პაატა ბურჭულაძის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე 9 ივლისის შემდეგ გახდება ცნობილი

პაატა ბურჭულაძის გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე 9 ივლისის შემდეგ გახდება ცნობილი

პაატა ბურჭულაძის საბოლოო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე 9 ივლისის შემდეგ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე ინფორამციით, 9 ივლისს თბილისში მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტი იმართება, რის შემდეგაც მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი, იქნება თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე პაატა ბურჭულაძე.

"მე ოპტიმისტურად ვარ ამ გადაწყვეტილების მიმართ განწყობილი. თუ პაატა ბურჭულაძე მიიღებს გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გახდება კიდეც მაღალი ალბათობით საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს ისტორიაში ქართველ ხალხს პირველად ეყოლება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც არ იქნება გარედან შემოთავაზებული და დანიშნული, არამედ იქნება ხალხის წიაღიდან არჩეული და ხალხთან ანგარიშვალდებული", - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა