ვერა ქობალია - ჩვენი ხელისუფლების დროს მძიმე შეცდომებიც იყო დაშვებული

ვერა ქობალია - ჩვენი ხელისუფლების დროს მძიმე შეცდომებიც იყო დაშვებული

ჩვენი ხელისუფლების დროს მძიმე შეცდომებიც იყო დაშვებული, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ვერა ქობალიამ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში, სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავების თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

"როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების დროს მძიმე შეცდომებიც იყო დაშვებული. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მხოლოდ ბრალდებების დონეზე არ დარჩება. ბოლომდე გამოვიძიებთ, რა ხდებოდა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარ განმეორდეს. ამისთვის მნიშვნელოვანია მენტალური ცვლილება და განათლება. არ მესმის, ადამიანს როგორ უნდა მოუვიდეს აზრად, ასეთი დავალება მისცეს ხელქვეითს, არც იმის მესმის, ვინც ამ დავალებას ასრულებს, ეს ყველაფერი მოდის ოჯახიდან და განათლებიდან," - განაცხადა ვერა ქობალიამ.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მის დროს ბიზნესი კომფორტში იყო.

"ჩემ დროს ბიზნესი კომფორტში იყო. შეცდომა იყო, შემოწმებები დიდხანს რომ გრძელდებოდა. ბიზნესმენებმა არ იცოდნენ, რა შედეგს დადებდა საგადასახადო და ასე გროვდებოდა უარყოფითი ინფორმაცია", - აღნიშნა ვერა ქობალიამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა