მანანა გიორგობიანი: "ვაფ­რთხი­ლებ ნი­კა მე­ლი­ას, ჩემს შვილს თა­ვი და­ა­ნე­ბოს"

მანანა გიორგობიანი: "ვაფ­რთხი­ლებ ნი­კა მე­ლი­ას, ჩემს შვილს თა­ვი და­ა­ნე­ბოს"

რეს­ტო­რან "ლა ტრუ­ფე­ში" მომ­ხდა­რი სკან­და­ლი, რომ­ლის დრო­საც "ნაციონალებმა" და მო­ქა­ლა­ქე­თა ჯგუფ­მა იჩხ­უ­ბეს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ისევ გა­ნახ­ლდა. მომ­ხდარ­ზე ბრა­ლი მხო­ლოდ მო­ქა­ლა­ქე ბე­ქა მა­ზი­აშ­ვილ­სა და ძვე­ლი თბი­ლი­სის გამ­გე­ბელ ნი­კა მე­ლი­ას წა­უ­ყე­ნეს ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლით. ამას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მა­ზი­აშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი, ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი და მა­მუ­კა ბა­კუ­რია აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და ითხ­ო­ვენ, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ობი­ექ­ტუ­რად წა­რი­მარ­თოს. ბე­ქა მა­ზი­აშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბის პრო­ტესტს ნი­კა მე­ლია პრე­სკონ­ფე­რენ­ცი­ით გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც ად­ვო­კატ გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძეს­თან ერ­თად მა­ზი­აშ­ვი­ლის ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის ტეს­ტი წარ­მო­ად­გი­ნა.

მა­თი გან­ცხა­დე­ბით, მა­ზი­აშ­ვი­ლი "ლა ტრუ­ფე­ში" ნარ­კო­ტი­კის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­ლი­ას­ვე მტკი­ცე­ბით, პო­ლი­ცი­ამ ბე­ქა მა­ზი­აშ­ვი­ლი 15 ივ­ნისს დი­დი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კის შე­ნახ­ვის­თვის და­ა­კა­ვა, მაგ­რამ გამ­გებ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მის პი­რო­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მა­ზი­აშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა შსს-ს პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნი­ნო გი­ორ­გო­ბი­ან­მაც და­ა­დას­ტუ­რა, მა­ზი­აშ­ვი­ლი მომ­ხდარ­ზე არა­ნა­ირ კო­მენ­ტარს არ აკე­თებს. პა­რა­ლე­ლუ­რად, რეს­ტო­რან­ში უკ­ვე სხვა ჭრილ­ში გა­და­ი­ზარ­და, მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით მათ და მის შვი­ლებს უცხო პი­რე­ბი 12 მა­ი­სის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად უთ­ვალ­თვა­ლე­ბენ.

"ყველა სი­ახ­ლე" მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ანს და­უ­კავ­შირ­და:

- ჩე­მი ვა­ჟი რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში და მითხ­რა, რომ მას უთ­ვალ­თვა­ლებს "გუჩის" პა­ტენტ ტან­საც­მელ­ში გა­მოწყ­ო­ბი­ლი ორი პი­რი. ტაქ­სი­ში ჩაჯ­დო­მი­სას ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ჩემს შვილს შე­უ­რაცხ­ყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, მაგ­რამ მან თა­ვი შე­ი­კა­ვა. ვაფ­რთხი­ლებ მე­ლი­ას, რომ ჩემს შვილს თა­ვი და­ა­ნე­ბოს. ჩვე­ნი სა­მე­გობ­როს შეკ­რე­ბებ­ზეც შეგ­ვი­ნიშ­ნავს უცხო პი­რე­ბი. აქამ­დე ეს არ მით­ქვამს. ჩემს თავ­ზე გა­და­ი­ა­რა 90-ი­ა­ნმა წლებმა, ავ­ტო­მა­ტე­ბის ტრი­ალ­მა, 9 აპ­რილ­მა, რამ აღარ და ნი­კა მე­ლი­ამ რო­გორ უნ­და შე­მა­ში­ნოს, რა­მე რო­გორ უნ­და გა­მო­მა­პა­როს? ჩვენ გა­მოც­დი­ლი თვა­ლი გვაქვს. უშიშ­რო­ე­ბა­ში მყავს ახ­ლობ­ლე­ბი და ისი­ნი ჩა­ვა­ყე­ნე საქ­მის კურ­სში. მითხ­რეს, მე­ლია მა­გა­რი "აპასნი" ტი­პიაო და ამი­ტო­მაც ვე­კი­დე­ბი გა­გე­ბით ყვე­ლა­ფერს. მინ­დო­და სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით, წყნა­რად და ობი­ექ­ტუ­რად წარ­მარ­თუ­ლი­ყო გა­მო­ძი­ე­ბა.

- უკ­მა­ყო­ფი­ლო ხართ გა­მო­ძი­ე­ბით?

- უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ, მაგ­რამ საქ­მის დე­ტა­ლე­ბი­დან არ ჩანს, რომ ნი­კა მე­ლია და­ეს­ხა თავს ბე­ქა მა­ზი­აშ­ვილს და ჩვენს სა­მე­გობ­როს. ვი­ცი, ვინც არის ის მე­ო­რე მე­ლო­ტი კა­ცი, მას­თან რომ იყო, მაგ­რამ ჯერ მის გვარ­-სა­ხელს არ და­ვა­სა­ხე­ლებ. იმ კა­ცის გაქ­რო­ბით საქ­მის კლა­სი­ფი­კა­ცია იც­ვლე­ბა, ჩვენ ვი­პო­ვეთ ის მე­ო­რე ტი­პი, რო­მელ­მაც ჩემს მე­გობ­რებ­თან აღი­ა­რა, რომ ხე­ლი მკრა, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბამ ვერ იპო­ვა. ისიც ვი­ცი, რომ სის­ტე­მა­ში "ნაციონალების" ბევ­რი კად­რია დარ­ჩე­ნი­ლი. მე­ლი­ამ იცის, რა გი­ჟე­ბი ვართ. რომ ამ­ბობს - წა­მოდ­გო­მა­ში და­ვეხ­მა­რე­ო, - იტყ­უ­ე­ბა, და­ლურ­ჯე­ბუ­ლი მქონ­და ყე­ლი და ყელ­ში წა­ჭე­რით ცდი­ლობ­და ჩემს წა­მო­ყე­ნე­ბას? ისი­ნი თავს და­ეს­ხნენ ბე­ქა მა­ზი­აშ­ვილს, შემ­დეგ მო­ვიდ­ნენ ავ­ტო­მა­ტი­ა­ნი ტი­პე­ბი, მათ სცე­მეს ბე­ქას და სადღ­აც მი­ათ­რევ­დნენ. კი­დევ კარ­გი, ხა­თუ­ნა დარ­ბა­ი­სელ­მა გა­მო­ი­ძა­ხა პატ­რუ­ლი. რო­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მო­ვიდ­ნენ, გზა გა­და­კე­ტეს და "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" გა­არ­ღვი­ეს კორ­დო­ნი, და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძემ სულ სა­ხე­ში ურ­ტყა პატ­რულს დე­პუ­ტა­ტის მან­და­ტი. ჩვენ კი წა­ვე­დით და პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან ვი­თა­ნამ­შრომ­ლეთ გა­მო­ძი­ე­ბას­თან. ჩვე­ნი ჩვე­ნე­ბე­ბი ემ­თხვე­ვა, მათ კი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ჩვე­ნე­ბე­ბი აქვთ. მხო­ლოდ გო­რო­ზი­ას და ია ფა­რუ­ლა­ვას უწე­რია სი­მარ­თლე. ფა­რუ­ლა­ვა ჩხუ­ბის დაწყ­ე­ბამ­დე წა­ვი­და რეს­ტორ­ნი­დან, ზა­ზა გო­რო­ზია სა­დაც შემ­ხვდე­ბა, თუ სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე არ აქვს და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლი, ამ სი­მარ­თლის გა­მო კა­ცუ­რად ვეტყ­ვი გა­მარ­ჯო­ბას. თი­კო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი რომ წერს, თით­ქოს მე ვკი­ო­დი რეს­ტო­რან­ში "ვაკე ჩვე­ნი­ა­ო" - იტყ­უ­ე­ბა. არ ვარ ვა­კე­ლი, ხი­ლი­ან­ზე გა­ვი­ზარ­დე, 20 წე­ლი­ა, რაც ვა­კე­ში გად­მო­ვე­დი საცხ­ოვ­რებ­ლად, სუ­ლით ვე­რე­ლი უფ­რო ვარ. ბე­ქა გმი­რია ხალ­ხის თვალ­ში და ახ­ლა ცდი­ლობს ნი­კა მე­ლი­ა, რა­ღაც დო­კუ­მენ­ტე­ბის ფრი­ა­ლით შე­ლა­ხოს მი­სი იმი­ჯი. ნი­კა მე­ლი­ას სის­ტე­მა­ში ჰყავს ისევ თა­ვი­სი ხალ­ხი, კად­რე­ბი, რო­მელთაც არა­ფე­რი აქვს და­სა­კარ­გი და იმი­ტო­მაც წა­ვი­და საქ­მის კლა­სი­ფი­კა­ცია ასე. ჩვენ "რუსთავი 2"-დან გა­ვი­გეთ, რა ბრა­ლი წაგ­ვი­ყე­ნეს. გა­მა­გე­ბი­ნეთ, წი­ნას­წარ რო­გორ იცო­დნენ მე­ლი­ამ ან ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ეს? 9 წე­ლი გა­ვუ­ძე­ლი ამათ და ოქ­ტომ­ბრის ბო­ლომ­დე ფე­ხე­ბით და­კი­დე­ბუ­ლი გავ­ძლებ.

ინ­ცი­დენ­ტის მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლე ბე­ქა მა­ზი­აშ­ვი­ლი კო­მენ­ტა­რის­გან თავს იკა­ვებს. მის უფ­ლე­ბებს სა­სა­მარ­თლო­ში ად­ვო­კა­ტი მა­მუ­კა ლო­მი­ძე და­ი­ცავს.

მა­მუ­კა ლო­მი­ძე: რა­ტომ არის აღელ­ვე­ბუ­ლი ნი­კა მე­ლი­ა, ის ხომ ნაკ­ლე­ბად მძი­მე დან­აშა­ულ­შია ბრალ­დე­ბუ­ლი? ბე­ქა ჩხუ­ბის შე­დე­გად მძი­მედ და­შავ­და, 5 ნა­კე­რი და­ა­დეს, მკერ­დის არე­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ჩვენ პრე­ტენ­ზია გვაქვს დაც­ვის სამ­სა­ხურ­თა­ნაც, დაც­ვის პო­ლი­ცია სა­კუ­თარ მო­ვა­ლე­ო­ბას ცუ­დად ას­რუ­ლებს. ყვე­ლამ ვი­ცით, რა შე­დე­გით სრულ­დე­ბა "ნაციონალური მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის ქე­ი­ფი და დროს­ტა­რე­ბა. პატ­რუ­ლი რომ არ მო­სუ­ლი­ყო, ბე­ქა მა­ზი­აშ­ვი­ლი სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის ბედს გა­ი­ზი­ა­რებ­და. აპი­რებ­დნენ ბე­ქას გა­ტა­ცე­ბას, იმი­ტომ ურ­ტყეს ყვე­ლას, რომ არ უნ­დო­დათ ამ საქ­მის თვით­მხილ­ვე­ლე­ბი მათ გარ­და სხვე­ბიც ყო­ფი­ლიყ­ვნენ. სა­სა­ცი­ლო­ა, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ხუ­ლიგ­ნო­ბის მუხ­ლით რომ წა­უ­ყე­ნა ბრა­ლი ბე­ქა მა­ზი­აშ­ვილს.

- ნი­კა მე­ლი­ას ად­ვო­კატ­მა გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძემ გა­ნაცხ­ა­და, რომ ბე­ქა მა­ზი­აშ­ვი­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი­ა.

- გო­გი­ტა გა­ბა­ი­ძეს ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას ნა­ჩუ­ქა­რი "რე­ი­ბა­ნის" სათ­ვა­ლე არ ეკე­თა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე? ჩემ­თვის სირ­ცხვი­ლია გა­ბა­ი­ძის ბრალ­დე­ბებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. თუ აქვთ მათ რა­მე დო­კუ­მენ­ტე­ბი, წარ­მო­ად­გი­ნონ სა­სა­მარ­თლო­ზე და არა პრეს­კლუ­ბებ­ში.

"ყველა სი­ახ­ლე" შე­ე­ცა­და ნი­კა მე­ლი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბას, მაგ­რამ ის ტე­ლე­ფონს არ პა­სუ­ხობს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ