ­თან, მით უმე­ტეს, რომ მათ არც კი მი­იჩ­ნი­ეს სა­ჭი­როდ სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯის გა­დმოდ­გმა. ცალ­მხრი­ვი არც სიყ­ვა­რუ­ლი ვარ­გა, არც მე­გობ­რო­ბა და მით უმე­ტეს - სა­ვი­ზო რე­ჟი­მი, მათ შო­რის ისეთ ზე­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან, რო­გო­რიც არის რუ­სე­თი და აშ­შ. თა­ნაც იმ ფონ­ზე, რო­ცა პოს­ტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ქვეყ­ნე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო პირ­ველ ად­გილ­ზეა სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ვი­ზებ­ზე უა­რის მი­ღე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით.

- რა მი­გაჩ­ნი­ათ ამ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­სავ­ლად?

- სა­ნამ დრო­ა, "უცხ­ო­ელ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში უნ­და შე­ვი­დეს ცვლი­ლე­ბა, ამ­დენ სა­ხელ­მწი­ფოს­თან არ­სე­ბუ­ლი ცალ­მხრი­ვი სა­ვი­ზო რე­ჟი­მი უნ­და გა­უქ­მდეს და სა­ვი­ზო მო­საკ­რე­ბე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად აღ­დგეს, რის შე­დე­გა­დაც ბი­უ­ჯეტ­ში, სულ ცო­ტა, 100 მი­ლი­ო­ნი ლა­რი შე­ვა. ეს კა­ნონ­პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში უკ­ვე შე­ვი­ტა­ნეთ. სა­ქარ­თვე­ლო მცი­რე­რიცხ­ო­ვა­ნი ქვე­ყა­ნაა და თავს ვერ მივ­ცემთ იმის უფ­ლე­ბას, რა­საც ამე­რი­კე­ლე­ბი თუ გერ­მა­ნე­ლე­ბი აძლევენ, თუ ასე გაგ­რძელ­და, 50 წლის შემ­დეგ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბად ვიქ­ცე­ვით.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია