გელა მანჯავიძე: "მითხრეს, ვიცით, ნასროკალი ხარ და ვერ გაგა****ებთო, მამუკამ კი ალბათ ვერ გაუძლო"

გელა მანჯავიძე: "მითხრეს, ვიცით, ნასროკალი ხარ და ვერ გაგა****ებთო, მამუკამ კი ალბათ ვერ გაუძლო"

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ სკანდალური თვითმკვლელობის შესახებ შეიტყო. როგორც გაირკვა, გარდაცვლილი მამუკა მიქაუტაძე გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე პოლიციაში იყო დაკითხვაზე, ხოლო იქიდან წამოსულმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. როგორც ახლობლები პირად საუბარში ყვებიან, მამუკა საოცრად დადებითი პიროვნება იყო, მეგობრული, თავმდაბალი.. მისგან მსგავსი ქმედება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ჩვენ ამ საქმის დეტალებზე გარდაცვლილის მეუღლეს ზიზი ეძგვერაძეს და მის მეგობარს, ბრალდებულ გელა მანჯავიძეს ვესაუბრეთ.

- ბატონო გელა, ხდებოდა თუ არა მამუკა მიქაუტაძესა და თქვენს მიმართ რაიმე სახის ზეწოლა?

გელა მანჯავიძე:

- ჯერ მემუქრებოდნენ, რომ თუ არ ვაღიარებდი ბრალდებას, პროკურორი გაბრაზდებოდა და ჩემზე იყრიდა ჯავრს, ხოლო თუ ვაღიარებდი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამომიშვებდნენ. მერე შემეშვნენ, მითხრეს, ვიცით "ნასროკალი" ხარ და ვერ გაგა****ებთო... მამუკა კი უპატიოსნესი ადამიანი იყო, ალბათ ვერ გაუძლო ზეწოლას... როცა მიგვიყვანეს პოლიციის შენობაში, მამუკა წაიყვანეს და ერთად აღარ ვყოფილვართ. უბრალოდ ვხედავდი, რომ ერთ-ერთ ოთახში მას კითხავდნენ, მერე დაახლოებით 30-40 წუთით გაიყვანეს და აღარც შემოუყვანიათ.

ამირან გიგუაშვილი:

- იცით რა ზეწოლა არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ფიზიკური ზეწოლა და დამუქრება. ფსიქიკური ზეწოლაა, როდესაც ადამიანი 7 საათის განმავლობაში იხვეწებოდა, რომ ადვოკატთან შეეხვედრებინათ და უარს ეუბნებოდნენ. არც ოჯახს არ აცნობეს, რომ გელა იქ იმყოფებოდა. ადვოკატი ამ პერიოდის განმავლობაში იდგა საგამოძიებო იზოლატორთან და ელოდებოდა, გამომძიებელი როდის ინებებდა ტელეფონზე პასუხს, შემდეგ გამომძიებელმა ისიც კი განუცხადა, რომ მე იმიტომ ვერ გიპასუხეთ და შემდეგ იმიტომ გაგითიშეთ, რომ ტელეფონი წყალში ჩამივარდაო. გელა და მამუკა დაკითხვის მომენტში ერთად არ იმყოფებოდნენ. შესაბამისად მამუკას მიმართ თუ ხორციელდებოდა რაიმე სახის ზეწოლა, გელასთვის უცნობია.

- თქვენს მიმართ გარდა მუქარის შემცველი ზეწოლისა, ფიზიკურ ზეწოლას ხომ არ ჰქონია ადგილი?

გელა მანჯავიძე:

- არა, ფიზიკურ ზეწოლას ნამდვილად არ ჰქონია ადგილი. ამ მხრივ ნორმალურად მექცეოდნენ, უბრალოდ ადვოკატთან შეხვედრაზე იყო პრობლემა...

ამირან გიგუაშვილი:

- იცით, კიდევ ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა - გელა გაათავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ, მაშინ როცა გელა არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახიდან, 7 სულიანი ოჯახია და ძალიან მაინტერესებს, როცა სასამართლო 2000 ლარიან გირაოს უფარდებდა, რას ფიქრობდა, რით უნდა გადაეხადა ამ ოჯახს ეს ფული? მეტსაც გეტყვით პროკურატურა 5000 ლარს ითხოვდა, მაგრამ "გადაიფიქრეს"...

- ბატონო გელა, ამბობთ, რომ მამუკა და თქვენ ახლო მეგობრები იყავით, თუმცა მამუკას მეუღლემ განაცხადა, რომ არ გიცნობთ...

გელა მანჯავიძე:

- მე და მამუკა ვიყავით ახლო მეგობრები და მართლა შოკისმომგვრელია ჩემთვის მამუკას გარდაცვალება. თუ ეს მართალია, გამოდის, მამუკა ჩემზე საქმის "შეკერვას" შეეწირა... ძალიან მიჭირს მასზე საუბარი წარსულში. ძალიან თბილი და მართალი პიროვნება იყო და სწორედ ამიტომაც ვმეგობრობდით. რაც შეეხება მამუკას მეუღლეს, მე ნამდვილად არ ვიცნობდი, ასევე ჩვენ სამეგობრო წრეში არიან სხვა ჩვენი მეგობრებიც, რომლებსაც მამუკას მეუღლესთან ნაცნობობა არ აკავშირებთ. ძირითადად სამსახურის პერიოდში ვურთიერთობდით და ამიტომ მის მეუღლესთან შეხება ფაქტობრივად არ მქონია.

- როგორ ფიქრობთ რატომ გადაწყვიტეს თქვენს მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება?

გელა მანჯავიძე:

- ვერ გეტყვით. მიჭირს ამაზე პასუხის გაცემა. ერთი უბრალო, პატიოსანი კაცი ვარ, ჩემი შრომითა და "რულით" ვჭამ პურს, მე ვისთვის რა უნდა მიმეცა...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ