რა­ტომ იღე­ბენ ახალ­გო­რე­ლე­ბი ოსურ "პას­პორ­ტებს" ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით

რა­ტომ იღე­ბენ ახალ­გო­რე­ლე­ბი ოსურ "პას­პორ­ტებს" ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით

ახალ­გორ­ში ოსუ­რი პას­პორ­ტე­ბის და­რი­გე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი წლის წინ და­იწყ­ო. ად­გი­ლობ­რი­ვი რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მა­შინ ამ­ბობ­დნენ, რომ არა­ნა­ი­რი ძალ­და­ტა­ნე­ბა ამ ე.წ. პას­პორ­ტე­ბის აღე­ბის გა­მო არ იქ­ნე­ბო­და და მო­სახ­ლე­ო­ბას ფორ­მა 9, ანუ პას­პორ­ტის შემ­ცვლე­ლი დო­კუ­მენ­ტები და­უ­რი­გეს, თუმ­ცა ბევ­რი ახალ­გო­რე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ოსუ­რი "პას­პორ­ტი" აე­ღო: იმათ­თვის, ვინც ცხინ­ვა­ლის ბი­უ­ჯეტ­ზე არ­სე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა-­და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მუ­შა­ობ­და, ოსუ­რი "პას­პორ­ტის" ქო­ნა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და, თუმ­ცა ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ერ­თი ნა­წი­ლი ამ "პას­პორტს" ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თაც იღებს. მე­რი ნ.-ს მე­უღ­ლე ახალ­გო­რე­ლი ჰყავ­და, თუმ­ცა თვი­თონ თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და ახალ­გორ­ში ორ­-სამ თვე­ში ერ­თხელ ახერ­ხებს ჩას­ვლას. "ფორ­მა 9 მაქვს, მაგ­რამ ახალ­გორ­ში ოსუ­რი "პას­პორ­ტი" უფ­რო "ჭრის", იქ მა­მა­პა­პუ­რი სახ­ლი გვაქვს, რო­მე­ლიც ჩე­მი მა­მამ­თი­ლის სა­ხელ­ზე იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. მა­მამ­თილიც და­მე­ღუ­პა და მე­უღ­ლეც, თუ რა­ღაც არ მო­ვა­ხერ­ხე და ჩემს სა­ხელ­ზე არ გად­მო­ვი­ფორ­მე, მე­უღ­ლის სახლს ვკარ­გავ. გუ­ლი მწყდე­ბა, ად­რე მთელ ზაფ­ხულს იქ ვა­ტა­რებ­დით, შვი­ლიშ­ვი­ლებს არც ხი­ლი აკ­ლდათ და არც სუფ­თა ჰა­ე­რი, ახ­ლა კი მხო­ლოდ მე ვა­ხერ­ხებ წას­ვლას. ვი­ცი, რომ ბევ­რი ახალ­გო­რე­ლი იღებს ოსურ პას­პორტს და გა­დავ­წყვი­ტე, მეც ავი­ღო, მით უმე­ტეს, მინ­და სა­ბო­ლო­ოდ იქ ვიცხ­ოვ­რო." ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე "კავ­კა­სი­უ­რი სახ­ლის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ დი­რექ­ტორ გი­ორ­გი კა­ნაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ქარ­თულ­-აფ­ხა­ზურ, ქარ­თულ­-ო­სურ და ქარ­თულ­-რუ­სულ სამ­შვი­დო­ბო დი­ა­ლოგ­ში:

- ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, რა ხდე­ბა, რა­ტომ იღე­ბენ ახალ­გო­რე­ლე­ბი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ოსურ "პას­პორ­ტებს"?

- ახალ­გორ­ში იგი­ვე ხდე­ბა, რაც ბო­ლო წლებ­ში გალ­ში ხდე­ბო­და. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ ამ რა­ი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ ქარ­თულ მო­სახ­ლე­ო­ბას სჭირ­დე­ბა სა­არ­სე­ბო წყა­რო და ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ყო­ფაცხ­ოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბი. ყვე­ლამ იცის, რომ მათ არცთუ ისე იოლ პი­რო­ბებ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა. ეს პრო­ცე­სი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­ღა­ვა­თე­ბის მი­ღე­ბას­თან - ამ მი­ზე­ზით უნ­და აიხ­სნას ქარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ერ აფ­ხა­ზუ­რი პას­პორ­ტე­ბის აღე­ბა გალ­ში, ახ­ლა კი იგი­ვე პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს ახალ­გორ­შიც. ეს ტე­რი­ტო­რია ოკუ­პი­რე­ბუ­ლი­ა, სი­ტუ­ა­ცია იქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ­დე იქა­უ­რე­ბი მი­იყ­ვა­ნა ურ­თუ­ლეს­მა გა­რე­მომ, რო­მელ­შიც მათ უწევთ ცხოვ­რე­ბა. ეს ნამ­დვი­ლად არ არის მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ნა­ბი­ჯი, რად­გან ისი­ნი არც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­სა და ქარ­თულ პას­პორ­ტებ­ზე ამ­ბო­ბენ უარს. ეს არის მცდე­ლო­ბა, ადა­მი­ა­ნუ­რად იცხ­ოვ­რონ იმ რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც დღეს აფ­ხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრე­თი ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე­ა.

- ესე იგი, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, იქ არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას შე­უ­რიგ­დეს?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა. 2008 წლის შემ­დეგ ეს ხალ­ხი აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი დღეს და ხვალ ვერ გა­დაწყ­დე­ბა. მარ­თა­ლი­ა, იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი გად­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და აქ ცხოვ­რობს, მაგ­რამ არის რა­ღაც ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ მა­მა-­პა­პის მი­წა­ზე უნ­და დარ­ჩეს. მარ­თლაც გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სი­ა, რომ ეს ხალ­ხი აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას გალ­სა და ახალ­გორ­ში. ისი­ნი უარს არ ამ­ბო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე, უბ­რა­ლოდ, იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან, იქა­უ­რი პას­პორ­ტიც აი­ღონ. ეს ნიშ­ნავს მა­თი უსაფ­რთხო­ე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის დაც­ვას, ამას­თა­ნა­ვე, მათ გა­და­ად­გი­ლე­ბა­საც უად­ვი­ლებს. საქ­მე ის გახ­ლავთ, რომ აფ­ხა­ზუ­რი და ოსუ­რი პას­პორ­ტი თუ გაქვს, მე­რე უკ­ვე რუ­სუ­ლი პას­პორ­ტის აღე­ბაც ად­ვი­ლი­ა. თუმ­ცა, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა პირ­და­პირ რუ­სუ­ლი პას­პორ­ტის მი­ღე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს. ოსუ­რი და აფ­ხა­ზუ­რი პას­პორ­ტი მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს არა მარ­ტო იმ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე იმოძ­რა­ონ, არა­მედ რუ­სეთ­შიც გა­ვიდ­ნენ. ცნო­ბი­ლი­ა, რომ გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ პას­პორ­ტე­ბით კარ­გა ხა­ნია სარ­გებ­ლობს. სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით საკ­მა­ოდ ბევ­რი სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ლის რა­ი­ონ­ში, სოჭ­ში და ა.შ… სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ გა­ლე­ლე­ბი მი­დი­ან სოჭ­ში და იქ მუ­შა­ო­ბენ, რომ სა­არ­სე­ბო წყა­რო და მცი­რე­ო­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­დეთ. ანუ, ეს პას­პორ­ტე­ბი მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ოჯა­ხი შე­ი­ნა­ხონ და გა­და­ად­გილ­დნენ. მარ­თა­ლი­ა, გა­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით ახალ­გო­რი­დან რუ­სეთ­ში გა­დას­ვლა უფ­რო ძნე­ლი­ა, მაგ­რამ ოსუ­რი პას­პორ­ტი მათ­თვი­საც დი­დი შე­ღა­ვა­თი­ა.

- ცნო­ბი­ლი­ა, რომ ახალ­გორ­ში თით­ქმის ყვე­ლა პენ­სი­ო­ნერს აქვს ოსუ­რი პას­პორ­ტი და იღებს პენ­სი­ას, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 300 ლარს უტოლ­დე­ბა.

- დი­ახ, 300 ლა­რის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტზეა სა­უ­ბა­რი, რაც ბევ­რად მე­ტია ქარ­თულ პენ­სი­ა­ზე. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ რთულ სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებ­ში­ა, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თან­ხა­ა. ამი­ტომ, რო­ცა არის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ოსუ­რი პას­პორ­ტე­ბის წყა­ლო­ბით მი­ი­ღონ ეს პენ­სი­ა, გა­სა­გე­ბი­ა, რომ უარს არ ამ­ბო­ბენ. გალ­შიც და ახალ­გორ­შიც ამ მხრივ ერ­თნა­ი­რი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა: უმე­ტე­სო­ბას აქვს ორი პას­პორ­ტი - ად­გი­ლობ­რი­ვი და ქარ­თუ­ლი, თუმ­ცა ძა­ლი­ან ბევრს აქვს მე­სა­მეც - რუ­სუ­ლი. ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა­ნა­ი­რად უნ­და შე­უწყ­ოს ხე­ლი, რომ ქარ­თვე­ლებ­მა გა­აგ­რძე­ლონ იქ ცხოვ­რე­ბა. ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ქარ­თვე­ლი არის სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტი და იმის გა­მო, რომ ვი­ღა­ცამ რა­ღაც ფა­რა­ტი­ნა ქა­ღალ­დი აი­ღო, არა­ვინ უნ­და გახ­დეს გა­კიცხ­ვის ობი­ექ­ტი, არა­ვინ თქვას, რომ ისი­ნი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი არი­ან! პი­რი­ქით, ვინც ამას იტყ­ვის, არა­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად აზ­როვ­ნებს და ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, თუ რა წნე­ხის ქვეშ ცხოვ­რობს ეს ხალ­ხი.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?