ვინ ზრუნავს პრემიერის მეუღლის ჩაცმულობაზე

ვინ ზრუნავს პრემიერის მეუღლის ჩაცმულობაზე

პოლიტიკოსების ჩაცმულობა, როგორც წესი, მათი ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი ხშირად ჩნდებიან კამერების წინ და შესაბამისად, მათი ჩაცმულობაც საზოგადოების განხილვის საგანი ხდება. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი გამოხმაურება მოჰყვა პრეზიდენტის ჩაცმულობას სხვადასხვა დროს. მწვანე კომბინეზონში გამოწყობილი სააკაშვილი, სპორტულებში, შიშველი ტორსით ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას, ოღონდ ეს უკანასკნელი მაშინ მოხდა, როდესაც ოქტომბერში ბათუმის სანაპიროზე შავ ზღვაში იბანავა, იმის დასამტკიცებლად, რომ აჭარაში საზღვაო სეზონი შემოდგომაზეც გრძელდება.

იუმორის მიზეზი გახდა პეტრე მამრაძეც, როდესაც ერთ-ერთ ჟურნალისტს თეთრ მაისურში გამოწყობილი აძლევდა კომენტარს. ყველა გაახალისა 26 მაისს გუბაზ სანიკიძის ფოტომ, როდესაც დეპუტატი წვიმაში ჯარისკაცებთან ერთად წითელ მაისურში იდგა და ხელში დაკეცილი ქოლგა ეკავა.

ბევრი მსგავსი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ ქართული პოლიტიკიდან, თუმცა ფაქტია, რომ პოლიტიკოსების გარდა ყურადღების ცენტრში მათი მეორე ნახევრების ჩაცმულობაც ექცევა და ხალხი მაშინ უფრო კრიტიკულია, როცა საქმე ქალბატონებს ეხებათ.

პირველი ლედის ჩაცმულობაზე არაერთხელ დაგვიწერია და ფაქტია, რომ სანდრა რულოვსიც ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი.

ამჯერად პრემიერ-მინისტრის მეორე ნახევარზე, ეკატერინე ხვედელიძეზე ვისაუბრებთ. მის შესახებ წლების განმავლობაში არაფერი ვიცოდით. ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან კი მისი ოჯახის მიმართ ყურადღება განსაკუთრებულად გაიზარდა.

ივანიშვილის ოჯახური ფოტოები მუდმივად იწვევდა ინტერესს, რადგან ბერას გარდა, მისი ოჯახის წევრებიდან პრესასთან არც ერთი არ ურთიერთობს. წინასაარჩევნოდ ივანიშვილის მიმართ უარყოფითად განწყობილი ტელევიზიების მხრიდან საკმაოდ მძიმედ მოსასმენი ინფორმაციების ტალღა წამოვიდა. მუდმივად ჩრდილში მყოფი ბიზნესმენის ოჯახური ცხოვრების შესახებ ბევრს ვერაფერს წერდნენ, რადგან არ იცოდნენ, სამაგიეროდ მეუღლის ვარცხნილობა ლამის ტელევიზიების მთავარ თემად იქცა.

ერთ-ერთმა ტელევიზიამ ეკა ხვედელიძის "ჩოლკას" ვრცელი სიუჟეტიც კი მიუძღვნა და ლამის საქართველოს ყველა სტილისტი დარაზმა, რომ რაც შეიძლება ბევრს ეთქვა, როგორი არამოდურია ვარცხნილობის ეს დეტალი, მაშინ, როცა ქართველი ქალების ლამის 80% "ჩოლკას" ატარებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია