სა­კუ­რორ­ტო ფა­სე­ბი ანუ გულს ნუ გა­ი­ტეხთ

სა­კუ­რორ­ტო ფა­სე­ბი ანუ გულს ნუ გა­ი­ტეხთ

ზაფ­ხუ­ლის ცხე­ლი დღე­ე­ბი წი­ნაა და რა თქმა უნ­და, აქ­ტუ­ა­ლუ­რია კითხ­ვა - რა ჯდე­ბა დას­ვე­ნე­ბა ამ სე­ზონ­ზე, სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლე­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ცხა­დი­ა, ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნა­ვე­ბას ვერ შეძ­ლე­ბენ. ქვე­მოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფა­სე­ბის მი­ხედ­ვით, ღა­მის გა­თე­ვა ნორ­მა­ლუ­რ პი­რო­ბებ­ში მო­გი­წევთ, მაგ­რამ თუ აღ­ნიშ­ნულ ფა­სებს თქვე­ნი ჯი­ბე ვერ გას­წვდე­ბა, გულს ნუ გა­ი­ტეხთ, და­სას­ვე­ნებ­ლად წას­ვლა­ზე უარს ნუ იტყ­ვით.

კვა­რი­ა­თი

კვა­რი­ა­თის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ებ­ში ფა­სე­ბი სე­ზო­ნის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა. ივ­ლის­ში სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ში სა­მად­გი­ლი­ან ოთახს, სამ­ჯე­რა­დი კვე­ბით, ღა­მე­ში 250-270 ლა­რად იშო­ვით. შე­და­რე­ბით ია­ფია ოთა­ხე­ბი კერ­ძო სახ­ლებ­ში, სა­დაც ერ­თი ოთა­ხის და­ქი­რა­ვე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბით და სა­ერ­თო სამ­ზა­რე­უ­ლო­თი.

ბა­თუ­მი

ბა­თუმ­ში, ზღვის პირ­ველ ზოლ­ში, ფა­სე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი­ა, ერთ ღა­მე­ში ერთოთა­ხი­ა­ნი ბი­ნის ფა­სი 100 დო­ლა­რი­დან იწყ­ე­ბა. ამას ემა­ტე­ბა კვე­ბაც. "ბა­თუმ­ში ორო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნა და­ვი­ქი­რა­ვე, ოთხი სა­წო­ლი იდ­გა, ღა­მე­ში 300 ლარს ვიხ­დი­დით. სე­ზონ­ზე კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ფა­სე­ბი­ა, ათ­დღი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი, და­ახ­ლო­ე­ბით 3000 ლა­რი და­მიჯ­და", - ამ­ბობს ერ­თ-ერ­თი დამ­სვე­ნე­ბე­ლი.

ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ფა­სე­ბი აგ­ვის­ტო­ში­ა, ამ დროს ბა­თუმ­ში დამ­სვე­ნებ­ლე­ბის ბუ­მი­ა. შე­და­რე­ბით ია­ფად, ივ­ნის­სა და ივ­ლის­ში ერთოთა­ხი­ა­ნის და­ქი­რა­ვე­ბას ღა­მე­ში 60-70 ლა­რად შეძ­ლებთ. აგ­ვის­ტო­ში კი ფა­სე­ბი ორ­მაგ­დე­ბა. თუ გეძ­ვი­რე­ბათ, კერ­ძო ბი­ნებ­ში ე.წ. კო­ი­კე­ბის და­ქი­რა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა 10-12 ლა­რი­დან.

სა­ირ­მე

სა­ირ­მე­შიც ფა­სე­ბი სე­ზო­ნის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა. ივ­ლის­-აგ­ვის­ტო­ში სას­ტუმ­რო­ებ­ში ორად­გი­ლი­ა­ნი ნომ­რის სა­შუ­ა­ლო ფა­სი, კვე­ბით, დღე­ში 110-135 ლა­რი­ა. ზო­გი­ერთ სას­ტუმ­რო­ში ნომ­რე­ბის ფა­სი ხე­დის მი­ხედ­ვი­თაც გან­სხვავ­დე­ბა: მა­გა­ლი­თად, ტყის ხე­დით 134 ლა­რი ღირს, მდი­ნა­რის ხე­დით - 159 ლა­რი.

კი­კე­თი

კი­კეთ­ში ბი­ნე­ბი მთე­ლი სე­ზო­ნით ქი­რავ­დე­ბა. ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კომ­ფორ­ტუ­ლი ბი­ნის ქი­რა­ო­ბას, სა­მი სა­ძი­ნებ­ლით, 1000-1500 დო­ლა­რის ფარ­გლებ­ში შეძ­ლებთ. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ აქ სას­მე­ლი წყა­ლი გრა­ფი­კი­თა­ა.

გო­ნიო

გო­ნი­ო­ში შე­და­რე­ბით სუფ­თა ზღვა­ა. ფა­სე­ბი აქ 10 ლა­რი­დან იწყ­ე­ბა, თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი­ა, რომ ასეთ ფა­სი­ან ბი­ნებს სა­ერ­თო სამ­ზა­რე­უ­ლო და აბა­ზა­ნა აქვს. თუ სა­ერ­თო აბა­ზა­ნა-­ტუ­ა­ლე­ტით სარ­გებ­ლო­ბა დის­კომ­ფორტს არ გიქ­მნით, "კო­ი­კას" ია­ფად იშო­ვით". ორო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნა ევ­რო­რე­მონ­ტით, ზღვის პი­რას, ერ­თჯე­რა­დი კვე­ბით, დღე­ში 150-170 დო­ლა­რი ღირს.

ბა­კუ­რი­ა­ნი

ბა­კუ­რი­ან­ში ზამ­თარ­-ზაფ­ხულ ქი­რავ­დე­ბა ბი­ნე­ბი, ნორ­მა­ლუ­რი ოთა­ხი, სა­მი სა­წო­ლით, ტე­ლე­ვი­ზო­რით და სვე­ლი წერ­ტი­ლით, კვე­ბის გა­რე­შე 40-50 ლა­რი ღირს, თუ გსურთ დი­ა­სახ­ლის­მა მო­გიმ­ზა­დოთ სა­დილ­-ვახ­შა­მი, მა­შინ ფა­სი მა­ტუ­ლობს. კვე­ბით 80 ლა­რი­ა. ბა­კუ­რი­ან­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სას­ტუმ­რო­ა, შე­სა­ბა­მი­სად, ფა­სე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი­ა. სას­ტუმ­რო­ში ორად­გი­ლი­ა­ნი ნომ­რის ფა­სი სამ­ჯე­რა­დი კვე­ბით 160-180 ლა­რი­დან იწყ­ე­ბა.

ბორ­ჯო­მი

ბორ­ჯომ­ში ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა, რო­გორც მთელი სე­ზონი, ისე დღი­უ­რა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა. ბი­ნის ფა­სი დღეში 20-დან 50 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ცხა­დი­ა, ამ თან­ხა­ში კვე­ბა არ შე­დის.

სუ­რა­მი

სუ­რამ­ში ერთ ოთა­ხის ფა­სი, სა­მი სა­წო­ლით კვე­ბის გა­რე­შე 25-30 ლა­რი­ა. თუ დი­ა­სახ­ლი­სო­ბის­გან დას­ვე­ნე­ბა გსურთ, მა­შინ ფა­სი თქვე­ნი მა­დის შე­სა­ბა­მი­სად მო­ი­მა­ტებს. 15-დღი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა 350-400 ლა­რი და­გიჯ­დე­ბათ.

გრი­გო­ლე­თი

სამ­სა­წო­ლი­ან ოთახს ღა­მე­ში 15-20 ლა­რად­ ი­შო­ვით.

აბას­თუ­მა­ნი

აბას­თუ­მან­ში ორო­თა­ხი­ა­ნი, 5-6 სა­წო­ლი­ა­ნი სუფ­თა ბი­ნის ფა­სი ტყეს­თან ახ­ლოს 30 დან 50 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა ამ კუ­რორ­ტზე შე­და­რე­ბით მო­უწყ­ო­ბე­ლი­ა, შე­ა­ბა­მი­სად, ეს ფა­სებ­ზეც აი­სა­ხე­ბა.

მა­რი მგე­ლა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია