შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისათვის ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებული გიორგი კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა", ხოლო ეზოს დათვალიერებისას 35 ძირი კანაფი ამოიღეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ექპერტიზის დასკვნით, სულ ამოღებულია 9 კილო და 208 გრ "მარიხუანას" შემცველი ნედლი კანაფი და 2,26 გრ გამომშრალი "მარიხუანა".

ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ გიორგი კ. დაკავების მომენტში "მარიხუანას" ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც სსსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ