ვინ მო­უწყო ივა­ნიშ­ვილს სა­ბო­ტა­ჟი

ვინ მო­უწყო ივა­ნიშ­ვილს სა­ბო­ტა­ჟი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სტუმ­რო­ბი­სას, თბი­ლი­სის მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს 23 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მე­ტად უც­ნა­უ­რი ფორ­მით და­კითხ­ვა­ზე მი­იყ­ვა­ნეს. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ნცხ­ა­დე­ბით, ისი­ნი ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი ფორ­მით ძი­რი­თა­დად ქუ­ჩებ­ში და­ა­კა­ვეს და რიგ შემ­თხვე­ვა­ში ხელ­ბორ­კი­ლიც კი და­ა­დეს, თუმ­ცა მა­ლე­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. იმა­ვე სა­ღა­მოს მე­რი­ის ოთხი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი - მე­რის მო­ად­გი­ლე და­ვით ალა­ვი­ძე, თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ავა­ლი­ა­ნი, შეს­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ალექ­სი თა­ბუ­აშ­ვი­ლი და მთაწ­მინ­და-­კრწა­ნი­სის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე დი­მიტ­რი ჩხე­ი­ძე ისევ და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს 50 მლნ ლა­რამ­დე სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხის გაფ­ლან­გვა-­მით­ვი­სე­ბას ედა­ვე­ბი­ან. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ საქ­მე­ში შე­საძ­ლოა ქა­ლა­ქის მერ გი­გი უგუ­ლა­ვას ბრა­ლე­უ­ლო­ბაც გა­მო­იკ­ვე­თოს. საქ­მე მარ­თლაც მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი­ა, და­კა­ვე­ბუ­ლებს, შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის პი­რო­ბებ­ში, გვა­რი­ა­ნი სას­ჯე­ლი ელით, თუმ­ცა ეს და­ნა­შა­უ­ლი ლა­მის ყვე­ლას და­ა­ვიწყ­და, იმ დროს და ისე­თი ფორ­მით მოხ­და მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა და­კა­ვე­ბა, რა­საც ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი მო­ქა­ლა­ქე­თა და­კითხ­ვა­ზე და­ბა­რე­ბას უწო­დებს. მომ­ხდარს უკ­ვე მოჰ­ყვა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის პრო­ტეს­ტი, რო­მელ­მაც სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბას ბო­ი­კო­ტი გა­მო­უცხ­ა­და.

სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ციის სა­კითხ­ებ­ში, ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა უშუ­ა­ლოდ ნა­ტოს დე­ლე­გა­ცი­ის წი­ნა­შე გა­ნაცხ­ა­და, რომ რაც მოხ­და, იყო სა­ბო­ტა­ჟი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბო­და გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. ხელი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ნა­წი­ლი აცხ­ა­დებს, რომ პეტ­რი­აშ­ვილ­მა იჩ­ქა­რა, ამ­გვა­რი შე­ფა­სე­ბა არ უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ნა­წი­ლი კი ხმა­მაღ­ლა არ ამ­ბობს, მაგ­რამ გარ­კვე­ულ­წი­ლად პეტ­რი­აშ­ვი­ლის ეჭვს იზი­ა­რებს. საქ­მე ის არის, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც იმ დღეს და­გეგ­მილ­მა და თა­ნაც აშ­კა­რად პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვით ჩა­ტა­რე­ბულ­მა ოპე­რა­ცი­ამ, ისევ ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წის­ქვილ­ზე და­ას­ხა წყა­ლი. ჯერ ერ­თი, რომ გა­და­ი­ფა­რა საქ­მის არ­სე­ბი­თი მხა­რე, ანუ ის და­ნა­შა­უ­ლი, რის გა­მოც და­ი­გეგ­მა ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მომ­ხდარ და­ნა­შა­ულ­ზე მე­ტად პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რადღ­ე­ბას. მე­ო­რე - "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" და­სავ­ლელ პარ­ტნი­ო­რებს კი­დევ ერ­თხელ აჩ­ვე­ნა, რო­გორ "დევ­ნი­ან" და რა­ო­დენ და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფ­რო ბუნ­დო­ვა­ნი გახ­და თვი­თონ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ. მა­გა­ლი­თად, ერ­თ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე მა­მუ­კა ვა­სა­ძე ამ­ბობ­და: ჩვენ ეს ხალ­ხი და­კითხ­ვა­ზე და­ვი­ბა­რეთ და ვინ რა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ვი­დო­და, მა­თი საქ­მე იყო­ო..­. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე მა­მუ­კა ახ­ვლე­დი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში მან­ქა­ნით ატა­რეს, შე­ნო­ბა­ში არ­სად შე­უყ­ვა­ნი­ათ და არც და­უ­კითხ­ავთ. სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს ირაკ­ლი შო­თა­ძის თქმით კი, 27 ივ­ნისს მა­მუ­კა ახ­ვლე­დი­ა­ნი სა­ერ­თოდ არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ და არც და­კითხ­ვა­ზე წა­უყ­ვა­ნი­ათ. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" მა­მუ­კა ახ­ვლე­დი­ანს და­უ­კავ­შირ­და:

- თა­ვის გა­სა­მარ­თლებ­ლად ტყუ­ი­ლებს რომ იგო­ნე­ბენ, ვურ­ჩევ, ცო­ტა უფ­რო ჭკვი­ა­ნუ­რი რამ მო­ი­ფიქ­რონ. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, მოწ­მე­ებს რას უშ­ვრე­ბი­ან, ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რებს, რომ­ლე­ბიც მახ­ლდნენ და მე­ზობ­ლებს, რომ­ლებ­მაც კარ­გად და­ი­ნა­ხეს, რო­გორ ჩა­მომ­სვეს მან­ქა­ნი­დან და სხვა მან­ქა­ნით წა­მიყ­ვა­ნეს. რა გა­მო­დის, მე თვი­თონ და­ვუხ­ვდი ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნას, ძა­ლით ჩა­ვუხ­ტი და ვა­ი­ძუ­ლე ვე­ტა­რე­ბი­ნე ქა­ლაქ­ში მთე­ლი სა­ა­თი?! წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, ვის დო­ნე­ზე გა­დაწყ­და ეს ამ­ბა­ვი. პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი ივა­ნიშ­ვი­ლი და რი­გი მი­ნის­ტრე­ბიც გა­ი­ძა­ხოდ­ნენ, ჩვენ არ ვე­რე­ვით ამ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ში­ო, ნა­წი­ლი ამ­ბობ­და სა­ბო­ტა­ჟი­ა­ო, თუ ასე­ა, გა­მო­იკ­ვლი­ონ ვინ მო­აწყო ეს სა­ბო­ტა­ჟი, არ აინ­ტე­რე­სებთ? ოპე­რა­ცი­ის დამ­გეგ­მა­ვებ­მა უნ­და გას­ცენ ამ კითხ­ვებს პა­სუ­ხი. ჩვენ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შე­ვი­ტა­ნეთ გან­ცხა­დე­ბა მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და მო­ვითხ­ოვთ მომ­ხდა­რის გა­მო­ძი­ე­ბას, ასე­ვე მივ­მარ­თეთ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­სა და სა­ხალ­ხო დამ­ცველს. მე მა­ინც მგო­ნი­ა, რომ ოპე­რა­ცია და­ბალ დო­ნე­ზე და­ი­გეგ­მა. რო­გორც კი მიხ­ვდნენ, რომ სი­სუ­ლე­ლე ჩა­ი­დი­ნეს, მა­შინ­ვე გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლეს, მაგ­რამ ნა­ტოს დე­ლე­გა­ცია გაფ­რინ­და თუ არა, უკ­ვე ოთხი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

სარ­წმუ­ნო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა ამ და­კა­ვე­ბე­ბის შე­სა­ხებ პოს­ტფაქ­ტუმ, ოღონდ მა­ლე­ვე გა­ი­გო, გვა­რი­ა­ნად შეშ­ფოთ­და და და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი რომ მოკ­ლე ხან­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, სწო­რედ მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შემ­დგომ ის პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრთან ლა­მის ერთ ხმა­ში ამ­ტკი­ცებ­და, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებ­ში არ ერე­ვა.

ვინ და­გეგ­მა 27 ივ­ნი­სის დი­ლა და ვინ მი­ი­ღო მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს წარ­მო­მა­დგე­ნელ­თა და­კითხ­ვა­ზე ამ ფორ­მით წაყ­ვა­ნის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა? - ამ კითხ­ვით მივ­მარ­თეთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ ნა­თია სუ­ხი­აშ­ვილს:

- ასე ერ­თპი­როვ­ნუ­ლად არ ხდე­ბა ამ­გვა­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. ამის თა­ო­ბა­ზე ჩვენ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ეკა ბე­რი­ძის გა­და­ცე­მა­ში ილა­პა­რა­კა და შე­გიძ­ლი­ათ იქ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბით ისარ­გებ­ლოთ.

- ვნა­ხე ეს გა­და­ცე­მა, თუმ­ცა კითხ­ვე­ბი მა­ინც მრა­ვა­ლად რჩე­ბა, იქ­ნებ და­მა­ლა­პა­რა­კოთ კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რი.

- იმ გა­და­ცე­მა­ში ირაკ­ლი შო­თა­ძემ ამომ­წუ­რა­ვად უპა­სუ­ხა ყვე­ლა კითხ­ვას.

- ალ­ბათ გა­ე­ცა­ნით სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 27 ივ­ნისს პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვით ჩა­ტარ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მი­ერ და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცი­ა, ამ სა­კითხ­ზე ხომ არ დაწყ­ე­ბუ­ლა ში­და­უწყ­ებ­რი­ვი მოკ­ვლე­ვა?

- არ ვიც­ნობ სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, ვალ­დე­ბუ­ლიც არ ვარ, ვიც­ნობ­დე. ში­და­უწყ­ებ­რი­ვი მოკ­ვლე­ვის თა­ო­ბა­ზეც არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ...

23 ადა­მი­ა­ნის და­კითხ­ავ­ზე ერ­თდრო­უ­ლად მიყ­ვა­ნა ირაკ­ლი შო­თა­ძემ გა­მო­ძი­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ახ­სნა. მი­სი თქმით, მე­რი­ი­სა და საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ერ­თდრო­უ­ლად რომ არ და­კითხ­უ­ლიყ­ვნენ, შე­საძ­ლოა ერ­თმა­ნე­თის ჩვე­ნე­ბებ­ზე გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნათ. თუმ­ცა მე­რი­ის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, რომ იმ სა­კითხ­ზე, რა­ზეც და­ი­ბა­რეს, ად­რეც ჰქონ­და ჩვე­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი, თა­ნაც, იმ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, რაც მათ 27 ივ­ნისს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყ­ე­ბა­ში გა­ა­ტა­რეს, სრულ­ყო­ფი­ლი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა. ყო­ვე­ლი­ვე ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა ეჭ­ვი - ხომ არ იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი იმის­თვის, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მი­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი­დევ ერ­თხელ აღ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და­სავ­ლელ პარ­ტნი­ო­რებ­თან. ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ვა­რა­უ­დი­ა, რო­მელ­საც ამ­ძაფ­რებს ისიც, რომ ამ უწყ­ე­ბა­ში დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბას ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­ერ­თი კად­რი. მათ შო­რის არის საგამოძიებო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეც, რო­მელ­მაც ამ სფე­რო­ში კა­რი­ე­რა სწო­რედ წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გა­ი­კე­თა. ის 2012 წელს იკა­ვებ­და ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის ში­და ქარ­თლის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში კი მან ჯერ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა, ორი თვის წინ კი უკ­ვე უფ­რო­სად და­ა­წი­ნა­უ­რეს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა, ძველ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ამ ეტაპ­ზეც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი 23 ადა­მი­ა­ნის ამ­გვა­რი ფორ­მით სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყ­ე­ბა­ში მიყ­ვა­ნა ფარ­ცხა­ლა­ძის ინ­ფორ­მი­რე­ბის გა­რე­შე მომ­ხდა­რი­ყო. სა­კითხ­ა­ვი­ა, რა­ტომ არ გა­და­ი­დო ეს ოპე­რა­ცია თუნ­დაც ერ­თი დღით? "გა­უ­გე­ბა­რი­ა, რა­ტომ და­ემ­თხვა ეს და­კა­ვე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც რას­მუ­სე­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზიტს. მე­ო­რე ან მე­სა­მე დღეს ვინ­მე გაგ­ვექ­ცე­ო­და?" - ეს კითხ­ვა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ჯერ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით დას­ვა, შემ­დგომ კი ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და: "მერ­წმუ­ნეთ, მა­ლე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გზას და­ვად­გე­ბით, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ი­სა­ჯოს ის, ვინც ეს გა­ა­კე­თა. 9 წე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ფილ­მე­ბის ყუ­რე­ბას მი­მაჩ­ვი­ა, ამი­ტომ არ მინ­და, მმარ­თველ­მა გუნ­დმა კრი­მი­ნა­ლუ­რი სე­რი­ა­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა გა­აგ­რძე­ლოს".

ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვი­თონ უნ­და იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი გა­არ­კვი­ოს, რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და. "ჩვენ არა­ვის და­ვა­ფა­რებთ ხელს, თუ ვინ­მეს ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, ის აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბა, ამის გა­მო­ძი­ე­ბას პი­რა­დად მო­ვითხ­ოვ კბი­ლაშ­ვი­ლი­სა და ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­გან" - გვითხ­რა პარ­ლა­მენ­ტის ვი­ცე-­სპი­კერ­მა მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძემ. შე­საძ­ლო­ა, მომ­ხდარს მარ­თლაც შე­ე­წი­რონ რი­გი­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ემუქ­რე­ბა თუ არა რა­მე სა­გა­მო­ძი­ე­ბოს უფ­როსს ან თვი­თონ მი­ნისტრს, ამას ალ­ბათ უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბი გვაჩ­ვე­ნებს.

ანა გი­ორ­გა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა