ბაჩო ახალაია - "მოწმეებისთვის ნათქვამი აქვთ, თუ ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდნენ, "ყველაფერი კარგად იქნებოდა"

ბაჩო ახალაია - "მოწმეებისთვის ნათქვამი აქვთ, თუ ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდნენ, "ყველაფერი კარგად იქნებოდა"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მიიჩნევს, რომ როგორც ირაკლი ალასანიამ გიგი კალანდაძეს უთხრა, თუ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, "ყველაფერი კარგად იქნებოდა", ასევე, უთხრეს მის წინააღმდეგ ყველა მოწმეს , - ამის შესახებ, თავდაცვისა და შს ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელ პროცესზე დაკითხვისას განაცხადა.

ბაჩო ახალაია მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა, რომელიც მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება და აერთიანებს სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე ჯარისკაცების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ეპიზოდებს, ასევე, ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპოზოდს.

ბაჩო ახალაია არც ერთ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. როგორც მან აღნიშნა, მისი დაკავება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა უკავშირდება 2012 წლის 6 ნოემბერს, როდესაც იგი საქართველოში დაბრუნდა. ახალაიას განცხადებით, დაბრუნებისთანავე დააკავეს და სწორედ ამის შემდეგ სახელდახელოდ აღიძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.

"სარჩელი ჩემს წინააღმდეგ ხელოვნურად ინსპირირებული იყო. იმ პოლიტიკურ გარემოებაში, როდესაც მე 2012 წლის 6 ნოემბერს დავბრუნდი, ეს იყო სასწრაფოდ მოქექილი, განაწყენებული ხალხი, ვისაც ჩვენება მიაცემინეს ჩემს წინააღმდეგ. ეს ადამიანები თვითინიციატორები არ ყოფილან, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება - თქვეს, ამას დავიჭერთო, ვერავინ გაბედა ეთქვა, რომ ჯერ მოეძებნათ რაიმე ჩემს წინააღმდეგ. სწორედ დაკავების შემდეგ შეიქმნა ის ჩვენებები, რომელიც საქმეში არსებობს. ამ ჩვენებების დიდი ნაწილი ზეწოლით არის მოპოვებული. როგორც თავის დროზე ალასანიამ უთხრა კალანდაძეს, თუ მისცემდა ჩემს წინააღმდეგ ჩვენებას, ყველაფერი კარგად იქნებოდა, ასე აქვთ ნათქვამი, დანარჩენი მოწმეებისთვისაც", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ბაჩო ახალაია ბრალდების სამივე ეპიზოდის ირგვლივ დაიკითხა. ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა დასრულდა. სასამართლო გრძელდება ბრალდებულების დაკითხვის ეტაპით, აღნიშნულ საქმეზე განაჩენი 7 აგვისტომდე უნდა იყოს გამოტანილი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ