შსს-მ საერთაშორისო ნარკოტრაფიკის საქმე გამოავლინა

შსს-მ საერთაშორისო ნარკოტრაფიკის საქმე გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ნარკოტრაფიკის საქმე გამოავლინა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა დღეს საღამოს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას.

გიორგობიანის ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, რომელიც სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ჩატარდა, აღნიშნული ავტომანქანის ძარაზე დამონტაჟებულ სპეციალურ სამალავში აღმოჩენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კერძოდ, 500 გრამიან შეკვრებად დაფასოებული 232 ერთეული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", საერთო წონით 116 კილოგრამი.

შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახალციხის ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთისა და მოლდოვის რესპუბლიკის ორი მოქალაქე. დაკავებისას თურქეთის მოქალაქე "მერსედესის" მარკის სატვირთო ავტომანქანას, მოლდოვის რესპუბლიკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით მართავდა. მას თან ახლდა მოლდოვის მოქალაქე.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა 3 ივლისს გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. თურქეთის მოქალაქემ საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვისათვის უკანონოდ შემოიტანა 116 კგ ჰეროინი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ