დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია პრაიმერში მიიღებენ მონაწილეობას

დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია პრაიმერში მიიღებენ მონაწილეობას

"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერში 4 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ესენი არიან: დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია.

"როგორ იცით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მიუხედავდ სერიოზული პოლიტიკური წნეხისა, გადაწყვიტა მაინც ჩაატაროს პრაიმერი. კანდიდატების რეგისტრაცია გუშინ დასრულდა და მასში მონაწილეობას დავით ბაქრაძე, ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ბარამიძე და შოთა მალაშხია მიიღებენ. ჩვენი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად მთელი საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონული კონფერენცია ჩატარდება და სწორედ ამ 4 კანდიდატს შორის შეარჩევენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერები თუ ვინ იქნება რჩეული", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ და განმარტა, რომ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ივლისის ბოლოს გაირკვევა.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ესაა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პირველი პრეცედენტი, როცა პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს ღია შეჯიბრობითობის პრინციპით ავლენს.

"იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად დღემდე არსებული პოლიტიკური თავდასხმებისა, საარჩევნო პროცესი ნორმალური იქნება", - განმარტა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა