"სხვა რომ ჩემს მსგავ­სად და­ნიშ­ნუ­ლი­ყო მი­ნის­ტრად, ამას თა­ვა­დაც გა­ვაკ­რი­ტი­კებ­დი"

"სხვა რომ ჩემს მსგავ­სად და­ნიშ­ნუ­ლი­ყო მი­ნის­ტრად, ამას თა­ვა­დაც გა­ვაკ­რი­ტი­კებ­დი"

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვე­რა ქო­ბა­ლია 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­მუ­შა­ოდ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­და­ვი­და - ის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლი­ა. ამ ეტაპ­ზე ვე­რა ქო­ბა­ლია აქ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი­ა, რად­გან ორი თვის წინ დე­და გახ­და - ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა. ასე რომ, ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში და მი­სი გუნ­დის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს მხო­ლოდ ტე­ლე­ეკ­რა­ნის მეშ­ვე­ო­ბით ადევ­ნებს თვალს.

- არას­დროს მე­გო­ნა, ასე­თი გრძნო­ბა თუ მექ­ნე­ბო­და ადა­მი­ა­ნის მი­მართ. რო­ცა ბავ­შვი ჩნდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე პლან­ზე გა­და­დის. იმ წუ­თი­დან­ვე გინ­და რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ბავ­შვის გა­ჩე­ნა, ეს სა­სი­ა­მოვ­ნო დღე­ე­ბი რომ გაგ­რძელ­დეს. ანას­ტა­სია სა­კე­ის­რო კვე­თით გა­ვა­ჩი­ნე, მინ­დო­და ბუ­ნებ­რი­ვად მემ­შო­ბი­ა­რა, მაგ­რამ არ მო­ხერ­ხდა. ანას­ტა­სია ძა­ლი­ან წყნა­რი ბავ­შვი­ა, ღა­მით კარ­გად სძი­ნავს, მხო­ლოდ მა­შინ ჭირ­ვე­უ­ლობს, რო­ცა ში­ა. ბავ­შვი ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე მყავს. ამი­ტომ ყველ­გან თან დამ­ყავს, თქვენ­თა­ნაც იმი­ტომ და­ვაგ­ვი­ა­ნე ინ­ტერ­ვი­უ­ზე, რომ მას ვაჭ­მევ­დი. 500 გრა­მით მე­ტია თა­ვი­სი ასა­კის ბავ­შვებ­თან შე­და­რე­ბით. ჯერ­ჯე­რო­ბით ორი­ვეს გვგავს - მეც და და­თო­საც, მაგ­რამ მინ­და მე და­მემ­სგავ­სოს. სა­ნამ ბავ­შვი და­ი­ბა­დე­ბო­და, სა­ხე­ლის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტე­ბი გვქონ­და, მოგ­ვწონ­და სა­ლო­მე, ანას­ტა­სი­ა, მაგ­რამ არ ვი­ცო­დით, რას და­ვარ­ქმევ­დით. ადა­მი­ან­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნ­და ატა­როს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი, ამი­ტომ სა­ნამ და­ი­ბა­დე­ბა, მანამდე უნ­და შე­ურ­ჩიო სა­ხე­ლი. ბო­ლოს ექი­მი შე­მო­ვი­და და გვითხ­რა, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში თუ არ მო­ი­ფიქ­რებთ ბავ­შვის სა­ხელს, სა­ბუ­თებს ვერ მო­ვამ­ზა­დებ­თო. და­ვუ­რე­კე და­თოს და შევ­თან­ხმდით, ჩვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის ანას­ტა­სია დაგ­ვერ­ქმი­ა.

- სხვა­თა შო­რის, "ნაციონალური მოძ­რა­ო­ბის" ოპო­ნენ­ტე­ბის­გან გა­მი­გი­ა, რომ ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტი თქვე­ნი მე­უღ­ლის ­(ვე­რა ქო­ბა­ლი­ას მე­უღ­ლე და­ვით კურ­ცხა­ლი­ა­ა) კომ­პა­ნი­ამ აა­შე­ნა...

- და­თო სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს. "მა­გი სტილ­ში" სამ­შე­ნებ­ლო მხა­რეს მი­სი ძმა კუ­რი­რებს, პარ­ლა­მენ­ტიც მან აა­შე­ნა, არა­და, ბევრს პარ­ლა­მენ­ტი და­თოს აშე­ნე­ბუ­ლი ჰგო­ნი­ა, ამა­ზე ჩემს მე­უღ­ლეს ყო­ველ­თვის ეცი­ნე­ბა. სა­ნამ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბო­და, ერ­თ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა მითხ­რა, გა­ვი­გე, რუს ოლი­გარქს გაჰ­ყე­ვით ცო­ლა­დო და და­თოს ვე­უბ­ნე­ბო­დი, ხე­დავ, რუ­სი ოლი­გარ­ქიც გახ­დი-­მეთ­ქი.

- მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ხში­რად იყა­ვით კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი. არ შე­მიძ­ლია არ გა­ვიხ­სე­ნო, რომ თქვე­ნი მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნი­დან ცო­ტა ხან­ში ის ცნო­ბი­ლი ფო­ტო გავ­რცელ­და, ერ­თ-ერთ ბარ­ში დას­თან ერ­თად რომ გაქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი.

- თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და ამ ყვე­ლა­ფერ­თან შე­გუ­ე­ბა, მე­რე მი­ვეჩ­ვი­ე. მივ­ხვდი, რომ მეც ისე­თი­ვე ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­გო­რიც სხვე­ბი, მეც ვჭო­რა­ობ ჩემს მე­გობ­რებ­თან. მეს­მის იმ კრი­ტი­კის, რო­მე­ლიც მოჰ­ყვა ჩემს მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნას. სხვა რომ ჩემს მსგავ­სად და­ნიშ­ნუ­ლი­ყო მი­ნის­ტრად, ამას თა­ვა­დაც გა­ვაკ­რი­ტი­კებ­დი. ვცდი­ლობ­დი საქ­მით მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი და არა სიტყ­ვით. რო­დე­საც ხში­რად ჩან­ხარ ტე­ლე­ვი­ზი­ით, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ყვე­ლა შენ­ზე ლა­პა­რა­კობს. ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბას, ოჯახს რო­ცა შე­ეხ­ნენ, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დეთ მეც და ჩემ­მა მშობ­ლებ­მაც. ბევ­რჯერ მინ­დო­და იმ ჭო­რებ­ზე პა­სუ­ხი გა­მე­ცა, მაგ­რამ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ჩემ­გან ამის გა­კე­თე­ბა არას­წო­რი იქ­ნე­ბო­და.

- ყვე­ლა­ზე მეტად რო­მე­ლი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა გაგიჭირდათ?

- რო­გორც იცით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უცხ­ო­ეთ­ში ვცხოვ­რობ­დი, ამი­ტომ გამიჭირდა ამ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა. ხში­რად ვერ გა­მოვ­ხა­ტავ­დი იმას, რი­სი თქმაც მინ­დო­და. მე ხომ აფ­ხა­ზეთ­ში გა­ვი­ზარ­დე, სა­დაც პირ­ველ ად­გილ­ზე მა­ინც რუ­სუ­ლი ენა იყო.

- ახალი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და არა­ერ­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ფაქ­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მოხ­და. რად ღირს თუნ­დაც სა­მეგ­რე­ლოს სა­მა­ლა­ვებ­ში იმ სა­ზა­რე­ლი კად­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა. ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი აცხ­ა­დე­ბენ - არა­ფე­რი ვი­ცო­დი­თო.

- ძნე­ლია იმის გა­გე­ბა, რაც ამ ბო­ლო დროს გვეს­მის. მარ­თა­ლია სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ­დი და ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან შე­ხე­ბა არ მქო­ნი­ა, მაგ­რამ მე ამ გუნ­დის ნა­წი­ლი ვარ და ეს ჩემ­თვის რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი­ა, ამი­ტომ ყვე­ლა ერ­თად უნ­და ვე­ცა­დოთ, რომ ასე­თი რამ არა­სო­დეს გან­მე­ორ­დეს. მე ყო­ველ­თვის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კურ­სის მხარ­დამ­ჭე­რი ვი­ყა­ვი და დღემ­დე ასე ვარ. მჯე­რა ამ გუნ­დის და მათ­თან გა­ტა­რე­ბულ არც ერთ დღეს არ ვნა­ნობ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რი სწო­რი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. რო­გორც ჩანს, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს მძი­მე შეც­დო­მე­ბიც იყო დაშ­ვე­ბუ­ლი, იმე­დი მაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ბრალ­დე­ბე­ბის დო­ნე­ზე არ დარ­ჩე­ბა. ბო­ლომ­დე გა­მო­ვი­ძი­ებთ, რა ხდე­ბო­და და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ეს აღარ გან­მე­ორ­დეს. ამის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მენ­ტა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა. არ მეს­მის, ადა­მი­ანს რო­გორ უნ­და მო­უ­ვი­დეს აზ­რად ასე­თი და­ვა­ლე­ბა მის­ცეს ხელ­ქვე­ითს, არც იმის მეს­მის, ვინც ამ და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებს - ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­დის ოჯა­ხი­დან და გა­ნათ­ლე­ბი­დან.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბი ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეკო­ნო­მი­კა აღარ ვი­თარ­დე­ბა ისე, რო­გორც მა­თი მმარ­თვე­ლო­ბის დროს, პა­რა­ლე­ლუ­რად, ძა­ლი­ან ბევ­რი ბიზ­ნეს­მე­ნი ჩი­ვის, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბი­სას უკა­ნო­ნოდ წა­არ­თვეს ბიზ­ნე­სი.

- მე მი­ვი­ღე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­რჩე საცხ­ოვ­რებ­ლად, აქ გაჩ­ნდა ანას­ტა­სი­აც. ჩემ­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, მა­ის­ში ნუ­ლო­ვა­ნი ზრდა გვქონ­და, მა­ნამ­დე 2 პრო­ცენ­ტი, ეს აი­სა­ხე­ბა ყვე­ლა სექ­ტორ­ზე. ერ­თი მხა­რე ამას მთავ­რო­ბა­ში მომ­ხდარ ცვლი­ლე­ბებს აბ­რა­ლებს, მე­ო­რე მხა­რის აზ­რით კი საკ­მა­რის­ზე დი­დი დრო გა­ვი­და იმის­თვის, რომ და­ვი­ნა­ხოთ ბიზ­ნე­სის აქ­ტი­უ­რო­ბა. იმე­დი მაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა. მთა­ვა­რია საქ­მე გა­ვა­კე­თოთ და არა ვი­კა­მა­თოთ. დღემ­დე ვამ­ბობ, რომ ჩა­ი­დოს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი და უცხ­ო­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც ფრთხი­ლო­ბენ, რად­გან ვერ ხე­და­ვენ ვერც პო­ლი­ტი­კურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას და ვერც გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მოკ­ლე ვა­და­ში უნ­და მი­ი­ღო და გა­ა­გე­ბი­ნო ყვე­ლას, რომ და­ლა­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის. ავი­ღოთ თუნ­დაც ფონ­დე­ბი. ლა­პა­რა­კი იყო სხვა­დას­ხვა სა­პარ­ტნი­ო­რო ფონ­დებ­ზე, რო­მე­ლიც ნი­კა გი­ლა­უ­რის დროს შე­იქ­მნა. ახ­ლა იმ­დე­ნად გა­უ­გებ­რო­ბაა ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში, რა ტი­პის ფონ­დე­ბი იქ­მნე­ბა, რო­მე­ლი დარ­ჩე­ბა, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა, არა­ვინ იცის. ბიზ­ნეს­მე­ნიც ფიქ­რობს, მირ­ჩევ­ნია და­ვე­ლო­დო, თუ სა­ხელ­მწი­ფოს შე­უძ­ლია დახ­მა­რე­ბა, მე ფუ­ლი რა­ტომ უნ­და ჩავ­დო­ო? არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა ფონ­დე­ბის მხრივ არ ხდე­ბა, გამ­ყინ­ვა­რე­ბის და დუ­მი­ლის პე­რი­ო­დი გრძელ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ბიზ­ნეს­მე­ნი მყარ ეკო­ნო­მი­კურ გა­რე­მოს ირ­ჩევს, თუნ­დაც მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში. რის­კი, პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­დო მი­ლი­არ­დი, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი­ა, ამი­ტომ რო­მე­ლი­მე ფონ­დმა რომ გა­უ­წი­ოს დახ­მა­რე­ბა, გარ­კვე­უ­ლი თან­ხა ჩა­დოს ამ ბიზ­ნეს­ში და მე­რე გა­ვი­დეს პარ­ტნი­ო­რო­ბი­დან, ეს ნდო­ბას უზ­რდის კომ­პა­ნი­ას, რომ მის გვერ­დით დგას ქვე­ყა­ნა. მაგ­რამ ჯერ არა­ვინ აბან­დებს ფულს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

- თქვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბი­სას რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ბიზ­ნე­სი? არა­ერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნი და­ზა­რალ­და იმ პე­რი­ოდ­ში...

- ჩემს დროს ბიზ­ნე­სი კომ­ფორ­ტში იყო. რო­ცა მე და და­თო შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, და­თოს კუთ­ვნილ სარე­კლა­მო კომ­პა­ნი­ა­ში შე­ვი­და სა­გა­და­სა­ხა­დო, რამ­დე­ნი­მე თვე სწავ­ლობ­დნენ სა­ბუ­თებს და დარ­ღვე­ვე­ბის გა­მო ჯა­რი­მა გა­და­ახ­დე­ვი­ნეს. რო­გორც ყვე­ლა, და­თოც უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო, მაგ­რამ ბოლოს გა­და­ი­ხა­და. არც ერ­თი ბიზ­ნეს­მე­ნი არ არის კმა­ყო­ფი­ლი იმ უწყ­ე­ბე­ბით, რო­მე­ლიც შე­მოწ­მე­ბებს ატა­რებს და აჯარი­მებს. ეს პრო­ცე­სე­ბი სწო­რად უნ­და წა­რი­მარ­თოს. შეც­დო­მა იყო, შე­მოწ­მე­ბე­ბი დიდ­ხანს რომ გრძელ­დე­ბო­და. ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა არ იცოდ­ნენ, რა შე­დეგს და­დებ­და სა­გა­და­სა­ხა­დო და ასე გროვ­დე­ბო­და უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ა. ბიზ­ნე­სის მხრი­და­ნაც იყო ბევ­რი რამ არას­წო­რად ასა­ხუ­ლი. მე კა­ნა­და­ში ვი­ყა­ვი კერ­ძო ბიზ­ნეს­ში, სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად შე­მო­დი­ო­და სა­გა­და­სა­ხა­დო და ისეთ დე­ტა­ლებს ამოწ­მებ­და, ვბრაზ­დე­ბო­დი, ვამ­ბობ­დი, კონ­კუ­რენ­ტმა ხომ არ მის­ცათ და­ვა­ლე­ბა-­მეთ­ქი, მაგ­რამ მე­რე მივ­ხვდი, რომ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რი­ა. ამ გა­და­სა­ხა­დებს იმი­ტომ ვიხ­დით, რომ და­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი იყოს ქუ­ჩე­ბი, ნორ­მა­ლუ­რად მოგ­ვე­წო­დე­ბო­დეს ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ა. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო 90-ი­ა­ნი წლე­ბის წე­სე­ბი­დან ახალ პე­რი­ოდ­ზე გა­დას­ვლა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცია ბიზ­ნეს­სა და მთავ­რო­ბას შო­რის. ჩემ­თვის სულ ერ­თი­ა, რო­მე­ლი მთავ­რო­ბა იქ­ნე­ბა სა­თა­ვე­ში. მთა­ვა­რია ქვე­ყა­ნა ვი­თარ­დე­ბო­დეს. სა­ქარ­თვე­ლომ უნ­და და­ამ­ტკი­ცოს, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა­ა. არ ვიტყ­ო­დი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კურ­სის მხარ­დამ­ჭე­რი ვარ­-მეთ­ქი, მი­შა პუ­ტი­ნის მსგავს თა­მაშს რომ თა­მა­შობ­დეს. პრე­ზი­დენ­ტმა აღი­ა­რა, რომ ჩვენ წა­ვა­გეთ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც მოხ­და, ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი იყო. სწო­რედ ეს არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თი. იმე­დი მაქვს, სწო­რად გან­ვი­თარ­დე­ბა ქვე­ყა­ნა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა