ქართველი მამა უკრაინიდან შვილის გატაცებას გეგმავდა

ქართველი მამა უკრაინიდან შვილის გატაცებას გეგმავდა

უკრაინელმა სამართალდამცავებმა საერთაშორისო აეროპორტ "ბორისპოლში" ქართველი ეროვნების მამაკაცი დააკავეს, რომელიც საზღვარგარეთ 3 წლის ბავშვის გაყვანას დედის ნებართვის გარეშე ცდილობდა.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, ამ დარღვევაზე წინასწარი ინფორმაცია მათ საქართველოს საელჩომ მიაწოდა.

ეროვნებით ქართველი მამაკაცი, რომელსაც ლიტვის მოქალაქეობა აქვს, უკრაინაში თბილისიდან ჩავიდა. ის ბორისპოლის აეროპორტიდან 3 წლის ბიჭუნასთან ერთად ვილნიუსში გაფრენას ცდილობდა. სასაზღვრო კონტროლისას მას შვილის საზღვარგარეთ გაყვანის შესახებ დედის ნებართვა  არ აღმოაჩნდა.

როგორც ბავშვის დედამ სამართალდამცავებს განუცხადა, მამამ შვილი სასეირნოდ წაიყვანა, ამის ნაცვლად კი აეროპორტში წავიდა.

მამის დაკავების შემდეგ ბავშვი დედას დაუბრუნეს, რომელიც აეროპორტში საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

შეგახსენებთ, გასულ წელს რუს ქალბატონს დაუბრუნებს ბავშვი, რომელიც ასევე ქართველმა მამამ გაიტაცა.

მომზადებულია ukranews.com-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ