აკაკი ბობოხიძე - სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, მერაბიშვილმა კი გენერალური მდივნის თანამდებობა უნდა დატოვონ

აკაკი ბობოხიძე - სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, მერაბიშვილმა კი გენერალური მდივნის თანამდებობა უნდა დატოვონ

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ვანო მერაბიშვილმა კი გენერალური მდივნის თანამდებობა უნდა დატოვონ.

როგორც ბობიხიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათ გარდა პარტიის ხელმძღვანელობის გადახალისება მთლიანად უნდა მოხდეს.

"მიმაჩნია, რომ პარტიის ხელმძღვანელობის გადახალისება უნდა მოხდეს გამომდინარე იმ პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელ პირებს გვეკისრება იმ შეცდომებზე, რომლებიც აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იყო დაშვებული. იქნება ეს სრულიად ახალი თუ შერეული სახეები, ეს უნდა გადაწყვიტოს პარტიის ყრილობამ", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მისივე განმარტებით, მისი პოზიცია არ ნიშნავს, რომ პარტიის წარმომადგენლებმა "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დატოვონ.

"ეს არ ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დავტოვოთ. უბრალოდ ხელმძღვანელი თანამდებობებიდან უნდა გადავდგეთ ის ადამიანები, ვინც თავის დროზე პოლიტიკური პასუხისმგებელი პირები ვიყავით. ეს უნდა გავაკეთოთ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თურმე, სერიოზული შეცდომები იქნა დაშვებული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი რამ გაკეთდა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ პარტიამ უნდა იმსჯელოს და ახალი ხელმძღვანელობა აირჩიოს", - აღნიშნა დეპუტატმა და იქვე განმარტა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას არ აპირებს და პირიქით, გეგმავს, როგორც რიგითმა წევრმა იბრძოლოს ახალი გუნდის გამარჯვებისთვის.

ბობოხიძის თქმით, საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით "ვიღაცებთან" საუბარი უკვე ჰქონდა.

"ვიღაცებთან მქონდა საუბარი, ვიღაცებთან - ჯერ არა, ესაა მსჯელობის საგანი", - დასძინა ბობოხიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა