"ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში უნ­და იჯ­დეს"

"ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში უნ­და იჯ­დეს"

სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ზა­ზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პო­ლი­ცი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და მი­იჩ­ნევს, რომ ქვეყა­ნა­ში შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი­ა. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" ზა­ზა ხა­ტი­აშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო ზა­ზა, თქვენ პირ­ველ­მა და­იწყ­ეთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კა. ღია წე­რი­ლი­თაც მი­მარ­თეთ პრე­მი­ერს. ამის გა­მო ხში­რად გსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, ამ­ბო­ბენ, რომ კრი­ტი­კა ნა­ად­რე­ვი­ა.

- ივა­ნიშ­ვილ­მა და მმარ­თველ­მა კო­ა­ლი­ცი­ამ ად­ვო­კა­ტის უფ­ლე­ბე­ბი დაბ­ლო­კეს და პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში დაგ­ვტო­ვეს. მონ­სტრი პრო­კუ­რა­ტუ­რა უა­რეს მონ­სტრად აქ­ცი­ეს. მათ მე­სა­მე მოს­მე­ნით მი­ი­ღეს ცვლი­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პრო­კუ­რო­რის და­ნა­შა­ულს ისევ პრო­კუ­რა­ტუ­რის ორ­გა­ნო­ე­ბი გა­მო­ი­ძი­ე­ბენ. 30 მა­ისს, პრო­კუ­რა­ტუ­რის დღეს, მე ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლი ვი­დე­ქი აქ­ცი­ა­ზე პარ­ლა­მენ­ტის წინ, პრე­მი­ერ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა კი იმ პრო­კუ­რო­რებს, ვინც უ­და­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს ცილს სწა­მებ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რის დღე მი­უ­ლო­ცა. პრო­კუ­რორ ნა­თია სონ­ღუ­ლაშ­ვილს 30 მა­ისს მად­ლო­ბა გა­მო­უცხ­ა­დეს. ეს ის პრო­კუ­რო­რი­ა, რო­მელ­მაც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ად­ვო­კატ­ ტა­რი­ელ მურ­მა­ნიშ­ვილს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, ისე, რომ და­ნა­შა­უ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არც ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ გა­ა­ჩ­ნდა. ახ­ლა პრო­კუ­რო­რე­ბი ­კვლავ­ სჩა­დი­ან­ და­ნა­შა­ულს, თუმ­ცა ისეთ­ მას­შტა­ბურს არა, რად­გან­ ა­ხა­ლი მო­სუ­ლე­ბი არი­ან. სა­ა­კაშ­ვი­ლი ­რომ მო­ვი­და, პირ­ვე­ლი სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რო­რე­ბი შინ არა­ვის უც­ვივ­დე­ბოდ­ნენ და ქო­ნე­ბას­ არ არ­თმევ­დნენ.

- რა და­ნა­შა­ულ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- სა­ი­ა-­ზე­ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია არ არ­სე­ბობ­ს. რო­დე­საც აჭა­რა­ში ის ცნო­ბი­ლი ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, შს მი­ნის­ტრმა გა­ნაცხ­ა­და,­ სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ვა­ლე­რი თე­ლია პო­ლი­ცი­ე­ლის­ მუნ­დი­რის ღირ­სე­ბას იცავ­და­ო. გი­გი სვა­ნი ­ძლივს გა­და­ურ­ჩა ­სიკ­ვდილ­ს. რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის­ რე­ჟი­მი აკე­თებ­და, იმას­ ა­კე­თებს ღა­რი­ბაშ­ვილ­-ნაც­ვლიშ­ვი­ლის დუ­ე­ტი,­ რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი­ა.­ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი უნ­და იჯ­დეს ცი­ხე­ში.­ ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, ვინ და­ა­შა­ვებს. ამას რომ ვამ­ბობ, მე­უბ­ნე­ბი­ან, ვა­ცა­დოთ, ახა­ლი მო­სუ­ლე­ბი არი­ა­ნო, მაგ­რამ და­ნა­შა­ულს რომ სჩა­დი­ან, არ უნ­და მოვ­თხო­ვოთ კა­ნო­ნის დაც­ვა? თუ მათ ეპა­ტი­ე­ბათ? სა­ა­კაშ­ვილს ვა­ცა­დეთ 9 წე­ლი და ხომ ხე­დავთ, რა ხდე­ბა! 2012 წლის 3 დე­კემ­ბერს პო­ლი­ცი­ამ ძმე­ბი სო­ზი­აშ­ვი­ლე­ბი აწა­მა. ვი­დე­ო­ფი­რი რომ ამო­ი­ღონ, ნა­ხა­ვენ, რო­გორ აწა­მე­ბენ ძმებს სა­მო­ქა­ლა­ქო­ფორ­მი­ა­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. შემ­დეგ კი საქ­მე­ში პო­ლი­ცი­ის და­ხე­უ­ლი ფორ­მა ჩა­დეს. ამ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლიც და პრო­კუ­რო­რიც და­სა­ჭე­რია და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის­თვის. თუ ვა­ნო უნ­და იჯ­დეს ცი­ხე­ში, რო­მელ­მაც და­ფა­რა თა­ვი­სი ცო­ლის და­ნა­შა­უ­ლი, რა­ტომ არ უნ­და აგოს პა­სუ­ხი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა? რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, პა­ტა­რა და­ნა­შულს და­ფა­რავს თუ დიდ­ს?! ამ საქ­მის შე­სა­ხებ პი­რა­დად ვაც­ნო­ბე შს მი­ნისტრს.

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­ უ­ჩა ნა­ნუ­აშ­ვილს გა­და­ვე­ცი ­მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ უჩას არ აინ­ტე­რე­სებს, რა ხდე­ბა. არ მახ­სოვ­ს, გი­ორ­გი ტუ­ღუ­შის­თვის­ მი­მე­მარ­თოს წე­რი­ლო­ბით, მას კი ჯგუ­ფი არ შე­ექ­მნას და პა­სუ­ხი არ ეც­ნო­ბე­ბი­ნოს. ნა­ნუ­აშ­ვილ­ს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლო­ბა მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ით პო­ზი­ო­რო­ბა ჰგო­ნი­ა. სამ­წუ­ხა­როდ, იქ­მნე­ბა პო­ლი­ცი­უ­რი და საპ­რო­კუ­რო­რო სა­ხელ­მწი­ფო, ეს უკ­ვე იგ­რძნო­ბა. ახა­ლი კა­ნო­ნით ად­ვო­კა­ტებს უფ­ლე­ბე­ბი შე­უმ­ცი­რეს. ა­მის შემ­დეგ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჩუ­მად იყო?... ეკა ბე­სე­ლი­ა­სა და გე­დე­ვან ფოფ­ხა­ძის გარ­და, არც ერ­თი ჩე­მი ყო­ფი­ლი კო­ლე­გა არ დად­გა ად­ვო­კატ­თა კორ­პუ­სის გვერ­დით. პი­რი­ქით, პრო­კუ­რო­რე­ბის რან­გში მოგ­ვევ­ლი­ნენ­. ა­მის შემ­დეგ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ჩემ­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და­ნა­მა­ტად გა­და­იქ­ცა.

ლა­მუ­ნა ირე­მაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა