რის­თვის იჭე­რენ ქარ­თვე­ლებს ევ­რო­პა­ში?

რის­თვის იჭე­რენ ქარ­თვე­ლებს ევ­რო­პა­ში?

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­დან 1,5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია საზღ­ვარ­გა­რეთ გა­სუ­ლი, რო­მელ­თა­გან და­ახ­ლო­ე­ბით 80%-ს არა­ლე­გა­ლის სტა­ტუ­სი აქვს. სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა ისიც, რომ ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ევ­რო­პა­ში ხელ­მრუ­დობს და ბევრ ქა­ლაქ­ში არცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო რე­პუ­ტა­ცია გვაქვს. სტრას­ბურ­გში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტი მა­თე ცი­ხე­საშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა იმ სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც სამ­შობ­ლო­დან უკე­თე­სი მო­მავ­ლის სა­ძი­ებ­ლად გა­დახ­ვე­წი­ლი ქარ­თვე­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა.

- სტრას­ბურ­გში ბევ­რი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს. აქ ჩა­მო­სულ ლტოლ­ვილ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ქუ­ჩა­ში რჩე­ბა - ზო­გი მან­ქა­ნა­ში ათევს ღა­მეს, ზო­გი პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში, ხი­დის ქვეშ. ოჯა­ხით ჩა­მო­სუ­ლებს მე­ტი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვთ, ვი­ნა­ი­დან ქა­ლებ­სა და ბავ­შვებს აძ­ლე­ვენ თავ­შე­სა­ფარს, სას­ტუმ­რო­ში ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ვიდ­რე ათ­წლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას არ მი­ი­ღებ, სამ­სა­ხურს ვერ იშო­ვი და თუ იშო­ვე, ეს არა­ლე­გა­ლუ­რია და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია აჯა­რი­მებს იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ოჯახს თუ ფირ­მას, რო­მელ­შიც არა­ლე­გა­ლი მუ­შა­ობს. ევ­რო­პა­ში უმუ­შევ­რო­ბის პრობ­ლე­მა­ა, ჩა­მომ­სვლელ­თა უმე­ტე­სო­ბა კი დარ­დი­მან­დია და ხე­ტი­ა­ლი უყ­ვარს. ბევ­რი მათ­გა­ნი წა­მალ­ზე ზის. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ისეთ რა­მე­ებს სჩა­დი­ან, ერის ღირ­სე­ბას ლა­ხა­ვენ. ემიგ­რან­ტებს დრო­დად­რო საფ­რან­გე­თის "ცენ­ტრალ­პოლ­ში" (ცენ­ტრა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ა) იბა­რე­ბენ. ერ­თი­-ორ­ჯერ მეც გა­მო­მი­ძა­ხეს, მი­ვე­დი და თა­ნამ­შრო­მელ­მა გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც მო­ნა­ცე­მებს იწერ­და, ჩე­მი ქარ­თუ­ლი გვა­რი რომ ნა­ხა, წა­მო­ი­ძა­ხა, უი, ეს და­ჭე­რი­ლი არ ყო­ფი­ლა­ო?! გავ­გიჟ­დი, რა და­ჭე­რა­ზე ლა­პა­რა­კობ­თ-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა, აქ ვინც კი ქარ­თვე­ლი­ა, თით­ქმის ყვე­ლა და­ჭე­რი­ლი გვყავ­სო.

- რის­თვის იჭე­რენ ქარ­თვე­ლებს?

- სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თვე­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ქურ­დო­ბით ირ­ჩენს თავს, ზო­გი­ერ­თი კი ნარ­კო­მა­ნი­ა. საფ­რან­გეთ­ში ნარ­კო­მა­ნებს ავად­მყო­ფე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ და მათ სპე­ცი­ა­ლურ ტაბ­ლე­ტებს - სუ­ბო­ტექსს აძ­ლე­ვენ, რო­მელ­საც შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­შიც გზავ­ნი­ან. ­უ­მე­ტე­სად იპა­რა­ვენ ვე­ლო­სი­პე­დებს, კომ­პი­უ­ტე­რებს, ტან­საც­მელს, ფეხ­საც­მელს. სტრას­ბურ­გში ხომ ქა­ლი, კა­ცი, დი­დი, პა­ტა­რა, ყვე­ლა ვე­ლო­სი­პე­დით და­დის. მო­პა­რულ ვე­ლო­სი­პედს კი, რო­მე­ლიც მა­ღა­ზი­ა­ში 100, 80 ან 60 ევ­რო ღირს, 30 ან 20 ევ­როდ ყი­დი­ან. მარ­თა­ლი­ა, იცი­ან­, რომ მა­ღა­ზი­ებ­ში ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც იპა­რა­ვენ - ასეთ დროს ზო­გი ნას­ვა­მი­ა, ზო­გი "მო­წე­ულ­ში­ა" და ჰგო­ნი­ათ, გა­უ­ვათ. ნა­დი­რო­ბენ სუ­ნა­მო­ებ­ზე, ოდე­კო­ლო­ნებ­ზე, ბევ­რი აფ­თი­აქ­ში წა­მალ­საც იპა­რავს. ზო­გი­ერ­თი მე­დი­კა­მენ­ტი საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს, იპა­რა­ვენ და ია­ფად ყი­დი­ან, მა­გა­ლი­თად, 50-ევ­რო­ი­ანს 10 ან 5 ევ­როდ. აქ თუ რა­მის შოვ­ნა გინ­და ია­ფად, ქარ­თვე­ლებს უნ­და და­ა­ვა­ლო და გა­უ­ჩი­ნარს გა­გი­ჩე­ნენ. ერ­თი ბი­ჭია ჩა­მო­სუ­ლი, ბა­თუ­მე­ლი, ერ­თხანს სადღ­აც გა­და­ი­კარ­გა, რო­ცა გა­მოჩ­ნდა, მითხ­რა, ფეხ­საც­მე­ლი მო­ვი­პა­რე და 6 თვე ვი­ჯე­ქი ცი­ხე­ში­ო. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ჰგო­ნი­ათ, რომ ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად არი­ან წა­სუ­ლე­ბი და ოჯახს და­ეხ­მა­რე­ბი­ან. სტრას­ბურ­გის ცი­ხე სავ­სეა სომ­ხე­ბით და ქარ­თვე­ლე­ბით, თით­ქმის ყვე­ლა ქურ­დო­ბის­თვის იხ­დის სას­ჯელს.

გა­და­იხ­დი 4 ევ­რო­სა და 60 ცენტს, მოგ­ცე­მენ "ბაჯოს" და ერ­თი თვე გაქვს მგზავ­რო­ბის უფ­ლე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ სწავ­ლო­ბენ, სტი­პენ­დი­ას არ იღე­ბენ, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო არ შე­დის ევ­რო­კავ­შირ­ში. სხვებს 400-420 ევ­რო აქვთ სტი­პენ­დი­ა. თუმ­ცა ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს უფ­ლე­ბა აქვთ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით იმუ­შა­ონ.

ჩე­მი ქარ­თუ­ლი გვა­რი კი მე­ა­მა­ყე­ბა, მაგ­რამ გუ­ლი მწყდე­ბა, აქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს რომ ვერ იტა­ნენ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოჯა­ხის წევ­რე­ბიც კი არ ინ­დო­ბენ ერ­თმა­ნეთს. არ ვი­ცი, აქ მა­ინც რა აქვთ გა­სა­ყო­ფი?! ვფიქ­რობ, ეკო­ნო­მი­კურ­მა სი­დუხ­ჭი­რემ მი­იყ­ვა­ნა ხალ­ხი ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე.

- ამ­ბო­ბენ, ზო­გი­ერ­თი შეგ­ნე­ბუ­ლად სჩა­დის და­ნა­შა­ულს, ევ­რო­პულ ცი­ხე­ში მო­სახ­ვედ­რა­დო...

- სამ­წუ­ხა­როდ, ასეც ხდე­ბა. ერ­თი მე­უბ­ნე­ბა, არ შე­მიძ­ლი­ა, თვე­ში ერ­თხელ მა­ინც არ მოვ­ხვდე ცი­ხე­ში­ო. იქ და­სა­ძი­ნე­ბე­ლიც არის, საჭ­მე­ლიც და სას­მე­ლიც და არ ურ­ჩევ­ნი­ათ გა­რეთ, ქუ­ჩა­ში და ხი­დის ქვეშ წო­ლას, ცი­ხე­ში ყოფ­ნა? თან აქა­ურ ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბი რა­საც მო­ითხ­ო­ვენ, ყა­ვას, ლუდს თუ სხვას, უნ­და მი­არ­თვან. მახ­სოვს, ფი­ნე­თის ცი­ხე­ში ბუნ­ტი ატე­ხეს, სხვა ქვეყ­ნის ცი­ხე­ებ­ში ლუდს აძ­ლე­ვენ და ჩვენც მოგ­ვი­ტა­ნე­თო.

სტრას­ბურ­გში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას პრე­ფექ­ტუ­რა გაძ­ლევს, მა­ნამ­დე კი მთე­ლი რი­გი ინ­სტან­ცი­ე­ბი უნ­და გა­ი­ა­რო. ავად­მყო­ფო­ბას თუ მო­ი­მი­ზე­ზებ, ერ­თწლი­ან ნე­ბარ­თვას გაძ­ლე­ვენ. საფ­რან­გე­თის ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქ­შია მსგავ­სი პრობ­ლე­მა. ჩე­მი აზ­რით, უმ­ჯო­ბე­სი­ა, იქ იცხ­ოვ­რო, სა­დაც და­ი­ბა­დე და გა­ი­ზარ­დე, თუნ­დაც წვა­ლე­ბამ მო­გი­წი­ოს.

ევ­რო­პა­ში თავ­შე­სა­ფარს ად­რე 4 პუნ­ქტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აძ­ლევ­დნენ: პო­ლი­ტი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი და ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი დევ­ნა. შემ­დეგ გა­ამ­კაც­რეს წე­სი, სა­მი პუნ­ქტი ამო­ი­ღეს და და­ტო­ვეს - პო­ლი­ტი­კუ­რი, ვი­ნა­ი­დან ევ­რო­პა გა­ივ­სო ლტოლ­ვი­ლე­ბით. სტრას­ბურ­გი სიტყ­ვა-­სიტყ­ვით ნიშ­ნავს - ქა­ლა­ქი გზა­ზე. ვი­ნა­ი­დან აქ არის ევ­რო­კავ­ში­რი, ევ­რო­სა­სა­მარ­თლო და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი, ის ით­ვლე­ბა ევ­რო­პის დე­და­ქა­ლა­ქად. სტრას­ბურ­გში 2010 წელს ჩა­მო­ვე­დი, რა არ ვი­ღო­ნე, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას ჩემ­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მო­ე­ცა, მაგ­რამ გა­მო­მაგ­დეს და ჩემს ქვე­ყა­ნა­ში არ მიშ­ვე­ბენ...

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ