მიხეილ სააკაშვილი - "წინა არჩევნები ჩატარდა სამუშაო დღეს და პირველ ადგილზე გასულ კოალიციას მაშინ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს"

მიხეილ სააკაშვილი - "წინა არჩევნები ჩატარდა სამუშაო დღეს და პირველ ადგილზე გასულ კოალიციას მაშინ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს"

არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამოავლინა თავისი ჩვეული სრული უცოდინრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მისი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრს კანონების კითხვა ეზარება.

"მან განაცხადა, რომ მე არჩევნების თარიღს როცა ვარჩევდი 27-სა და 31-ს შორის, იმიტომ ამოვარჩიე თურმე 31, რომ 3 დღით გამეხანგრძლივებინა პრეზიდენტობა. რადგან მას კანონების კითხვა ეზარება, მინდა ვუთხრა, რომ კანონში ზუსტად წერია, როდის მთავრდება პრეზიდენტობა და ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციასთან ერთად მთავრდება. ეს თარიღი არის მკაცრად განსაზღვრული და ვერ იქნება ჩემს მიერ შეცვლილი, მიუხედავად იმისა 27-ში დაინიშნება არჩევნები თუ 31-ში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, წინა არჩევნები ჩატარდა სამუშაო დღეს და არჩევნებში გამარჯვებული კოალიციისგან არანაირი პრეტენზია არ ყოფილა. "წინა არჩევნები ჩატარდა ზუსტადაც სამუშაო დღეს და მაშინ ამ არჩევნებში, პირველ ადგილზე გასულ კოალიციას, არანაირი პრეტენზია, რამდენადაც მახსოვს, არ გამოუთქვამს. უფრო მეტსაც ვიტყვი, იმ არჩევნებზე იყო რეკორდული დასწრება, მათ შორის უცხოეთში მყოფი ქართველების საკმაოდ რეკორდული დასწრებაც. მიუხედავად ამისა, მე მოვისმინე არგუმენტები არასამთავრობო ორგანიზაციების, რომ მაინც რაღაც თემები აქვთ, რომელიც უკავშირდება სწორედ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური პრობლემები არ არის, დღეს მე შევხვდი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, დავავალე ადმინისტრაციის უფროსს, რომ კიდევ ერთხელ შეხვდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს და კიდევ ერთხელ ყველა მათი არგუმენტი მოისმინოს. ჩვენ აკვიატებული არც ერთი თარიღი და იდეაფიქსი რომელიმე თარიღზე არ გვაქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა