გიორგი შენგელაია სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ - "კინოს წარმოება კი არა, ხელოვნება არ ესმის საერთოდ"

გიორგი შენგელაია სოსო ჯაჭვლიანის წინააღმდეგ - "კინოს წარმოება კი არა, ხელოვნება არ ესმის საერთოდ"

"აი, თურმე რა მეთოდები ჰქონია ჩვენს დემოკრატ ხელისუფლებას ამდენი წლის განმავლობაში ხალხის "დასამუშავებლად". სადამდე წასულა მათი სისასტიკე. ბედნიერებაა, რომ ახლანდელ ხელისუფლებაში ასეთი სასტიკი ადამიანები არ არიან. კოალიციიდან თითქმის ყველას ვიცნობ. ზოგი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად პარლამენტშიც იყო, მაგრამ მათი უწესობა რომ დაინახეს, გაემიჯნენ... ახლა რაც შეეხება იმას, რას ველოდი ხელისუფლებაში ამათი მოსვლის შემდეგ. მსოფლიოში ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად შეიცვალა, რომ ერთ წელიწადში ივანიშვილი კი არა, მამაზეციერი ვერ აგვაყვავებს და არც უნდა ველოდოთ, რადგან ჩვენ არც ნავთობი გვაქვს, არც გაზი და ლითონის საბადოები..." - ამბობს რეჟისორი გიორგი შენგელაია ჩვენთან საუბარში.

- შსს-მ ფარული ჩანაწერები სა­ზოგადოების გარკვეულ ნაწილს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს აჩვენა, რა დროს­აც რამდენიმე მათგანმა შეხვედრა დატოვა...

- დიახ, კვესიტაძემ და პაიჭაძემ, რომელთაც ჩვენ ვუხდით ხელფასებს. ბოდიში მკითხველთან, მაგრამ მათ იმდენი აქვთ "ნაჭამი", ამ ბანდიტებს, წლების განმავლობაში ისე თავგამოდებით იცავდნენ, რომ იქ დარჩენა უხერხულობას შეუქმნიდა, ამიტომაც ატეხეს განგაში. სწორად უთხრა ირაკლი კაკაბაძემ, რომელიც, მათგან განსხვავებით, განათლებული ბიჭია. მუდმივად იბრძოდა ქუჩაში. არაერთხელ დააკავეს, სცემეს. ის სხვანაირი ოჯახის შვილია, ამერიკაში მუშაობდა, იქაური მოქალაქეობა აქვს მიღებული... უნდა ვაღიარო, რადიკალი და კონსერვატორი ადამიანი ვარ და ძალაუფლება რომ მქონოდა, ბევრ რამეს სხვანაირად გავაკეთებდი, "ნაციონალებს" კოაბიტაციას კი არა, დიქტატურას გამოვუცხადებდი. იმ ტელევიზიებში, "რუსთავი 2-ში", "იმედსა" და პირველ არხზე და იქაც, ბოლოს რომ გაიხსნეს თავიანთვის რაღაც ტელევიზიები, ყველა ჟურნალისტს დავხსნიდი, რათა სხვებს შემდგომში ჭკუა ესწავლათ. სულ არ მაინტერესებს, დასავლეთი რას იფიქრებს ამაზე. მორალის მათგან აღება ჯერ ჩვენთვის ნაადრევია, მათ ორი-სამი საუკუნით ჩამოვრჩებით. საქართველოში ფეოდალიზმიდან პირდაპირ კომუნიზმზე გადავედით, ისე, რომ კაპიტალიზმი არ გაგვივლია. ამიტომ დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება ადრეა. რამდენიმე წლის წინ დავაარსე "ვაზის პარტია" და მაშინ ვამბობდი, ყველა ქვეყანამ, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, თავად რუსეთმაც, დემოკრატიისკენ გასავლელი გზა ერთად უნდა გავიაროთ, შემდეგ კი, ევროპას ერთად უნდა შევუერთდეთ-მეთქი. ასეც არის. აფხაზებსა და ოსებს სეპარატისტებს რომ ვეძახით, თავის დროზე ქართველი რუსისთვისაც სეპარატისტი იყო.

- ბევრი ხელოვანი დღეს პოლიტიკას უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე თეატრს...

- დიახ, ასე მოხდა. "ოცნებას" პოპულარული და ცნობილი სახეები სჭირდებოდა. შემდეგი არჩევნების დროს ზაზასნაირ ხალხს აღარ დაუძახებენ, რადგან ისინი თავად წავლენ. ამასწინათ დავით უსუფაშვილმაც უთხრა ბიძინას, იურისტებიც მჭირდებაო. მართლა კარგი იქნება, თუ თანდათან ყველა თავის საქმეს დაუბრუნდება. მათი ნიჭი იმ საქმეში უნდა დაიხარჯოს, რაშიც ღმერთმა მისცა... არც სიმღერა მესმის დღეს ნორმალური და არც ფილმებს იღებენ ისეთს, ნახვა რომ ღირდეს. გაუთავებლად ყიყინებენ ინგლისურად ტელევიზიით და მერე ფეხი ფეხზე გადადებული ლაპარაკობენ, იცით, ამდენი წელია მუსიკაში "ვმოღვაწეობო" ... სიკვდილზე მეტად იმის მეშინია, რომ ჩვენს თაობასთან ერთად დიდი ქართული კულტურაც მიდის.

ჩემთვის ძალიან მტკივნეულ პრობლემაზე მინდა გესაუბროთ, ეს არის კინოსტუდია. შევარდნაძის მმართველობის დროს ქონების ერთი მესამედი თანამშრომლებს ეკუთვნოდა, ხოლო დანარჩენი - მთავრობას. მას შემდეგ, რაც "ნაციონალები" ხელისუფლებაში მოვიდნენ, ჩვენ მიერ შექმნილი დაწესებულება ამ ვირიშვილებმა წაგვართვეს და ერთი-ორი შენობის გარდა ყველა გაყიდეს... იმ დარჩენილ შენობებში როგორღაც ვაგრძელებდით მუშაობას. დირექტორად მერაბ თავაძე ავირჩიეთ, რომელმაც ბევრი საქმე გააკეთა. მასთან ერთად მაია არეშიძე მუშაობდა... მაგრამ არის ერთი ასეთი კაცი, სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც სანამ მე ამირჩევდნენ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, არაფრის გამკეთებელი და მატყუარა აღმოჩნდა და გადაირჩიეს, რის გამოც დაიბოღმა. შემდეგ მე, მერაბი და მაია ამოგვიჩემა. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხმა გაავრცელა, ისინი ერთმანეთს ჭამენო... არადა, ვინ არის სოსო ჯაჭვლიანი, რა დამსახურებისთვის მუშაობდა კინოსტუდიაში, ვინ იცნობს მას, როგორც რეჟისორსა და კინომოღვაწეს, რა გაუკეთებია?!.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია