ილია მეორე - საქართველო აუცილებლად გავა სამშვიდობო გზაზე

ილია მეორე - საქართველო აუცილებლად გავა სამშვიდობო გზაზე

საქართველო აუცილებლად გავა სამშვიდობო გზაზე და იქნება ბედნიერი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

უწმინესმა მრევლს დღევანდელი დღე, ყოველთა წმინდათა ხსენების დღე მიულოცა, შემდეგ კი სამღვდელოება დააჯილდოვა. "ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ყოველთა წმინდათა ხსენების დღეს. დღეს არის ყოველი ჩვენგანის ანგელოზის დღე. ჩვენი მფარველი წმინდანები შეგვეწიოს. ღმერთის წყალობით საქართველო აუცილებლად გავა სამშვიდობო გზაზე და იქნება ბედნიერი", - აღნიშნა ილია მეორემ.

დღესვე პატრიარქმა დეკანოზი გაბრიელი და დეკანოზი ნოე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. გარდა ამისა, დალოცა ცხრა გვარი და საქართველოს 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების წევრები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია