"უ­ზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლის აჩ­რდი­ლი და­დის"

"უ­ზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლის აჩ­რდი­ლი და­დის"

სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს შენობა 1894 წელს პო­ლო­ნე­ლ არ­ქი­ტექ­ტორ ალექ­სან­დრე შიმ­კე­ვი­ჩის პრო­ექ­ტით აიგო. შიმ­კე­ვი­ჩი თბი­ლის­ში სა­მუ­შა­ოდ 1885 წელს ჩა­მო­ვი­და, ის მხო­ლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­ნო­ბებს აპ­რო­ექ­ტებ­და. შე­ნო­ბა თა­ვი­დან­ვე სა­სა­მარ­თლოს­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, ქუ­ჩა­საც ამი­ტომ ეწო­და ტრი­ბუ­ნა­ლის ქუ­ჩა. 1926 წლის შემ­დეგ ტრი­ბუ­ნა­ლის ქუ­ჩას ორ­ჯერ შე­უც­ვა­ლეს სა­ხე­ლი, ჯერ ათარ­ბე­გო­ვის, ახ­ლა კი ძმე­ბი ზუ­ბა­ლაშ­ვი­ლე­ბის სა­ხელს ატა­რებს. 1921 წლამ­დე აქ მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, მაგ­რამ შემ­დეგ ამ შე­ნო­ბა­ში 17 სხვა­დას­ხვა უწყ­ე­ბა შე­ა­სახ­ლეს, აქ­ვე იყო იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროც და პრო­კუ­რა­ტუ­რაც. ეს კი ხელს უშ­ლი­და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებ­ში აღ­სრუ­ლე­ბას. აქ ხში­რად და­უს­წრებ­ლად გა­მოჰ­ქონ­დათ სტა­ლი­ნუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლთა გა­ნა­ჩე­ნი. 1920-დან 1930 წლამ­დე სა­სა­მარ­თლომ 5 თავ­მჯდო­მა­რე გა­მო­იც­ვა­ლა. და­ვით ხელ­თუფ­ლიშ­ვი­ლი, გა­ლაქ­ტი­ონ ვა­შა­ძე, კონ­სტან­ტი­ნე ცინ­ცა­ძე და ალექ­სან­დრე კა­ჭა­რა­ვა ბოლ­შე­ვი­კურ რე­ჟიმს ემ­სხვერ­პლნენ. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი უეც­რად ას­რუ­ლებ­და სი­ცოცხ­ლეს, ზო­გი­ერ­თი კი გა­და­ა­სახ­ლეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეპ­რე­სი­ე­ბის პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი და­ვით ხელ­თუფ­ლიშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც სა­მა­გა­ლი­თოდ დასაჯეს - სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში წა­მე­ბით მოკ­ლეს.

ზუს­ტი ცნო­ბე­ბი ხელ­თუფ­ლიშ­ვი­ლის ბი­ოგ­რა­ფი­ისა და მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ არ მო­ი­ძებ­ნე­ბა. შე­ნო­ბას თავ­და­პირ­ვე­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და იერ­სა­ხე 1973 წელს და­უბ­რუნ­და, მი­სი რე­კონ­სტრუქ­ცია თე­ი­მუ­რაზ ჯა­ფა­რი­ძეს და­ე­ვა­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში არა­ერ­თხელ შე­უ­ნიშ­ნავთ უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი. ამ­ბო­ბენ, რომ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა­ში ღა­მით თეთ­რი აჩ­რდი­ლი და­დის, რო­მე­ლიც ხან­და­ხან ხმა­მაღ­ლა იცი­ნის, იშ­ვი­ა­თად მღე­რის კი­დეც. აჩ­რდი­ლი ძი­რი­თა­დად შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე და სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში ჩნდე­ბა, ხან­და­ხან თურ­მე აგ­რე­სი­უ­ლიც არის და შემ­ზა­რა­ვად გმი­ნავს. რო­გორც ერ­თ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა გვითხ­რა, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს დაც­ვა ხში­რად იც­ვლე­ბა, რად­გან ბი­ჭებს თეთ­რი აჩ­რდი­ლი­სა და უც­ნა­უ­რი ხმე­ბის ძა­ლი­ან ეში­ნი­ათ.

თა­მარ ტო­ფა­ძე: ეს ტე­რი­ტო­რია იდუ­მა­ლე­ბით არის მო­ცუ­ლი, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სი­ხა­რულს და ტკი­ვილს სწო­რედ რუს­თა­ველ­ზე უზი­ა­რებს ერ­თმა­ნეთს. რუს­თა­ველ­ზე პარ­ლა­მენ­ტი იუნ­კ­რე­ბის საფ­ლავ­ზე აა­შე­ნეს, ამი­ტომ არა­ვის უკ­ვირს უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი: იდუ­მა­ლი ხმე­ბი, ლან­დე­ბი, მოჩ­ვე­ნე­ბე­ბი და ა.შ. შედ­გე­ნი­ლია თბი­ლის­ში აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის ე.წ. პენ­ტოგ­რა­მა და უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოც ზუს­ტად იმ სარ­ტყელ­შია მოქ­ცე­უ­ლი, სა­დაც ეს სახ­ლე­ბი მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბე­ბით უკავ­შირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს.

- შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ აქ უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი?

- მე სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში არ ვარ ნამ­ყო­ფი, მაგ­რამ ად­რე დაც­ვის ბი­ჭე­ბის­გან გა­მი­გი­ა, რომ ისი­ნი ხში­რად ხე­და­ვენ აქ თეთრ აჩ­რდილს. ღა­მით, რო­ცა არა­ვინ არის შე­ნო­ბა­ში, ის­მის ია­ტა­კის ჭრი­ა­ლის, სკა­მი­სა და მა­გი­დის გა­წე­ვის ხმა. ხან­და­ხან თურ­მე სიმ­ღე­რაც ეს­მით. არ­სე­ბობს ლე­გენ­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც აქ არა­სა­სურ­ვე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის­თვის მო­სა­მარ­თლე დაწ­ვეს. თით­ქოს მას შემ­დეგ და­ი­დო სა­სა­მარ­თლო­ში აჩ­რდილ­მა ბი­ნა.

- არა­სა­სურ­ვე­ლი გა­ნა­ჩე­ნი ვის გა­მო­უ­ტა­ნეს?

- ზუს­ტად ვერ გეტყ­ვით, ეს და­ახ­ლო­ე­ბით 1921 წლის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ მოხ­და. მაგ­რამ რა გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს და რა მოხ­და, ვერ გეტყ­ვით. გად­მო­ცე­მით ვი­ცი, რომ მო­სა­მარ­თლე სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში დაწ­ვეს. სტა­ლი­ნის რე­ჟი­მის დროს დახ­ვრე­ტას სწო­რედ აქ უს­ჯიდ­ნენ ხალხს, ზოგს წი­ნას­წარ კლავ­დნენ და მე­რე აქ გა­მო­ჰქონ­დათ დახ­ვრე­ტის გა­ნა­ჩე­ნი. აქე­დან ათა­სი ცოდ­ვა ტრიალებდა ქვე­ყა­ნა­ში და არც ­მიკ­ვირ­ს რა­საც ამ­ბო­ბენ.

ქრის­ტი­ნე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი: გა­მი­გი­ა, თით­ქოს აქ მოჩ­ვე­ნე­ბა ცხოვ­რობს და არის ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ ხან­და­ხან შემ­ზა­რა­ვი ხმით კი­ვის, ზოგ­ჯერ მღე­რის კი­დეც. მაგ­რამ მე აქ­ვე ვცხოვ­რობ, ხში­რად მი­წევს ქუ­ჩა­ში ღა­მით გა­მოს­ვლა და აქ არა­ნა­ი­რი მოჩ­ვე­ნე­ბა არ მი­ნა­ხავს. ხალ­ხის მო­გო­ნი­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამ­ბო­ბენ, თით­ქოს დაც­ვის ბი­ჭე­ბი ხე­და­ვენ ამ აჩ­რდილს და ახალ თანამშრომელს, რო­მ მი­ი­ღე­ბენ სამ­სა­ხურ­ში, ამ აჩ­რდი­ლით აში­ნე­ბენ, ეტყ­ო­ბა, ნას­ვა­მი იყო რო­მე­ლი­მე მათგანი სამ­სა­ხურ­ში და მო­ეჩ­ვე­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი. აბა, რო­გორ და­ვი­ჯე­რო, რომ გარ­დაც­ვლი­ლის აჩ­რდი­ლი და­დის უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში? ერ­თხელ ხომ უნ­და გა­მე­გო მი­სი სიმ­ღე­რის ან კი­ვი­ლის ხმა?

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ