"ყვე­ლამ და­ვაგ­ვი­ა­ნეთ" - "დე­და ემუ­და­რე­ბო­და მირ­ზას - ოთხი დღე მა­ინც მო­გეთ­მი­ნა­ო"

"ყვე­ლამ და­ვაგ­ვი­ა­ნეთ" - "დე­და ემუ­და­რე­ბო­და მირ­ზას - ოთხი დღე მა­ინც მო­გეთ­მი­ნა­ო"

რამ­დე­ნი­მე დღე­ა, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მწო­ლი­ა­რე 12 წლის ბა­თუ­მე­ლი მირ­ზა ცეცხ­ლა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და. არა­და, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დი­დი ძა­ლის­ხმე­ვით და მათ პრო­ტეს­ტზე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­ა­გი­რე­ბის შემ­დეგ მირ­ზას უცხ­ო­ეთ­ში სამ­კურ­ნა­ლო თან­ხა შე­უგ­როვ­და და ამ დღე­ებ­ში იტა­ლი­ა­ში უნ­და გამ­გზავ­რე­ბუ­ლი­ყო. პა­ტა­რა ბი­ჭი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სი­ცოცხ­ლის­თვის იბ­რძვის, მი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი კი სას­წა­უ­ლის მო­ლო­დინ­ში ვართ - მირ­ზა ახ­ლა­ხან მო­ი­ნათ­ლა, გი­ორ­გი ეწო­და და თუ­კი მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მის­თვის ილო­ცებს, ეგებ უფალ­მა გვა­ჩუ­ქოს მირ­ზას სი­ცოცხ­ლე.

ნა­ტო თო­თი­ბა­ძე, კომ­პო­ზი­ტო­რი: - მირ­ზას მდგო­მა­რე­ო­ბა რომ დამ­ძიმ­და, მივ­ხვდი, ვე­რა­ფერს გა­ვუ­კე­თებ­დი, გარ­და ლოც­ვი­სა და ვი­ფიქ­რე, ბავშვს მსწრაფ­ლშემ­სმე­ნელ ხატს მი­ვუ­ტან­-მეთ­ქი. ჯან­მრთე­ლო­ბის პა­რაკ­ლი­სის გა­და­სახ­დე­ლად მღვდელ­მა მირ­ზას ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლი მკითხ­ა, მა­შინ გა­ვარ­კვი­ე, მირ­ზა მო­უ­ნათ­ლა­ვი რომ იყო.

კა­ხა ჯა­ნაშ­ვი­ლი, ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რი, დი­ტო ცინ­ცა­ძის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი: - ნათ­ლო­ბა­ზე რომ გა­უ­გი­ა, მირ­ზას დე­დის­თვის უთ­ქვამს, წი­ნა­აღ­მდე­გი თუ არ იქ­ნე­ბი, მო­ვი­ნათ­ლე­ბი და თუ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი - გვგუ­ლის­ხმობ­და დი­ტო ცინ­ცა­ძეს, თამ­თა დე­მუ­რიშ­ვილს, ნა­ტო თო­თი­ბა­ძეს, რუ­სუ­დან ცხო­მე­ლი­ძეს და მე - ჩე­მი ნათ­ლი­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი კა­ცი არ იქ­ნე­ბა­ო. 29 ივ­ნისს დი­ლი­დან მი­ვე­დით კლი­ნი­კა­ში, სა­ღა­მოს­კენ მოძღ­ვა­რიც მო­ვი­და და უკ­ვე პა­ლა­ტა­ში უნ­და შევ­სუ­ლი­ყა­ვით, კი­ვი­ლი რომ ატყ­და - მირ­ზას გა­ფან­ტუ­ლი გა­ჟონ­ვა და­ე­მარ­თა და გო­ნე­ბა და­კარ­გა. პა­ლა­ტა­ში იმ­წამს შე­ვი­და მღვდე­ლი და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­საქ­რის­ტი­ა­ნებ­ლად სწრა­ფი მო­ნათ­ვლის წე­სის მი­ხედ­ვით, ლოც­ვი­თა და წყლით მო­ნათ­ლა მირ­ზა, ნათ­ლო­ბის სა­ხე­ლად კი გი­ორ­გი უწო­და.

ნა­ტო თო­თი­ბა­ძე: - დე­და­მი­სის ტი­რი­ლი რომ მო­გეს­მი­ნათ, გუ­ლი გა­გის­კდე­ბო­დათ: რო­გორ ემუ­და­რე­ბო­და მირ­ზას, ოთხი დღე მა­ინც მო­გეთ­მი­ნა, მე მა­ჩუ­ქე ეგ ოთხი დღე, სამ­კურ­ნა­ლოდ რომ წა­გიყ­ვა­ნო­ო. შემ­ზა­რა იქ­ვე მყო­ფი ბავ­შვე­ბის თვა­ლებ­მა: ალ­ბათ თი­თო­ე­უ­ლი ფიქ­რობ­და, ხვალ ჩვენც ეს მოგ­ვე­ლი­სო. გან­სა­კუთ­რე­ბით 13 წლის გი­ორ­გი გა­ბე­და­ვას მზე­რა ჩამ­რჩა - მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბაც უმ­ძი­მე­სი­ა, თუმ­ცა თუ სწრა­ფად გა­ვამ­გზავ­რებთ იტა­ლი­ა­ში სამ­კურ­ნა­ლოდ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­დარ­ჩე­ბა. ვი­ცი, მირ­ზას­თვის გან­კუთ­ვნილ თან­ხას გი­ორ­გის მკურ­ნა­ლო­ბას მო­ახ­მა­რენ.

კა­ხა ჯა­ნაშ­ვი­ლი: - ამ სა­ში­ნე­ლე­ბა­ში სა­კუ­თარ თავ­საც ვა­და­ნა­შა­უ­ლებ და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც, ბიზ­ნეს­მე­ნებს, პო­ლი­ტი­კო­სებს, ბა­თუმ­ელებს, ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს - ყვე­ლას. ჩვე­ნი გულ­გრი­ლო­ბით მი­ვიყ­ვა­ნეთ მირ­ზა აქამ­დე. ეს იმის ბრა­ლი­ა, რომ სხვის გა­სა­ჭირს აღარ ვის­მენთ და მართლაც "ღო­ბის ჩხი­რად" მიგ­ვაჩ­ნი­ა. ქარ­თვე­ლე­ბი გა­ჭირ­ვე­ბი­სას თა­ნად­გო­მით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დით და ახ­ლა რა დაგ­ვე­მარ­თა, ასე რა­ტომ შე­ვიც­ვა­ლეთ? რა­ტომ არ გა­ვი­გო­ნეთ ქალ­ბა­ტო­ნი იამ­ზეს - მირ­ზას დე­დის შე­ძა­ხი­ლი, შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნას რომ თხოვ­და ყვე­ლას - ჯერ ბა­თუმ­ში, მე­რე აქ? ჩვე­ნამ­დე რომ მო­აღ­წია და აგ­ვახ­მა­უ­რა, ხომ ხე­დავთ, უკ­ვე რა გვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა?! ახ­ლა კი დაგ­ვპირ­და ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გი­ენ­კო, დღე­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში უსახ­სრო­ბის გა­მო ონ­კო­ჰე­მა­ტო­ლო­გი­ა­ში ბავ­შვე­ბი აღარ და­ი­ღუ­პე­ბი­ა­ნო. ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მაც დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ 2014 წლის ბი­უ­ჯეტ­ში გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო თან­ხას და სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მუ­რად მი­უდ­გე­ბა ამ პრობ­ლე­მას - ვფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს ეს სის­ტე­მუ­რო­ბა. მჯე­რა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ და­ნა­პი­რებს შე­ას­რუ­ლებს. მხო­ლოდ გულ­და­საწყ­ვე­ტი­ა, რომ ასე­თი ცენ­ტრის შექ­მნა­ზე აქამ­დე არა­ვინ იფიქ­რა. ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ცენ­ტრი რომ გვქო­ნო­და, არც ანა დაგ­ვე­ღუ­პე­ბო­და, არც მირ­ზა იქ­ნე­ბო­და ამ გან­საც­დელ­ში, არც სხვა ბავ­შვე­ბი. ვფიქ­რობ, ყვე­ლამ და­ვაგ­ვი­ა­ნეთ. თუნ­დაც ერ­თი თვით ად­რე რომ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პრო­ტეს­ტის ამ ფორ­მით, ეგებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მა­შინ მი­ე­ღო ზო­მე­ბი და მირ­ზა გა­დაგ­ვერ­ჩი­ნა. მა­ინც უფ­ლის სას­წა­უ­ლის იმე­დად ვართ და ყვე­ლა­ნი ვლო­ცუ­ლობთ, მირ­ზა ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს.

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია