გლობალური ინოვაციის ინდექსით საქართველო 73-ე ადგილზეა

გლობალური ინოვაციის ინდექსით საქართველო 73-ე ადგილზეა

2013 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსით საქართველომ 73-ე ადგილი დაიკავა და წინა წელთან შედარებით პოზიცია ორი საფეხურით გაიუარესა. მონაცემებით, რომელსაც კორნელის უნივერსიტეტი, ბიზნეს სკოლა INSEAD და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებენ, საქართველო რეგიონში მეორეა, ჩამორჩება სომხეთს, რომელიც 59-ე ადგილზეა, თუმცა უსწრებს 105-ე ადგილზე მყოფ აზერბაიჯანს.

გლობალური ინოვაციის ინდექსი შვიდ კომპონენტს მოიცავს - ინსტიტუციები, ადამიანური კაპიტალი და კვლევები, ინფრასტრუქტურა, ბაზრის განვითარება, ბიზნესის განვითარება, ცოდნა და ტექნოლოგიები, შემოქმედებითი შედეგები.

2013 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსში, წინა წლის მსგავსად, პირველი ადგილი შეინარჩუნა შვეიცარიამ, მეორე ადგილზეა შევედეთი, მესამეზე - დიდი ბრიტანეთი, მეოთხეზე - ნიდერლანდები, მეხუთეზე კი - აშშ.

ინდექსში მსოფლიოს 142 ქვეყანა მოხვდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია