ნიკა რურუა - "დღეს უკვე აღარ ვიცი, ვინ არის სტურუა..."

 ნიკა რურუა - "დღეს უკვე აღარ ვიცი, ვინ არის სტურუა..."

ამონარიდი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიური ინტერვიუდან":

ნიკა რურუა:

- თქვენ კულტურის მინისტრი ბრძანდებოდით და თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ამ სამინისტროსთან ბევრი შეკითხვები არსებობდა...

- ხელისუფლების ცვლილება ყველაზე რთულად კულტურის სამინისტროში მოხდა. ყველაზე მეტი სკანდალი, რეალური თუ ნამდვილი - მანდ იყო.

- თქვენ ხართ მინისტრი, რომელმაც თანამდებობიდან გაათავისუფლა მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი - რობერტ სტურუა. არ გაშინებდათ ის სირთულეები, რაც ასეთი დონის რეჟისორის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოჰყვებოდა?

- დღესაც მიმაჩნია, რომ რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს არ იყო არანაირად მისთვის ტკივილის მიყენების მცდელობა. ეს სიგნალი იყო სახელმწიფოს მხრიდან, რომ ქსენოფობია (ამ შემთხვევაში არმენოფობიური განცხადებები, მანამდე იყო რაღაც კიდევ ნათქვამი ზანგებზე, თურქებზე) არ შეიძლებოდა ასეთი ცნობილი ადამიანისგან. არ შეიძლებოდა სახელმწიფოსგან მწვანე შუქი, მით უმეტეს ჩემგან, რადგან პირდაპირ ურთიერთობაში ვიყავი რობიკო სტურუასთან და თვალებს ვერ დავხუჭავდი, ძალიან ცუდი ტონია ადამიანების ეროვნების გამოყენება სალანძღავ, საგინებელ სიტყვად. ბატონმა სტურუამ ეს ძალიან კარგად იცის და დღეს ასეთ ინტერვიუებს აღარ იძლევა. ძალიან საშიშია, ჩვენს ქვეყანაში ასეთმა ცნობილმა სახეებმა ქსენოფობიური გამონათქვამები ნორმალურ მოვლენად აქციონ.

- რობერტ სტურუაზე, როგორც რეჟისორზე რა წარმოდგენის ხართ?

- უდიდესი რეჟისორი იყო და დღეს უკვე აღარ ვიცი, ვინ არის... ბოლო დროს აღარ მინახავს მის მიერ შექმნილი რამე საინტერესო. "ნადირობის სეზონი" არ მომეწონა და ასევე ბოლო სპექტაკლებიც აღარ მომწონს. ძალიან მომწონს "რიჩარდ მესამე" და "კავკასიური ცარცის წრე".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა