ნოვოდვორსკაია - ვანიჩკა მერაბიშვილის ციხეში ჩასმისათვის მწარედ მოგეკითხებათ!

ნოვოდვორსკაია - ვანიჩკა მერაბიშვილის ციხეში ჩასმისათვის მწარედ მოგეკითხებათ!

რუსი ოპოზიციონერი და დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია ქართველი ერის მისამართით მორიგ მიმართვას ავრცელებს:

"თქვენთან ყველაფერში დასავლეთია დამნაშავე: არ გაჭამათ, არ ჩაგაცვათ და დაგახურათ - ასეთი ისტორიული განწყობა გაქვთ. არადა, იმაში, რაც თქვენს ქვეყანას დაემართა, პირველ რიგში, თავად საქართველოა დამნაშავე. რუსეთიც, რა თქმა უნდა, თუმცა რუსეთი ამისთვის პასუხს აგებს და უკვე ზღავს კიდეც, რადგან საცოდავ, დაწყევლილ ქვეყანად გადაიქცა, რომლის მაცხოვრებელთა 80 პროცენტი სხვა ქვეყნების მოსახლეობას შენატრის. აი, თქვენი ქვეყანა კი, როგორც ქალი, ისე უნდა უმკლავდებოდეს მისი ღირსების შებღალვის მოსურნეებს და არ ურიგდებოდეს მოძალადეს, მით უმეტეს, რომ ძალით რუსეთისაკენ არავინ მიგათრევდათ და გექაჩებოდათ. რისი იმედი ჰქონდა ღვთისგან ხსნილ ქართველ ერს? იმისა, რომ შეერთებული შტატები ჩააცმევდა, აჭმევდა, სამუშაოს მიცემდა - ერთი სიტყვით, ასე გეგმავდნენ ჰოლანდიის ან ლუქსემბურგის მსგავსი მდგომარეობის მოპოვებას. არადა, ამისთვის საჭიროა მუშაობა, მუშაობა და მოთმინება, იმიტომ რომ ერთბაშად ეს არ გამოდის. 70 წლიანი უსაქმურობა ერთ დღეში არ იკურნება...

თქვენ აირჩიეთ ივანიშვილი და ეს ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. ამ გამცემლობის, ამ კომპრომისისათვის მწარედ ზღავთ. ზღავთ იმისთვის, რომ მიატოვეთ ისინი, ვისაც თქვენი დახმარება სურდა, იმისთვის, რომ ვანიჩკა მერაბიშვილი ციხეში ჩასვით, იმისთვის, რომ მიაფურთხეთ რეფორმის იდეას.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა