"შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ კურ­ტა­ნი­ძეს სეფ­სი­სის ცენ­ტრის ყიდ­ვა და­ა­ვა­ლეს"

"შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ კურ­ტა­ნი­ძეს სეფ­სი­სის ცენ­ტრის ყიდ­ვა და­ა­ვა­ლეს"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის ცენ­ტრი და სეფ­სი­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ცენ­ტრი ერთ მი­სა­მარ­თზე (ყაზ­ბე­გის გამზ. #16) მდე­ბა­რე­ობ­და, ეს უკა­ნას­კნე­ლი იყო და დღემ­დე რჩე­ბა ცალ­კე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლად. თუმ­ცა, რო­დე­საც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბი­უ­ჯე­ტის შევ­სე­ბის მიზ­ნით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნო­ბე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გა­ყიდ­ვა და­იწყ­ო, გა­ი­ყი­და ე.წ. ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რია შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბე­ბით, თა­ნაც მარ­თლაც რომ სიმ­ბო­ლურ ფა­სად. 2009 წლის 25 დე­კემ­ბერს ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს აუქ­ცი­ო­ნის მომ­წყო­ბი კო­მი­სი­ის პი­რო­ბე­ბით გა­მოცხ­ა­დე­ბულ აუქ­ცი­ონ­ში გა­ი­მარ­ჯვა შპს "ა­ვერ­სი-­ფარ­მამ", რო­მელ­მაც ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რის #16-ში მდე­ბა­რე 18 ერ­თე­უ­ლი შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბა და მათ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი 58 175 კვმ მი­წის ნაკ­ვე­თი 12 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენტ ლარ­ში შე­ი­ძი­ნა. სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ გას­ხვი­სე­ბულ ამ ქო­ნე­ბა­ში შე­ვი­და სეფ­სი­სის ცენ­ტრის შე­ნო­ბა და შე­სა­ბა­მი­სი მი­წის ნაკ­ვე­თი. რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­დან ჩანს, სა­ხელ­მწი­ფოს მყიდ­ვე­ლის­თვის ამ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კლი­ნი­კის მშე­ნებ­ლო­ბა არ და­უ­ვა­ლე­ბი­ა, თუმ­ცა მყიდ­ვე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი იყო, საპ­რი­ვა­ტი­ზა­ციო ობი­ექ­ტში გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის პრო­ფი­ლით ფუნ­ქცი­ო­ბის მიზ­ნით, ამა­ვე ობი­ექ­ტით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა ორი წლით უზ­რუნ­ვე­ლე­ყო. ეს ვა­და წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რია გა­ვი­და. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ნო­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­ხელ­მწი­ფომ ივალ­დე­ბუ­ლა, თუმ­ცა ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დღემ­დე არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა. დღეს კი ამ ტე­რი­ტო­რი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მფლო­ბე­ლი "ა­ვერ­სი-­ფარ­მა" სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ითხ­ოვს, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სეფ­სი­სის ცენ­ტრის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ულ­ტი­მა­ტუ­მით, ცენ­ტრის თან­მშრომ­ლებს და­კა­ვე­ბუ­ლი შე­ნო­ბა პირ­ვე­ლი ივ­ლი­სის­თვის უნ­და გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, "ა­ვერ­სი­სა" და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­თან­ხმე­ბით, სეფ­სი­სის ცენ­ტრი ჯერ­ჯე­რო­ბით ძვე­ლე­ბუ­რად გა­აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ბას, ამა­სო­ბა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­ვე სეფ­სი­სის ცენ­ტრის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ღია აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყიდ­ვას გეგ­მავს. ამის თა­ო­ბა­ზე უკ­ვე ესა­უბ­რნენ ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებს, ცენ­ტრის შე­ძე­ნის სა­ვა­რა­უ­დო მსურ­ვე­ლიც ცნო­ბი­ლი­ა. რა­ო­დენ უც­ნა­უ­რიც უნ­და იყოს, ეს ისევ და ისევ "ა­ვერ­სი-­ფარ­მა­ა". ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა კითხ­ვა: რა­ღა მა­ინ­ცდა­მა­ინც ახ­ლა გა­დაწყ­ვი­ტა "ა­ვერ­სმა" ცენ­ტრის ყიდ­ვა?

სუ­ლი­კო კო­სი­აშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სეფ­სი­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ცენ­ტრის ექი­მი:

- ორი ვა­რი­ან­ტი შე­მოგ­ვთვა­ზეს: ან უნ­და და­ვე­ლო­დოთ იმ დროს, რო­დე­საც ონ­კო­ლო­გი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს ან რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს და­იბ­რუ­ნებს სა­ხელ­მწი­ფო, რის შე­მ­დე­გაც რო­მე­ლი­მე შე­ნო­ბა­ში დაგ­ვით­მო­ბენ ფარ­თობს, ანაც "ა­ვერ­სმა" უნ­და შე­ი­ძი­ნოს სეფ­სი­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ცენ­ტრი. პი­რა­დად ჩემ­თვის ეს მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი­ა, თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც უნ­და გა­ყი­დონ, მხო­ლოდ იმ პი­რო­ბით, რომ სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ფი­ლი არ შე­იც­ვლე­ბა. ით­ქვა ისიც, რომ სეფ­სი­სის ცენტრს არ გა­ყი­დი­ან კო­ლექ­ტი­ვის თან­ხმო­ბის გა­რე­შე. ამ შეხ­ვედ­რი­ს შემდეგ "ა­ვერ­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი პა­ა­ტა კურ­ტა­ნი­ძე შეხ­ვდა კო­ლექ­ტივს. რო­გორც ის ამ­ბობს, იც­ნობ­და ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვილს და მი­სი სა­ხე­ლის უკ­ვდავ­სა­ყო­ფად აპი­რებს, სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით იყი­დოს ცენ­ტრი და გა­ნა­ვი­თა­როს. მი­სი ეს სურ­ვი­ლი მარ­თლაც ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი­ა, გა­მო­დის, რომ უკ­ვე წე­ლი­წად­-ნა­ხევა­რ­ზე მე­ტი­ა, "ა­ვერ­სის" კუთ­ვნილ შე­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ვაგ­რძე­ლე­ბთ მუ­შა­ო­ბას, "ა­ვერ­სი" ჩვენ­გან და­ჟი­ნე­ბით ითხ­ოვ­და სა­ი­ჯა­რო გა­და­სახადს ისე, რომ ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლის უკ­ვდავ­ყო­ფა არც გახ­სე­ნე­ბი­ა, გა­უ­გე­ბა­რი­ა, დღეს რა­ში დას­ჭირ­და ამ ახა­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის თავის თავ­ზე აღე­ბა. თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის სა­ხე­ლის უკ­ვდავ­ყო­ფა უნ­და, შე­უძ­ლია დაა­არ­სოს ახა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია სეფ­სი­სის ცენ­ტრის მსგავ­სი სა­ხე­ლი­თა და პრო­ფი­ლით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მას სა­ხელ­მწი­ფოს მი­ერ წა­ყე­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის არც შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევს და და­ნა­ხარ­ჯიც უფ­რო ნაკ­ლე­ბი ექ­ნე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა ეჭ­ვი, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თი სუ­ლი აქვს, ჩვენ წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მო­ი­შო­როს, შე­სა­ბა­მი­სად, რა­ღაც მე­ქა­ნიზ­მე­ბით აი­ძუ­ლე­ბენ "ა­ვერსს", იყი­დოს სეფ­სი­სის ცენ­ტრი. ბა­ტონ­მა პა­ა­ტა კურ­ტა­ნი­ძემ ისე­თი და­პი­რე­ბე­ბი მოგ­ვცა, რომ ესეც მა­ეჭ­ვებს, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბა, რომ მას პირ­და­პირ და­ა­ვა­ლეს, რაც შე­იძ­ლე­ბა მომ­ხიბ­ლა­ვი პი­რო­ბე­ბი შე­მო­ე­თავა­ზე­ბი­ნა, რა­თა კო­ლექ­ტი­ვი და­ე­თან­ხმე­ბი­ნა. ამან იმოქ­მე­და და კო­ლექ­ტი­ვის ნა­წი­ლი გა­ყიდ­ვა­ზე თა­ნახ­მა­ა, მომ­ზად­და შე­სა­ბა­მი­სი წე­რი­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც კო­ლექ­ტი­ვის ნა­წი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ნო­ბის პრო­ფი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას სა­ვა­რა­უ­დო მყიდ­ვე­ლის­გან 7 წლით ითხ­ოვს, რაც ასე­ვე უდი­დე­სი შეც­დო­მა­ა. ეს შვი­დი წე­ლი უცებ გა­ივ­ლის, რა იქ­ნე­ბა მე­რე? გვინ­და ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რო­გორ­მე გა­ი­გოს, რომ ჩვენ ვართ მსხვერ­პლი წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, რო­მელ­მაც სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ გა­ყი­და ჩვე­ნი კუთ­ვნი­ლი შე­ნო­ბა და მი­წის ნაკ­ვე­თი.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა