მანანა ნაჭყებია - "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკიდან უნდა წავიდეს

მანანა ნაჭყებია - "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკიდან უნდა წავიდეს

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ქვეყანაში მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს გარდაუვალს უწოდებს, ამბობს, რომ პარტიის აქტიურ პოლიტიკაში დასაბრუნებლად მზად არის.

- რაც უნდა ამტკიცონ ნაციონალებმა, რომ ეს ამაზრზენი ფაქტები შევარდნაძის ხელისუფლების დროიდან გადმოპარული ერთი-ორი კადრის ავტორობით ხდებოდა, ეს არის ზღაპარი და თავიანთ მხარდამჭერებს მოუყვნენ, თუ ვინმე შემორჩათ. ეს იყო სისტემური დანაშაული. "ნაციონალური მოძრაობა" ძალაუფლების გამტკიცებასა და მტკივნეული რეფორმების გატარებას ძალადობრივად, ადამიანების წამებითა და დაშინების გზით ცდილობდა. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგრამ როგორც გაირკვა, ჩვენ სხვებზე კარგად გვცოდნია "ნაციონალების" ანატომია, ამიტომაც მუდმივად ოპოზიციაში ვედექით და პრაქტიკულად, ერთადერთი ძალა ვიყავით, რომელსაც ამ რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლისთვის მხარი არ დაგვიჭერია. ეს მაშინ ძალიან არაპოპულარულ ნაბიჯად მიიჩნეოდა... მათი მოსვლის შემდეგ მალევე გვქონდა ინფორმაცია, როგორ ექცეოდნენ ციხეში მყოფ ადამიანებს, ე.წ. კანონიერ ქურდებს და ზოგადად, იმ ადამიანებს, რომელთაც მათი საწინააღმდეგო აზრი ჰქონდათ. სანდრო გირგვლიანის მსგავსი ტრაგედიის შესახებ არაერთხელ გვსმენია...

- მაშინ რატომ არ ლაპარაკობდით ამაზე?

- ძალიან ხშირად ვსაუბრობდით და კონკრეტული მაგალითებიც მოგვყავდა, როგორც ჩვენი გუნდის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის, ისე სხვების შესახებ. ყოველთვის კარგად ვხედავდით, როგორ ექცეოდნენ თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს. მაშინ ამის გაკეთება ადვილი არ იყო, რადგან შსს ქვეყნის ხერხემლად იყო აღიარებული.

- პატიმრობაში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა ბოდიში მოიხადა...

- კი ბატონო, ბოდიშის მოხდის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ ამ დღეებში ძალიან ბევრი ბოდიში მოვისმინეთ, ბოდიშებს იხდიან მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და გიგა ბოკერიაც... მაგრამ, აბა, გამოვიდნენ ქუჩაში და გამვლელ-გამომვლელებს მოუხადონ ბოდიში. იმის თქმა არ მინდა, რომ ყველა ადამიანი, ვინც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ასეთ საზიზღრობას აკეთებდა, მაგრამ ცხადია, რომ ხელისუფლებას შემუშავებული სტრატეგია და ტაქტიკა ჰქონდა, რათა საზოგადოებაზე განეხორციელებინა ზეწოლა და ამისთვის ჰყავდა სპეციალურად შექმნილი ჯგუფი, რომელიც ამ საზიზღრობას სჩადიოდა. ამაზე ყველა პოლიციელი პასუხს ვერ აგებს და არც უნდა აგებინო, თუმცა ვანო მერაბიშვილის, მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და სხვა ლიდერების ბოდიში საქმეს ვეღარ გამოასწორებს, რადგან ქართველი ერის წინაშე უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი. "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც მსგავსი ქმედებები დანერგა, პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, ან ამ პარტიის რიგებში უნდა დარჩნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც კი არ დაიცავენ, არამედ გაემიჯნებიან ამ ყველაფერს, ან სულ სხვა პოლიტიკური ძალა უნდა შექმნან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა