"სასაცილოა იმის თქმა, რომ უგულავამ არ იცოდა"

"სასაცილოა იმის თქმა, რომ უგულავამ არ იცოდა"

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას გიგი უგულავას მიმართ გარკვეული ეჭვები აქვს და სასამართლოზეც პერმანენტულად უწევს სიარული, დედაქალაქის მერი უფლებამოსილებას ინარჩუნებს. რა კორუფციული სქემებით ხდებოდა დედაქალაქის 600-მილიონიანი ბიუჯეტის განკარგვა და როგორ ნიავდებოდა თბილისის მერიაში მილიონები, ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია გვესაუბრა:

- თბილისის მერიაში ისეთი კორუფციული სქემები იქნა აღმოჩენილი, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ქალაქის მერს საზოგადოება მინიმუმ გადადგომას აიძულებდა. მიუხედავად ამისა, უგულავა მთელი მონდომებით ცდილობს სკამის შენარჩუნებას და აქვე ვიტყვი, რომ ფული, რომელსაც ხარჯავდა, გარკვეულწილად მისი სკამის შენარჩუნებას ხმარდებოდა.

უგულავას სურვილისამებრ მიღებული კანონები ისეთია, რომ მერის იმპიჩმენტის საშუალება საკრებულოს არ გააჩნია. ერთადერთი გზა, რითაც მისი უფლებამოსილების შეჩერება შეიძლება, სასამართლოს გადაწყვეტილებაა. ქალაქის მერს იმხელა უფლებამოსილება აქვს, რაც თვით პრეზიდენტსაც არ გააჩნია. უგულავა ნიშნავდა და ათავისუფლებდა თანამდებობის პირებს. უგულავას ხელის ერთი მოსმით შეუძლია თბილისის ბიუჯეტის, 635 მლნ ლარის განკარგვა. საკრებულო და საკრებულოს უმრავლესობა მან საკუთარ ნოტარიუსებად აქცია, - შემოიტანდა დოკუმენტს, უმრავლესობა ხელს უწერდა და თანხები უგულავას სურვილისამებრ იხარჯებოდა.

- იმ დოკუმენტაციაზე, რითაც თანხების არასწორი განკარგვა დასტურდება, უგულავას ხელმოწერებია?

- ძალიან ბევრ დოკუმენტზე არ არის. ტენდერებისა და ქონების გასხვისების დოკუმენტაციაზე ვალდებული იყო, ქალაქის მერს მოეწერა ხელი, მაგრამ ხელს აწერდნენ პირველი ვიცე-მერი დავით ნინიძე ან სხვა მოადგილეები. რა მნიშვნელობა აქვს ხელისმომწერს, როდესაც უგულავა აკონტროლებდა ყველაფერს?

- რომელ კორუფციულ სქემებში ხედავთ მერის ინტერესებს?

- დასუფთავებისა და დენის გადასახადის გაერთიანება უგულავას იდეა იყო. ის იყო სამარშრუტო ტაქსების ტენდერის ლობისტი, თუმცა დოკუმენტაციაში არსად ფიგურირებს. უგულავა იყო ინიციატორი იმისა, რომ გრიფი "საიდუმლო" დაედოთ იმ დოკუმენტაციისათვის, სადაც ფინანსური დარღვევები დასტურდებოდა. ბრძანებებს უგულავა გასცემდა და სასაცილოა იმის თქმა, რომ რაღაც-რაღაცები უგულავამ არ იცოდა. დასუფთავების სამსახურში რომ 700 კაცზე მეტი ტყუილად იყო გაფორმებული, რა თქმა უნდა, იცოდა. როდესაც მერის ერთ-ერთ მოადგილეს მოვთხოვე, წარმოედგინათ დასუფთავების სამსახურის ხარჯთაღრიცხვა და ვუთხარი, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დასუფთავება 48 მლნ კი არა, გაცილებით ნაკლები ჯდება და თანხები გაბერილია-მეთქი, დოკუმენტაცია არ მოგვცეს. ამ თანხიდან 5 მილიონი "ნაცმოძრაობის" აგიტატორებზე გაიცა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა