"საქართველოს ბანკის" სერვისცენტრზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

"საქართველოს ბანკის" სერვისცენტრზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

თბილისში, დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრს თავს დაესხნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს, თავდასხმა დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა.

"თავდასხმა მოხდა დილით. სერვისცენტრს ერთი ადამიანი დაესხა თავს, რომელსაც სახე ჰქონდა დაფარული და შეიარაღებული იყო. არავინ დაშავებულა. ზარალი მინიმალურია. ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ "საქართველოს ბანკში" მიმდინარეობს უსაფრთხოების უახლესი სისტემის დანერგვა, რაც გამოძიებას დაეხმარება დანაშაულის ცხელ კვალზე გასახსნელად", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ბალავაძემ.

ამ დროისთვის ბანკში პოლიციაა მობილიზებული, ადგილზე კრიმინალისტიკური სამსახური მუშაობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ