"კეთილისმსურველები მეუბნებოდნენ, რატომ აკლავ თავს, ამაში ხომ არ მონაწილეობდი, განზე გადექიო"

"კეთილისმსურველები მეუბნებოდნენ, რატომ აკლავ თავს, ამაში ხომ არ მონაწილეობდი, განზე გადექიო"

"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის პირველ ტურში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად "ნაციონალური მოძრაობიდან" პრაიმერში 4 კანდიდატი მონაწილეობდა: უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე, დეპუტატები ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია. ბევრისთვის პრაიმერის ჩაუტარებლადაც ნათელია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება, რომელმაც თავის გადაწყვეტილებას, საპრეზიდენტო არჩევნებში (უფრო სწორად, საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენ პრაიმერში) მიეღო მონაწილეობა, მძიმე ჯვარი და მძიმე გადაწყვეტილება უწოდა:

- ეს გადაწყვეტილება ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიღე. ჩემი მძიმე ემოციური ფონი უკავშირდება ბევრ მოვლენას, რომელიც ბოლო პერიოდში იხილა საზოგადოებამ. დღეს მთავარი თემა არის ის, რამდენად შესაძლებელია ჩვენი წარსულის ობიექტურად შეფასება, რამდენად შესაძლებელია, დავაფასოთ კარგი, შევაფასოთ ცუდი და პასუხი აგოს ყველამ, ვინც ეს ცუდი ჩაიდინა. ის ბრალდებები და ფირები, რაც ბოლო პერიოდში გავრცელდა, შოკის მომგვრელი და მიუღებელია. მთავარი კითხვა, რასაც ჩემს თავს ვუსვამდი ამ ბოლო პერიოდში, არის ის, რა მეთქვა ხალხისთვის? საკმარისია თუ არა იმის თქმა, რომ ეს არ ვიცოდი. საკმარისია თუ არა იმის თქმა, რომ ამას ვემიჯნები? მე ჩავთვალე, რომ ამ შემთხვევაში არცოდნა და ასეთი დანაშაულისგან გამიჯვნა საკმარისი არ იყო, რადგან მიმაჩნია, რომ მაქვს მორალური ვალდებულება, რომ წინა წლებში ვიყავი ამ გუნდის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე. მე მაქვს მორალური ვალდებულება, დავრჩე იქ, სადაც ვიყავი და ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ შეფასდეს წარსული, დაისაჯოს ყველა დამნაშავე, აღდგეს ყველა იმ ადამიანის უფლება, რომელიც დაირღვა და მეორე მხრივ, ვიმუშაოთ იმაზე, რომ ქვეყანა დამშვიდდეს და წინ წავიდეს. დღეს ჩვენ შოკიდან შოკამდე, სტრესიდან სტრესამდე ვცხოვრობთ და ამის გაგრძელება აღარ შეიძლება.

- პრაიმერში კიდევ სამი პირი მონაწილეობს, რომლებიც, ბევრის აზრით, თქვენი ფორმალური კონკურენტები არიან.

- ამ შეფასებას არ ვეთანხმები. ყველა კანდიდატს აქვს თავისი ღირსება და განსხვავებული ხაზი. საბოლოოდ პარტია და მისი მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი. პრაიმერი ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აღარ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელშიც ყველაფერს წყვეტს 1 ან 5 კაცი.

- IRI-ს კვლევების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს 11%-იანი მხარდაჭერა აქვს. ასეთ ვითარებაში რისი იმედი გაქვთ?

- კარგად უნდა გავიაზროთ, რა მიზანს ემსახურება არჩევნები. ეს არ არის ის არჩევნები, რომლითაც ხელისუფლება შეიცვლება. როგორც უნდა დასრულდეს არჩევნები, პრემიერ-მინისტრი კვლავ იქნება ბიძინა ივანიშვილი, იგივე იქნება მთავრობაც და საპარლამენტო უმრავლესობაც. ამ არჩევნების ამოცანაა განისაზღვროს, იქნება თუ არა ყველა თანამდებობა ერთი პოლიტიკური ძალის ხელში, იარსებებს თუ არა ოპოზიცია. წინა წლებში დავინახეთ, რომ როდესაც ყველა პოლიტიკური თანამდებობა ერთი პოლიტიკური ძალის ხელშია, ეს ქვეყანაში პრობლემებს ქმნის. ჩემი ხედვით, პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს ორი ძირითადი ფუნქცია უნდა ჰქონდეს: მან უნდა ითანამშრომლოს მთავრობასთან და დაეხმაროს მას, სადაც აუცილებელია და მეორე მხრივ, პრეზიდენტი კრიტიკული უნდა იყოს მთავრობის მიმართ, რომ მან არ დაივიწყოს დაპირებები, რაც ხალხს მისცა.

- უცნაურია, რომ თქვენ მზაობას გამოხატავთ ხელისუფლებასთან დიალოგზე, მაშინ როდესაც საპარლამენტო უმცირესობამ ბოიკოტი გამოაცხადა.

- ბოიკოტი ოპოზიციის ტაქტიკური ნაბიჯია, ხოლო დიალოგის შეთავაზება სტრატეგიული ნაბიჯი. ბოიკოტი გამოიწვია 23 კაცის კანონისა და საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით დაკავებამ და ეს არ ნიშნავს მთელი საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტს. როდესაც პოლიტიკოსები საუბარს წყვეტენ, ქვეყანა გახლეჩისკენ მიდის. პოლიტიკოსების ვალია, ერთმანეთს ელაპარაკონ, რათა საზოგადოება მშვიდად იყოს. მზად ვარ, შევხვდე ნებისმიერ პირს და ვესაუბრო ნებისმიერ თემაზე. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერის სურვილი გადმომცა, რომ კონსულტაციებში მიმეღო მონაწილეობა, უყოყმანოდ დავთანხმდი. ჩხუბსა და დაპირისპირებას ქვეყანა აგრესიისა და ეკონომიკის ჩამოშლისკენ მიჰყავს. მივესალმები ბატონი ივანიშვილის ამ ინიციატივას და იმედია, ეს შეხვედრა მომავალ კვირას შედგება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა