"ძლი­ე­რი წვი­მის შემ­თხვე­ვა­ში, თბი­ლის­ში ორ­თა­ჭა­ლის ტრა­გე­დია გან­მე­ორ­დე­ბა"

"ძლი­ე­რი წვი­მის შემ­თხვე­ვა­ში, თბი­ლის­ში ორ­თა­ჭა­ლის ტრა­გე­დია გან­მე­ორ­დე­ბა"

ალ­ბათ, ყვე­ლას გვახ­სოვს შარ­შან, 13 მა­ისს, ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ა, რო­ცა კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მის გა­მო მო­ვარ­დნილ ღვარ­ცოფს 5 ადა­მი­ა­ნი ემ­სხვერ­პლა, მათ შო­რის - 2 ბავ­შვი. იმ დღე­ებ­ში ბევ­რი ამ­ბობ­და, რომ წყალ­დი­დო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი შეხ­ვდა. ით­ქვა ისიც, რომ თბი­ლის­ში წყალ­დი­დო­ბის წი­ნას­წა­რი პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, რაც ამ ტრა­გე­დი­ას თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებ­და. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო დას­კვნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, თბი­ლის­ში ათე­უ­ლო­ბით რის­კის ზო­ნაა აღრიცხ­უ­ლი. ამ­ჯე­რად რო­გო­რი სი­ტუ­ა­ციაა დე­და­ქა­ლაქ­ში, არის თუ არა გა­მარ­თუ­ლი სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მე­ბი და რამ­დე­ნად არის და­ცუ­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცოცხ­ლე და ჯან­მრთე­ლო­ბა? - ამ სა­კითხ­ებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის წევ­რი უჩა კან­დე­ლა­კი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე მუ­შა­ობ­და:

- გზე­ბის, სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მე­ბი­სა და სა­ერ­თოდ, ამ სფე­როს მო­წეს­რი­გე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა­ა. რა­ტომ არის სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის დე­და­ქა­ლაქ­ში ამ მხრივ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ა? - ამის ასახ­სნე­ლად ერთ მა­გა­ლითს მო­ვიშ­ვე­ლი­ებ: ჩემს ნაც­ნო­ბებს აქვთ კომ­პა­ნი­ა, რო­მელ­საც გზე­ბის და­ხაზ­ვა ევა­ლე­ბა. ბო­ლო წლებ­ში მათ პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბო­დათ იმის გა­მო, რომ ღე­ბავ­დნენ ძვი­რად ღ­ი­რე­ბუ­ლი სა­ღე­ბა­ვით, ტენ­დერ­ში კი იმარ­ჯვებ­დნენ ის კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც იაფ­ფა­სი­ან სა­ღე­ბავს იყე­ნებ­დნენ. ია­ფი სა­ღე­ბა­ვი ღირს 30 ლა­რი, ძვი­რი კი - 90 ლა­რი, მაგ­რამ გამ­ძლე­ო­ბის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ძვი­რად ღ­ი­რე­ბუ­ლი სა­ღე­ბა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით მომ­გე­ბი­ა­ნია - ძვი­რი სა­ღე­ბა­ვის გა­რან­ტია სა­მი წე­ლი­ა, ია­ფი­სა კი სა­მი თვე... რა­ტომ ირ­ჩევ­და ძვე­ლი მთავ­რო­ბა წამ­გე­ბი­ან ვა­რი­ანტს? - იმი­ტომ, რომ ამ კომ­პა­ნი­ე­ბის წყა­ლო­ბით დიდ ფულს შო­უ­ლობ­და - მა­თი გა­კე­თე­ბუ­ლი მა­ლე ფუჭ­დე­ბო­და და სა­ჭი­რო იყო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ხე­ლახ­ლა ჩა­ტა­რე­ბა. ზუს­ტად ასე ხდე­ბო­და სა­ნი­აღ­ვრე­ე­ბი­სა თუ სხვა სის­ტე­მე­ბის "მო­წეს­რი­გე­ბაც" მთელ ქვე­ყა­ნა­ში. ყველ­გან ერ­თი პრინ­ცი­პი მოქ­მე­დებ­და: იქ, სა­დაც გა­წე­რი­ლი იყო თან­ხა 100 ლა­რი, აკე­თებ­დნენ 10 ლა­რად და უხა­რის­ხოდ. სა­მა­გი­ე­როდ, უფ­რო მე­ტი თან­ხის შოვ­ნა შე­იძ­ლე­ბო­და. გა­გახ­სე­ნებთ, აე­რო­პორ­ტის გზატ­კე­ცილ­ზე ლა­მის ყო­ველ თვე­ში იც­ვლე­ბო­და ბორ­დი­უ­რე­ბი. ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ერ­თხელ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და ხა­რის­ხი­ა­ნად, მაგ­რამ ნუ­რას უკაც­რა­ვად! - ამ გზით "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" სე­რი­ო­ზულ ფულს შო­უ­ლობ­დნენ.

- თუ გაქვთ ინ­ფორ­მა­ცი­ა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მე­ბი?

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­ნი­აღ­ვრე­ებს - რამ­დენ­ჯე­რაც დი­დი წვი­მა მო­ვი­და, ამ სის­ტე­მამ ვერც ერ­თხელ ნორ­მა­ლუ­რად ვერ იმუ­შა­ვა და ყო­ველ­თვის სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი მი­ვი­ღეთ. აქაც იგი­ვე პრინ­ცი­პი მოქ­მე­დებ­და: ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და უხა­რის­ხოდ, მხო­ლოდ პი­ა­რი­სათ­ვის, სხვე­ბის და­სა­ნა­ხად. დე­და­ქა­ლაქ­ში არ არის ახა­ლი სა­ნი­აღ­ვრე­ე­ბი, ეს არის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში შექ­მნი­ლი სის­ტე­მა, რო­მელ­საც მუდ­მი­ვი გა­ნახ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ასე რომ, დე­და­ქა­ლა­ქი ამ მხრივ და­ცუ­ლი არ არის. დი­დი ნა­ლე­ქი რომ მო­ვი­დეს, იგი­ვე გან­მე­ორ­დე­ბა, რაც შარ­შან ორ­თა­ჭა­ლა­ში მოხ­და. სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მე­ბი და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­მარ­თუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, 13 მა­ისს ტრა­გე­დია არ დატ­რი­ალ­დე­ბო­და. მარ­თა­ლი­ა, ორ­თა­ჭა­ლა ძვე­ლი უბა­ნი­ა, იქ ძა­ლი­ან ძვე­ლი ჯე­ბი­რე­ბი­ა, რომ­ლებ­მაც მტკვრის ტალ­ღებს ვერ გა­უძ­ლო და ჩა­მო­ინ­გრა, მაგ­რამ სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მას უფ­რო გა­მარ­თუ­ლად რომ ემუ­შა­ვა, ასეთ მძი­მე შე­დეგს არ მი­ვი­ღებ­დით. თუმ­ცა სტი­ქი­ი­სა­გან დაზღ­ვე­უ­ლი არა­ვინ არის, შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ნა­ლე­ქი მო­ვი­დეს, ვერც ერ­თმა სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მამ ვერ გა­უძ­ლოს, მაგ­რამ ქა­ლა­ქი მსგავს შემ­თხვე­ვებს მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნ­და დახ­ვდეს. მით უმე­ტეს, რომ თბი­ლისს ყო­ველ­თვის ჰქონ­და ისე­თი ბი­უ­ჯე­ტი, რომ­ლის წყა­ლო­ბით მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და.

ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებს კი­დევ არა უშავს, გა­რე­უბ­ნებ­ში კი ამ მხრივ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ა­ა. რა ხდე­ბო­და ამ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად ბო­ლო წლებ­ში? - ვი­თომ აწეს­რი­გებ­დნენ სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მებს, მაგ­რამ იმი­ტომ, რომ მე­რე იქ 50 ვი­დე­ო­კა­მე­რა მი­ეყ­ვა­ნათ და გა­და­ე­ღოთ. ეს გახ­ლდათ ფა­სა­დუ­რი "აღ­მშე­ნებ­ლო­ბა". რაც სა­კუ­თარ რეკ­ლა­მა­ში აქვთ და­ხარ­ჯუ­ლი, იმის ნა­ხე­ვა­რი გო­ნივ­რუ­ლად რომ და­ე­ხარ­ჯათ, სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მე­ბი ახ­ლა მთლი­ა­ნად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და გა­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბო­და. თბი­ლი­სის ძველ, 1970-80-ი­ან წლებ­ში აგე­ბულ სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მებს ნორ­მა­ლუ­რად გა­ნახ­ლე­ბაც კი არ ღირ­სე­ბი­ა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენს დე­და­ქა­ლაქს ისე­თი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა აქვს, რომ აქ ისე­თი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა, მთე­ლი ქა­ლა­ქი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დად­გეს, მაგ­რამ კონ­კრე­ტულ რა­ი­ო­ნებ­ში ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რაც შარ­შან ორ­თა­ჭა­ლა­ში მოხ­და.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია