"ამ "ბანბანერკა" ქართველების არ მჯერა"

 "ამ "ბანბანერკა" ქართველების არ მჯერა"

"რანაირად უნდა ვიყო კმაყოფილი, როდესაც მეტი სასიკეთო შედეგი მინდა გამოჩნდეს. რაღაცები სწრაფად არის გასაკეთებელი, მაგრამ ხელის შემშლელი ობიექტური მიზეზების გამო ვერ კეთდება",” - მეუბნება მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი.

- რომანტიკული ბუნების კაცი ვარ, მაგრამ ახლა პრაგმატულ რამეებზე მიწევს ფიქრი. აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთ ადამიანზე იმაზე კარგს ვფიქრობდი, ვიდრე იმსახურებდა. არჩევნები ადამიანებს კი არა, ვითარებას ცვლის, მაგრამ ქვეყანაში უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს რამე, ადამიანები უკეთესები უნდა გახდნენ.

ამდენ მოწამლულ ადამიანს, ამდენ მოწამლულ ტვინს და გონებას ერთბაშად რა შეცვლის. ზოგმა ნირი იცვალა, ზოგმა დაინახა, საითაც დაუბერა ნიავმა და ლურჯ მელიასავით გადაიღება, ზოგმა მაისური გამოიცვალა.

ის ადამიანები კი, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ბოროტებას ებრძოდა, უარყოფილები და მიტოვებულები არიან. ამის ყურება გულს მწყვეტს. რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ჭრიჭინობელასავით გვიცხოვრია, არაფრის ფასი არ გვცოდნია, არც სახელმწიფოს ინტერესი გაგვისიგრძეგანებია და ახლა ჩვენი უდარდელობა დაგვაწვა ტვირთად. ერთი ხსნაა - კანონიერად უნდა ვიცხოვროთ. ხშირად გვესმის "ბანბანერკა" ქართველების გამრუდებული მსჯელობები, რომლებიც არ არიან საქართველოს სიყვარულის ნექტრით ნაკბენები. როდესაც სამშობლოზე ვლაპარაკობთ, მათ მაინცდამაინც ჩოხა და ჩიხტიკოპი წარმოუდგენიათ, ან კიდევ ქალი სამზარეულოში. დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას თავისი ნება, კოდი და დანიშნულება აქვს. არ ვამბობთ, რომ ვინმეზე უკეთესი ვართ, მაგრამ რითაც სხვებისგან განვსხვავდებით, რა პეწი და მარილიც არის ჩემს ჯიშში, იმის გაფრთხილება და გადარჩენა მინდა. ასეთი "ბანბანერკა" ქართველებისთვის კი პატრიოტიზმი დასაცინი აღმოჩნდა.

- ასეთი ადამიანების რა ქმედებამ გაგაღიზიანათ?

- გამუდმებით აკრიტიკებენ საზოგადოებას 17 მაისის გამო. ისეთები ლაპარაკობენ ამ თემაზე, რომელთა გულწრფელობაში ძალიან მეპარება ეჭვი. ამ თემით სპეკულირებენ და სულაც არ აღელვებთ არც სექსუალური უმცირესობები და არც სხვა რელიგიური კონფესიების ადამიანები სად ილოცებენ. უკანონობას რომ ვებრძოდით, მაშინ სად იყო ეს ხალხი? სანამ ციხის კადრები არ ნახეს, მანამ არ დაჭკნა ვიღაცებისთვის ვარდები. რატომ არ ღელავდით მაშინ, როდესაც ეს კაცი, რომელსაც პრეზიდენტს ეძახით, ყოველ ნაბიჯზე ჩაგრავდა ადამიანებს, კონსტიტუციას ავერანებდა და ქვეყნის ფულს ფლანგავდა. ეს არ იწვევდა თქვენში საპროტესტო განცდას? მხოლოდ 17-მა მაისმა აღგაშფოთათ? როდესაც იცის, ჩვენს საზოგადოებაში ასეთი აქცია რას გამოიწვევს, ხომ არის ამ აქციის ორგანიზატორი მოძალადე? ეს ხომ შეგნებული პროვოკაციაა იმის სათქმელად, ვითომ ქვეყანას არაპროგრესული ხალხი მართავს. მათი ჭკუით ამით "დაგვასტოპეს". ვერ აკრძალავ ვერც ჰომოსექსუალიზმს, ვერც მრუშობას და ვერც კაცის კვლას, ეს კაცობრიობის თანამდევი მანკიერებებია, მაგრამ კანონი იმისთვის არსებობს, რომ რისკი შემცირდეს და დანაშაულმა იკლოს.

სახლში რაც გინდა, ის გააკეთე, მაგრამ თავს რომ აძლევ უფლებას, ქაშუეთის წინ გაიარო და შენი ხუშტური, ახირება თუ ავადმყოფობა ნორმად აქციო, ეს არ მომწონს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია