არჩილ კბილაშვილი - ვლადიმერ ბედუკაძეზე გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვაში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა

 არჩილ კბილაშვილი - ვლადიმერ ბედუკაძეზე გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვაში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა

ვლადიმერ ბედუკაძეზე გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვაში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.

კბილაშვილი არ ახმაურებს, რა პოზიცია ჰქონდა ღარიბაშვილს ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ პროცესში მონაწილეობა არც პრემიერ-მინისტრს და არც პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს მიუღიათ და გადაწყვეტილება მთავარმა პროკურორმა მიიღო. "ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე მეკისრება მე", - აღნიშნა კბილაშვილმა.

მთავარი პროკურორის თქმით, საქმის მასალები ცხადყოფს, რომ ლადო ბედუკაძეს ციხის სკანდალური კადრების გავრცელებით არანაირი სარგებელი არ მიუღია, გარდა იმისა, რომ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოხდა მისი ქვეყნიდან გაყვანა.

"მისი ქვეყნიდან გაყვანის მიზნით, შესაბამისი ხარჯების გაღება ანგარება არ არის. ფულის აღებაში იგულისხმება კომერციული სარგებლის მიღება, რაც არ მომხდარა", - განაცხადა კბილაშვილმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ციხის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებს, რომლებმაც გამოძიებასთან ითანამშროლმეს და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაამჟღავნეს, ასევე, აღიარეს ჩადენილი დანაშაული, შეღავათი გაუკეთდათ.

არჩილ კბილაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ლადო ბედუკაძესთან მიმართებაში პროკურატურის გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება, რადგან საპროცესო კოდექსი მიღებული გადაწყვეტილების დაბრუნებას და სასტარტო მდგომარეობის აღდგენას. არ ითვალისწინებს. "მე ვთვლიდი და ვთვლი, რომ ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიდან გათავისუფლება ადეკვატური ქმედება იყო, რაც მე, როგორც მთავარ პროკურორს, უნდა გამეკეთებინა", - აღნიშნა კბილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ