"მკურნალი კლოუნები" - უჩვეულო და საჭირო პროფესია, რომელიც საქართველოში ჯერ არ დამკვიდრებულა

"მკურნალი კლოუნები" - უჩვეულო და საჭირო პროფესია, რომელიც საქართველოში ჯერ არ დამკვიდრებულა

ეს პროფესია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წლების წინ გაჩნდა, მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით არ დამკვიდრებულა... არადა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და ავადმყოფების მკურნალობის დროსაც კი დიდი წარმატებით სარგებლობს. "მკურნალი კლუონები" - ასე ჰქვიათ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ მეგობრებსა თუ პაციენტებს ყველაზე საჭირო დროს გვერდში უდგანან. ჩვენი რესპონდენტები ისრაელიდან არიან. ტელ-ავივში დაარსებულ ორგანიზაცია "ოცნების ექიმებში" ათი წელია მუშაობენ და მათივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს, ადამიანების გაღიმებას ემსახურებიან.

ეს საოცარი ადამიანები საქართველოში ისრაელის საელჩოს ხელშეწყობით ჩამოვიდნენ და თბილისის რამდენიმე საავადმყოფოში პაციენტები მოინახულეს...

რენამა ლოთერ ოფირი:

- სამედიცინო განათლება არ მაქვს, თუმცა ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ შემიძლია ჩემი თავი, ჩემი შინაგანი ბუნება გამოვხატო. ამ დროს გარდავისახები სხვა ადამიანად და ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც ყოველდღიურ, ნორმალურ ცხოვრებაში მიზეზთა გამო არ შემიძლია. ეს არის ჩემთვის შინაგანი ხასიათის გამოვლენის ერთადერთი გზა და ვეხმარები ადამიანებს, რაც დიდ შვებას მანიჭებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავადმყოფ, დეპრესიაში მყოფ, ან ძალიან დიდი პრობლემების მქონე ადამიანებს ვეხმარებით, მათ თავიანთი პრობლემები ცხოვრების ხალისიანად გაგრძელებაში ხელს უშლით და აშინებთ. მათი დახმარება დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ნოამ ინბარი:

- სამედიცინო განათლება არც მე მაქვს, მაგრამ ეს საქმე, როგორც მსახიობს, თვითრეალიზაციაში მეხმარება. ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რომ ადამიანს ვეხმარები, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის, რა ეროვნებისაა, რა რელიგიური აღმსარებლობის და რა სქესის, ან სად ცხოვრობს, ჩემთვის ყველა ადამიანი ერთნაირად საინტერესოა. იქ, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, ყველა ადამიანი თანასწორი და თანაბარია. ეს არის ძალიან კარგი მიზანი და საშუალება, გავაერთიანოთ სამყარო ღიმილითა და სიყვარულით. ბედნიერი ვარ, რომ გასაჭირში მყოფი ბავშვისა და მშობლისთვის ცოტა რამის გაკეთება შემიძლია, რითაც მათ თავს სხვანაირად ვაგრძნობინებ და არსებულ მდგომარეობას შევუმსუბუქებ. ჩვენ გარშემო თუ სხვებიც გაერთიანდებიან, ამით სტრესული მსოფლიო ცოტათი მაინც შეიცვლება უკეთესობისკენ.

- როგორ გაჩნდა მკურნალობის ამ განსაკუთრებული მეთოდის იდეა?

რენამა ლოთერ ოფირი:

- მეც მსახიობი ვარ. ოღონდ იმ თეატრში არ ვმუშაობ, სადაც ნოამი. მეტიც, ჩვენ სხვადასხვა საავადმყოფოში ვმუშაობთ, მაგრამ ერთი საქმე გვაერთიანებს - სიცილი და გართობა, ეს ის აუცილებელი რამ არის, რაც ადამიანებს ასე აკლიათ და სჭირდებათ. ორგანიზაციას, რომელიც ადამიანებს ამ ყველაფერს აძლევს, "ოცნების ექიმები" ჰქვია და იქ ბევრი მკურნალი კლოუნი მუშაობს. რაც შეეხება მის დაარსებას, ეს საკმაოდ ძველი პროფესიაა. პირველად საფრანგეთში დაახლოებით XIX საუკუნეში შეიქმნა და მას შემდეგ დანარჩენ მსოფლიოში, მათ შორის, ამერიკასა და ევროპაში გავრცელდა.

- რით განსხვავდება ისრაელისა და ამერიკის პროექტები ერთმანეთისგან?

- ამ ორი ქვეყნის სამედიცინო კლოუნებს განსხვავებული სამუშაო გამოცდილება აქვთ. ჩვენ შემთხვევაში, ეს არის სამკუთხედი - კლოუნი, ექიმი და პაციენტი ერთმანეთთან შეკრული არიან და ისინი თავიანთ განწყობას ტალღისებურად გადასცემენ ერთმანეთს. ეს არ არის მხოლოდ გართობისთვის შექმნილი შოუ, სამკურნალო პროცესია, რომელიც კომპლექსურად ხორციელდება.

- იმ ადამიანების ასაკი, რომელთაც თქვენ ეხმარებით, შეზღუდულია?

ნოამ ინბარი:

- არა, ჩვენ ყველას ვეხმარებით, მაგრამ უმეტესად მაინც ბავშვებს... ტელ-ავივის ერთ-ერთი საბავშვო თეატრის მსახიობი ვარ და სპექტაკლებშიც ვმონაწილეობ. რაც შეეხება საავადმყოფოში მუშაობას, იქ ასაკობრივი ზღვარი ჩვილი ბავშვებიდან იწყება და 18 წლამდეა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უფროსებთან არ ვმუშაობთ. როგორც შეგვიძლია, ყველას ვეხმარებით, რადგან ამ სამყაროში დახმარება და ცოტა სიხარულის გაზიარება ყველას სჭირდება. ის ადამიანები, რომელთაც პრობლემები აქვთ, პატარა ბავშვებივით არიან და განსაკუთრებით სჭირდებათ ყურადღება, მხიარული განწყობა და რაც მთავარია, სიცილი... უკვე ათი წელია ამ პროფესიას ვემსახურები და როგორც კი ადამიანს თვალს მოვკრავ, მაშინვე ვხვდები, როგორ უნდა მივუდგე, საიდან დავიწყო, როგორ ვაგრძნობინო, რომ მისი გახალისება შემიძლია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია