ხელოვნებად ქცეული კულინარია და უცნაური შეკვეთები ქართველ კონდიტერს

ხელოვნებად ქცეული კულინარია და უცნაური შეკვეთები ქართველ კონდიტერს

საქართველოში ცხობა რომ ქალის საქმეა, ამაში საზოგადოების დიდი ნაწილი დღემდე ღრმად არის დარწმუნებული. "არგუმენტიც" არსებობს, - "ქალი ვიცი მე კუხნაში", მაგრამ ჩვენი რესპონდენტი უკვე მეხუთე წელია, ამ საქმეს წარმატებით ართმევს თავს. ამაში თავად დარწმუნდებით, თუკი ახალგაზრდა დათო ჭრელაშვილის საკონდიტრო ნაწარმს დააგემოვნებთ... ბიზნესის კეთების აზარტში შესულმა, კულინარია ლამის ხელოვნებამდე აიყვანა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

- თხრობას ცოტა შორიდან დავიწყებ: იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე და ორი წელი შს სამინისტროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში ოპერმუშაკად ვიმუშავე. მერე კი კადრების განკარგულებაში გადაგვიყვანეს, რაც დიდად არ მინანია. ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო...

მაშინ ჩემი ძმის მეგობრებს სადისტრიბუციო კომპანია ჰქონდათ და სამეურნეო სამსახურის უფროსად გამამწესეს. სამი წელი წარმატებით ვიმუშავე, მაგრამ მინდოდა, ჩემი საქმე მქონოდა, რომელსაც პირადად ვუხელმძღვანელებდი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იქ ბოლომდე არ ვიხარჯებოდი. ერთ დღესაც ჩემმა მეგობარმა, რომელიც კომპანიის უფროსი იყო, მითხრა, შენს საქმეს მოჰკიდე ხელი და დარწმუნებული ვარ გამოგივა, აქ ცოდო ხარ, რადგან მეტი შეგიძლია და თუ რამე საქმეს იპოვი, როცა გინდა, მაშინ შეგიძლია წახვიდეო...

- ცოტა უცნაური რჩევაა.

- დიახ, მაშინ მეც ძალიან გავბრაზდი მის სიტყვებზე, ამდენი საქმე გავუკეთე და ეტყობა, ახლა აღარ ვჭირდები და დიპლომატიურად მიშორებს-მეთქი. მაგრამ როდესაც დავფიქრდი, მივხვდი, რომ გაბრაზება კი არა, მისი მადლიერი უნდა ვყოფილიყავი. დამოუკიდებელ საქმეზე მართლაც ვოცნებობდი, მაგრამ რა უნდა გამეკეთებინა და საიდან უნდა დამეწყო, არ ვიცოდი, თავში არაფერი მომდიოდა...

ამ დროს კოლმეურნეობის მოედანზე მაშინ ერთ-ერთმა წარმატებულმა სავაჭრო ქსელმა მაღაზია გახსნა და ვიზუალური მხარისთვის რაღაც ადგილი ოთახის მცენარეებისთვისაც გამოყვეს... 2006 წელი იყო. ყვავილებთან შეხება ადრე არასდროს მქონია. სკოლაშიც არ ვიკლავდი თავს ბიოლოგიის სწავლით და დედაჩემსაც მაინცდამაინც გულზე არ ეხატება ყვავილები, მაგრამ რაღაც ფაქტორები ისე წაეწყო, რომ ვიფიქრე, შეიძლება ამით საქმის გაკეთება-მეთქი... წარმოშობით კახეთიდან ვარ. აქ ვსწავლობდი და ისეთ გაჭირვებაში ვცხოვრობდი, ბინის ქირის ფულიც არ მქონდა. გაჭირვება ბევრ რამეს კარნახობს ადამიანს, მთავარია, ზარმაცი არ იყო. გავიგე, რომ გურჯაანის გზაზე ყვავილებს ყიდდნენ. დილის ხუთ საათზე ავდექი და წავედი. ჩემი ბიძაშვილი გოგოც გავიყოლე, რაღაცებში ხელი შემაშველე და შენც გადაგიხდი-მეთქი. იქიდან ჩამოტანილი ყვავილები ძალიან კარგად გაიყიდა და მერე ისევ ჩამოვიტანეთ, მერე კიდევ და ასე წავიდა საქმე წინ... მერე კონკურენტები შევისწავლე. გავიგე, რომ სამ-ოთხ ადამიანს ჰოლანდიიდან შემოჰქონდა ყვავილები. ეს იდეა ჭკუაში დამიჯდა.

- ბიზნესარეალის გაფართოება გადაწყვიტეთ?

- დიახ, თუმცა ჰოლანდია ძალიან შორეულად და მიუწვდომლად მეჩვენებოდა. იქ გამოყვანილი ჯიშების აქ გამოყვანა კი წარმოუდგენლად მესახებოდა, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა. ამ დროს ქალაქსა და მის შემოგარენში მშენებლობების ბუმი იყო და ჩემი ბიზნესისთვის ძალიან ხელსაყრელი დრო გამოდგა. ყველას უნდოდა, ახალგახსნილი ოფისი დეკორატიული მცენარეებით დაემშვენებინა. ერთ-ორ თვეში ყველაფერში გავერკვიე. თან მეგობარიც მეხმარებოდა, რომელიც ჩემთან ერთად იყო საქმეში. კატალოგები გვქონდა და ამის მიხევდით ვარჩევდით. 1500-ლარიანი და 3-ათასლარიანი დეკორატიული მცენარეებიც კი ჩამომიტანია. იყო როგორც კორპორატიული, ისე პერსონალური შეკვეთები, ადამიანები ერთმანეთს ძალიან ძვირიან დეკორატიულ მცენარეებს ჩუქნიდნენ... ეს მაშინ ძალიან მოდური იყო. უამრავი შეკვეთა იყო "ჯუჯა ხეზე". ამ ყველაფერს დიდი ნერვიულობა ახლდა თან. შემდეგ ბაზარი თანდათან შევისწავლე და თავი დავიმკვიდრე, ოფისების დიდ ნაწილს ქოთნის ყვავილებით ვამარაგებდი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია