რო­გორ ვერ უნ­და მოგ­ვატყ­უ­ოს ხე­ლო­სან­მა

რო­გორ ვერ უნ­და მოგ­ვატყ­უ­ოს ხე­ლო­სან­მა

რე­მონ­ტის დროს დამ­კვე­თის მოტყ­უ­ე­ბის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან დი­დი­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­თი, ვი­საც იმის სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვს, რომ ხე­ლოს­ნე­ბი აკონ­ტრო­ლოს. ხში­რად, მო­გე­ბის მიზ­ნით, ხა­რის­ხი­ა­ნი მა­სა­ლის მა­გივ­რად უხა­რის­ხოს ყი­დუ­ლო­ბენ, ან ერ­თი დე­ტა­ლის გა­კე­თე­ბას დიდ დროს ან­დო­მე­ბენ... რა არის ამის მი­ზე­ზი და რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ ხე­ლო­სან­მა ჩვე­ნი მოტყ­უ­ე­ბა ვერ შეძ­ლოს? - ამა­ზე შპს "არ­ტექ­სკლუ­ზი­ვის" დი­რექ­ტორ ბო­რის პა­ი­ჭა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

- ურ­თი­ერ­თო­ბა ორ­მხრი­ვი პრობ­ლე­მა­ა. ამის ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ისა­ა, რომ ყვე­ლა­ფე­რი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად კეთ­დე­ბა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ფორ­მდე­ბა, არ იწე­რე­ბა შეს­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი, ვა­დე­ბი, ანაზღ­ა­უ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი თუ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მდე­ბა, მა­შინ ორი­ვე მხრი­დან უფ­რო ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა. პრობ­ლე­მე­ბის გა­მომ­წვევ მე­ო­რე მი­ზე­ზად შე­იძ­ლე­ბა შემ­სრუ­ლებ­ლის არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და­ვა­სა­ხე­ლოთ. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი ჰყავს. არ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი იყოს ელექ­ტრო­ინ­ჟი­ნე­რიც, სან­ტექ­ნი­კო­სიც, მღე­ბა­ვიც და ა.შ. რა­ღაც დო­ნე­ზე ყვე­ლა­ფერს შე­ას­რუ­ლებს, მაგ­რამ მა­ღალ დო­ნე­ზე - ვე­რა­ნა­ი­რად. აგ­რეთ­ვე, დამ­კვე­თი უპი­რა­ტე­სო­ბას ყო­ველ­თვის ფასს ანი­ჭებს. მა­ღა­ლი ფა­სი ყო­ველ­თვის იმის გა­რან­ტი ვერ იქ­ნე­ბა, რომ შეს­რუ­ლე­ბა ან მა­სა­ლის ხა­რის­ხი კარ­გი­ა. ყვე­ლა­ფერს ფა­სი წყვეტს, ამ დროს კი შუ­ა­ლე­დი უნ­და აირ­ჩეს, მა­გა­ლი­თად, და­ბალ­ფა­სი­ან მა­სა­ლებ­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი უნ­და იყოს არ­ჩე­უ­ლი, ან მა­ღალ­ფა­სი­ა­ნებ­ში - ყვე­ლა­ზე უბ­რა­ლო. ეს უნ­და გა­ნი­საზღ­ვროს.

ამას გარ­და, ავ­ტო­რი­ტე­ტი უნ­და ჰქონ­დეს ხე­ლო­სანს ან იმ ფირ­მას, რო­მე­ლიც სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებს. ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე, რა თქმა უნ­და, მთლად მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ხე­ლოს­ნებს ვერ იპო­ვი. ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლი, სო­მე­ხი, რუ­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი საზღ­ვარ­გა­რეთ არის წა­სუ­ლი. ყვე­ლა­ზე კარ­გი ხე­ლოს­ნე­ბი რუ­სე­ბი არი­ან, ქარ­თვე­ლებ­ზეც ამა­ვეს ვიტყ­ვი, მაგ­რამ, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, ყვე­ლა არ იგუ­ლის­ხმე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, სპე­ცი­ა­ლის­ტმა ია­ფი მა­სა­ლა იყი­დოს, მა­გა­ლი­თად, კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის ან წყლის მი­ლე­ბი. შე­ხე­დავ, ლა­მა­ზი­ა, მაგ­რამ უხა­რის­ხო აღ­მოჩ­ნდე­ბა და პრობ­ლე­მებს წარ­მოქ­მნის. ეს ეხე­ბა ელექ­ტრო­ბასაც. შე­იძ­ლე­ბა, სა­დე­ნე­ბი და­ბალ­ფა­სი­ა­ნი იყოს და რე­მონ­ტის შემ­დეგ კი­დევ ბევ­რჯერ მო­უხ­დეს ადა­მი­ანს მა­თი გა­მოც­ვლა.

- თუ ადა­მი­ა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია და სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვს, ხე­ლოს­ნე­ბი აკონ­ტრო­ლოს, რა უნ­და მო­ი­მოქ­მე­დოს, რომ ვერ მო­ატყ­უ­ონ?

- ნე­ბის­მი­ერ პა­ტა­რა საქ­მე­საც კი ორ­გა­ნი­ზე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ხელ­მძღვა­ნე­ლი სჭირ­დე­ბა. თუ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ხე­ლო­სანს ქი­რა­ობს, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო აქვს და სა­რე­მონ­ტო სა­კითხ­ებ­ში კარ­გად ერ­კვე­ვა, მა­შინ მა­სა­ლე­ბი თვი­თონ უნ­და შე­ი­ძი­ნოს, ხე­ლოს­ნებს მო­უ­ტა­ნოს. თუ დრო არ აქვს, ამის გა­კე­თე­ბა ისეთ ადა­მი­ანს უნ­და მი­ან­დოს, ვინც ამ ყვე­ლა­ფერს უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა. ხში­რად ამ­ბო­ბენ: "რა­ტომ უნ­და მივ­ცე ფუ­ლი ვი­ღა­ცას, რა­ში უნ­და გა­და­ვუ­ხა­დო?" მე­რე კი პრობ­ლე­მე­ბი წარ­მო­იშ­ვე­ბა რო­გორც დი­ზა­ი­ნის, ასე­ვე ხა­რის­ხის გა­მო. რო­ცა მრა­ვალ­მხრი­ვი სა­მუ­შა­ო­ა, დამ­კვეთს ყო­ველ­თვის ვურ­ჩევ, ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ნიშ­ნოს და ფუ­ლი მას გა­და­უ­ხა­დოს, რად­გან ეს დროს, ენერ­გი­ა­სა და ნერ­ვებს და­უ­ზო­გავს.

ეკა აბა­ში­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია