ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილია!

ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილია!

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე გახსნილია. მთავარ პროკურატურას გამოძიება, ფაქტობრივად, დასრულებული აქვს და კონკრეტული დამნაშავეების ბრალეულობა გამოკვეთილია - ამის შესახებ "ასავალ-დასავალს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან, კონკრეტულად კი, ძალოვან უწყებებთან დაახლოებული პირია.

იმისათვის, რომ მისი მონათხრობი უფრო მეტად დამაჯერებელი ყოფილიყო, ჩვენ წყაროს შევთავაზეთ, საკუთარი ვინაობა საჯაროდ გაემჟღავნებინა, რაზეც მან უარი განაცხადა, თუმცა, პირობა მოგვცა, რომ თუკი მთავარი პროკურატურა საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებიდან უახლოეს ხანში ჟვანიას საქმეს გახსნილად არ გამოაცხადებს, იგი უკვე საკუთარი სახელითა და გვარით წარსდგება საზოგადოების წინაშე და ყველაფერს ხმამაღლა ილაპარაკებს.

- პროკურატურა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ აპირებს ჟვანიას საქმის გახსნილად გამოცხადებას? - ვეკითხები წყაროს.

- დიახ, პროკურატურა ელოდება საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებას!

- კი, მაგრამ რატომ?

- იმიტომ, რომ გამოძიების პროცესში პირდაპირ გამოიკვეთა სააკაშვილის უშუალო მონაწილეობა ჟვანიას მკვლელობაში. ჟვანიას საქმე როგორც კი გახსნილად გამოცხადდება, სააკაშვილს პირდაპირ უნდა დაადონ ხელბორკილი და გაუშვან ციხეში. მოგეხსენებათ, სანამ მიშა პრეზიდენტია, მისი დაპატიმრების უფლება სამართალდამცავ ორგანოებს არა აქვთ. ამიტომ პროკურატურა ელოდება სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულებას.

- ანუ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილს დაიჭერენ?

- დიახ, სააკაშვილს ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ორგანიზებისა და თანამონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრებენ. პროკურატურას იმდენად მყარი მტკიცებულებები გააჩნია სააკაშვილის წინააღმდეგ, არც ევროპელებს და არც ამერიკელებს სალაპარაკო აღარ დარჩებათ.

მოკლედ, ძვირფასო მკითხველო, თუ ჩვენ კონფიდენციალურ წყაროს ვენდობით, სააკაშვილი ძალიან მალე მკვლელის სახელით შევა ციხეში და თან ვისი მკვლელის? - ქვეყნის პრემიერ-მინისტრისა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და წონადი პოლიტიკური ფიგურის მკვლელის სახელით.

წყაროს ვთხოვე, მოეყოლა ჟვანიას მკვლელობის საქმის კონკრეტული ეპიზოდები, თუ რა გარემოებები დაადგინა პროკურატურამ და რა მტკიცებულებები მოიპოვა.

წყაროს თქმით, გამოძიებას უკვე უტყუარად აქვს დადგენილი შემდეგი გარემოებები:

1. ზურაბ ჟვანია საბურთალოს ქუჩის №53-ში, კონსპირაციულ ბინაში რაულ უსუპოვთან ერთად გაზით არ გაგუდულა. ამ ბინაში როგორც ჟვანიას, ისე უსუპოვს ცხედრები სხვა ადგილიდან მიიტანეს;

2. ზურაბ ჟვანიას ცხედარი საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში ტელევიზორის ყუთით მიიტანეს;

3. იმ პიროვნებებს შორის, რომლებმაც ჟვანიას ცხედრის ტრანსპორტირება მოახდინეს, ერთ-ერთი გიორგი ბარამიძე;

4. ზურაბ ჟვანია მოკლეს სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციაში, სადაც გაიმართა საქმის გარჩევა საქართველოს საზღვაო-სანაოსნოს გაყიდვასა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გვერდის ავლით 300 მილიონი ლარის მითვისებასთან დაკავშირებით;

5. სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციაში აღნიშნულ გარჩევას ესწრებოდნენ ვანო მერაბიშვილი და დათა ახალაია;

6. ზურაბ ჟვანიას მკვლელობა მოხდა სააკაშვილთან მწვავე შელაპარაკებისა და გინების შემდეგ;

7. ჟვანია მოკლულია თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით;

8. პროკურატურამ მოიპოვა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც ისმის სააკაშვილის ხმა - "ახლა ეს გვამი წაიღეთ და როგორც მოვილაპარაკეთ, ისე გააკეთეთ". ჩანაწერში ასევე ისმის რამდენიმე ადამიანის ფეხის ხმა და გახშირებული სუნთქვა;

9. წყაროს თქმით, არსებობს სხვა აუდიოჩანაწერებიც, რომელთა შინაარსიც მისთვის უცნობია.

10. წყაროს თქმით, გამოძიების მიერ უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტიც, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ტელეფონზე დარეკა ერთ-ერთმა პარლამენტარმა და უკვე გარდაცვლილი ჟვანიას ტელეფონით ვიღაცამ "უპასუხა". ყურმილი 110 წუთის განმავლობაში იყო "გადადებული", რათა შექმნილიყო იმიტაცია, რომ თითქოს იმ დროს ჟვანია ცოცხალი იყო და ტელეფონზე საუბრობდა.

წყარო ამბობს, რომ გვიან ღამით გიორგი ბარამიძეს დაურეკეს და უთხრეს, რომ ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა. გიორგი ბარამიძე მაშინვე გაემართა სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციისკენ, რადგან ზურაბ ჟვანიას მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ იმ ღამით შავნაბადაზე სააკაშვილთან შეხვედრაზე მიდიოდა.

შავნაბადასკენ მიმავალ ბარამიძეს გზაში კვლავ დაურეკეს და უთხრეს, რომ სააკაშვილი ავარიაში მოყვა და სასწრაფოდ უნდა მისულიყო შემთხვევის ადგილას.

გამოძიებას დადგენილი აქვს, რომ სააკაშვილი 2005 წლის 3 თებერვლის ღამეს მართლაც მოყვა ავარიაში, ოღონდ ეს იყო ავარიის იმიტაცია, რათა სააკაშვილს ალიბი ჰქონოდა, თითქოს იმ ღამით შავნაბადას რეზიდენციაში კი არ იყო, არამედ მანქანით მოძრაობდა და ელექტრობოძთან შეჯახების გამო მსუბუქად დაშავდა.

ყოველივე ამის შემდეგ ბარამიძე როგორ მოხვდა იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ჟვანიას ცხედარი საბურთალოს ქუჩაზე მიიტანეს, ამას წყარო ვერ აკონკრეტებს, თუმცა, დაჟინებით ამბობს, რომ ჟვანიას ცხედრის ტრანსპორტირებაში ბარამიძემ ნამდვილად მიიღო მონაწილეობა და ეს გამოძიებას უტყუარად აქვს დადგენილი.

წყაროს მტკიცებით, პროკურატურას განსაკუთრებით გაუადვილდა რაულ უსუპოვის მკვლელობის გამოძიება და იმის დადგენა, თუ რატომ ეცვა საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში ნაპოვნ უსუპოვის ცხედარს მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი.

წყაროს მტკიცებით, გამოძიებას დადგენილი აქვს, რომ უსუპოვის ფეხსაცმელი მისი ცხედრის ტრანსპორტირებისას დაიკარგა.

როგორც წყარო ამბობს, გამოძიებით ასევე დადგენილია ჟვანიას მკვლელობაში მისი დაცვის უფროსის კობა ხარშილაძისა და დაცვის წევრის მიხეილ ძაძამიას ირიბი თანამონაწილეობა.

დიახ, ძაძამიასა და ხარშილაძეს პრემიერ-მინისტრის ლიკვიდაციაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა, ისინი მონაწილეობდნენ ყველა შემდგომ პროცესში, რომლის ინსცენირებაც სააკაშვილის ხელისუფლებამ მოახდინა, რათა ჟვანიას სიკვდილის ბინძური ვერსია გაევრცელებინა საზოგადოებაში.

სწორედ ამიტომ, ხარშილაძემ და ძაძამიამ, როგორც ჟვანიას მკვლელობის ფიგურანტებმა, ყველანაირი ინდულგენცია მიიღეს სააკაშვილის ხელისუფლებისაგან - კარიერული წინსვლით დაწყებული და ბიზნესის აწყობით დამთავრებული.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე საკმაოდ დიდხანს იყო ძველი თბილისის გამგებელი და მორჭმით იჯდა იმ შენობაში, სადაც ახლა ცნობილი ქართველი დასტაქრისა და გულის უბადლო მკურნალის ანზორ მელიას ვაჟი ნიკონორ მელიაა მოკალათებული, რომელიც ნაციონალების ამალაში ყოფნით გულს უხეთქავს და ნერვებს უშლის თავის პატრიოტ მამას.

როგორც ამბობენ, კობა ხარშილაძეს ახლა ჰოლანდიური ვარდების ბიზნესი აქვს.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაზეც წყარო მიუთითებს: სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რაულ უსუპოვის მსხვერპლად შერჩევა მხოლოდ და მხოლოდ მისი ეროვნების გათვალისწინებით მოხდა.

მოგეხსენებათ, უსუპოვი ეთნიკური აზერბაიჯანელი იყო და სააკაშვილისა და მისი ბანდის გათვლით, თუ ჟვანიასთან ერთად ეროვნებით აზერბაიჯანელს იპოვიდნენ მკვდარს, საზოგადოებისათვის უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ის ბინძური ვერსია, რომელიც ნაციონალურმა რეჟიმმა შეთხზა.

გამგები გაიგებს და მიმხვედრი მიხვდება, რასაც ვგულისხმობ!

წყარო ასევე იხსენებს, სააკაშვილის სპეცსამსახურებმა როგორ შემოაგზავნეს "ასავალ-დასავალის" რედაქციაში მამათმავალი ბიჭუნა, რომელიც "გულახდილობის" იშტაზე გახლდათ და ცდილობდა - ჩვენი რედაქციის თანამშრომლები პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას განსხვავებულ ორიენტაციაში დაერწმუნებინა.

სხვათაშორის, ეს თინეიჯერი მამათმავალი, მას შემდეგ, რაც იგი "ასავალ-დასავალმა" გაშიფრა, გამოტყდა, რომ ჩვენს რედაქციაში მოსვლა და ჟვანიას ორიენტაციაზე ლაპარაკი ერთ-ერთ ღამის კლუბში დაავალეს. მამათმავლის მიერ აღწერილი დავალების მიმცემი ძალიან ჰგავდა ჟვანიას დაცვის წევრს მიხეილ ძაძამიას.

წყარო ასევე ამბობს, რომ ამ ბინძური ვერსიის გამყარების მიზნით უკვე მოკლულ ზურაბ ჟვანიას სხეულში შპრიცით შეუყვანეს გარკვეული ბლანტი ნივთიერება.

გამგები აქაც გაიგებს, რა ნივთიერებაზეა საუბარი.

და კიდევ, წყარო ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის პარალელურად მალევე გაიხსნება ლევან სამხარაულის მკვლელობაც, რომელი ყვარელში საკუთარმა კლასელმა მოკლა, ხოლო თავად მკვლელმა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ოფიციალური ვერსია, ორი იარაღით მოიკლა თავი.

წყაროს ცნობით, სამხარაულის მკვლელობის საქმის გახსნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ყვარლის ყოფილი პირველსკოლელების, სკანდალურმა წერილმა, რომელიც ცოტა ხნის წინათ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნდა და რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზის ჩამტარებელი ლევან სამხარაული ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით მოკლეს.

მოკლედ, ძვირფასო მკითხველო, ჩვენი წყაროს მტკიცებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და, ამავდროულად, სამარცხვინო დანაშაული - პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილია. ამის შესახებ საზოგადოება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიგებს, ანუ მას მერე, რაც სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და მას ჟვანიას მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრებენ!

ამის შემდეგ საქართველოში ისტორიის მდინარება მართლაც რადიკალურად შეიცვლება.

ამის შემდეგ, ჩვენ მართლაც სულ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ!

ამის შემდეგ ბარამიძეები, მაჭავარიანები, ხათუნა გოგორიშვილები და გიგი წერეთლები, რომლებმაც საკუთარი მეგობარი, მასწავლებელი და გზაზე დამყენებელი ზურაბ ჟვანია, მისი სიცოცხლე და ხსოვნა ორ შაურად გაყიდეს, არათუ პოლიტიკაში ვერ დარჩებიან, ქუჩაშიც ვეღარ გამოყოფენ თავს.

და კიდევ, ამ რამდენიმე დღის წინათ საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ფეხაკრებით აიარა ხათუნა გოგორიშვილმა თავისი საცხოვრებელი კორპუსის კიბეზე, ალბათ, იმის შიშით და რიდით, რომ მასზე ერთი სართულით დაბლა მცხოვრებ ზურაბ ჟვანიას დედას, ქალბატონ რემას არ შეფეთებოდა.

მეზობლები ამბობენ, რომ ქალბატონი რემა ჟვანია მეზობელსა და შვილის ყოფილ მეგობარს ხათუნა გოგორიშვილს არც კი ესალმება!

ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმის გახსნის შემდეგ გოგორიშვილს რემა ჟვანიასთან მეზობლად ცხოვრების მორალური უფლებაც აღარ ექნება!

ჯაბა ხუბუა

გაზეთი "ასავალ დასავალი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა