სამების ტაძრის მშენებლობა ჯუმბერ პატიაშვილის ცეკას მდივნობისას გადაწყდა

სამების ტაძრის მშენებლობა ჯუმბერ პატიაშვილის ცეკას მდივნობისას გადაწყდა

ჯუმბერ პატიაშვილის ავტორობით ძალიან მალე გამოვა წიგნი, რომელშიც ის დაწვრილებით ისაუბრებს 9 აპრილის ამბებზე. იმაზე, თუ რა ხდებოდა ამ ტრაგედიამდე და ტრაგედიის მერე. ცეკას ყოფილ პირველ მდივანს ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ მისი წიგნის წაკითხვის მერე საზოგადოება 9 აპრილთან დაკავშირებით ბევრ ახალ ამბავს გაიგებს და მის მიმართ კრიტიკულები აღარ იქნებიან.

რთული გზა ცეკას პირველ მდივნობამდე

- ბატონო ჯუმბერ, ფოტოზე, სადაც დედათქვენი ძალიან პატარაა, თქვენი ბებია-ბაბუა არიან.

- ბაბუა, ნიკოლოზ შანიძე, მღვდელი იყო. მამის მხრიდანაც და დედის მხრიდანაც მრავალშვილიანი ოჯახები იყვნენ. მამა თბილისში დაიბადა. ჩემი დაბადების ადგილი ლაგოდეხი გახლავთ. მამა იმ პერიოდში ლაგოდეხში მუშაობდა. იქ რამდენიმე წელი გავატარე, სკოლაში თბილისში შევედი. ბავშვობაში კახეთში გატარებული წლები ნაკლებად მახსოვს. მამა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო და ამ დარგს სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ემსახურებოდა. ერთ-ერთი გამორჩეული იყო სპეციალისტთა შორის. მაღალი პროფესიონალური ცოდნა ჰქონდა მიღებული. ქართულ გიმნაზიაში სწავლობდა. შემდეგ კი ახალდაარსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრონომიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მისი დეკანი იყო პეტრე მელიქიშვილი. განაწილებით წავიდა კახეთში სამუშაოდ. ჯერ საგარეჯოში იყო და შემდეგ ლაგოდეხში.

მომდევნო ფოტო ქართული გიმნაზიის მასწავლებლებს აქვთ გადაღებული. მათ შორის არიან ზაქარია ფალიაშვილი და კალისტრატე ცინცაძე. იმ დროის საქართველოს წარჩინებული პედაგოგები ქართულ გიმნაზიაში იყვნენ თავმოყრილი. მათდამი პატივისცემა მამას ყოველთვის ჰქონდა. თავადაც გამოხატავდნენ პატივისცემას. სურათი ერთ-ერთმა პედაგოგმა მოუტანა მამაჩემს და სამახსოვროდ გადასცა. სამწუხაროდ, მაშინ პატარა ვიყავი და ამ ამბის დეტალები არ მახსოვს.

- თქვენი ბავშვობის ფოტო ვერ მოვიძიეთ, მაგრამ თქვენი დედმამიშვილების შველთან გადაღებული ძალიან ლამაზი ფოტო გაქვთ.

- სურათი ლაგოდეხის ნაკრძალის პირასაა გადაღებული. იქვე აგროსახლში ვცხოვრობდით. ეს მამას სამსახურის ბინა იყო. შველი ნაკრძალიდან შემოიჭრა ჩვენთან. პატარა რომ იყო, ჩემი და-ძმა სახლში ზრდიდა და მერე გაუშვეს.

- და-ძმას სახელები როგორ შეგირჩიეს?

- უფროს დას მზია ჰქვია. მე ჯუმბერი რატომ დამარქვეს, არ ვიცი. მყავდა ძმა კობა, რომელიც ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. ჩემი და დამსახურებული ექიმია. ძმა საგარეო ვაჭრობის აკადემიაში სწავლობდა. მერე უცხოეთში წავიდა. სამოციან წლებში მაროკოში მუშაობდა, მერე - ბულგარეთში.

- როგორც ყველაზე პატარას, ალბათ ოჯახის წევრები განებივრებდნენ.

- და რუსთავში ცხოვრობდა. ძმა უცხოეთში იყო და სახლში მე და დედა დავრჩით. მამა 1956 წელს დამეღუპა. ასე რომ, განებივრებული ნაკლებად ვიყავი, მაგრამ როგორც უმცროსს, პატივს მცემდნენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია