"ცი­ხე­ებ­ში ნარ­კო­ტი­კებს შურ­დუ­ლით ის­ვრი­ან"

"ცი­ხე­ებ­ში ნარ­კო­ტი­კებს შურ­დუ­ლით ის­ვრი­ან"

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თხელ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბას აპი­რებს. პრე­სა­ში ისიც და­ი­წე­რა, თით­ქოს სუ­ბარ­მა სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­დაყ­ვა­ნის თხოვ­ნით პრე­მი­ერს თა­ვად მი­მარ­თა. თუმ­ცა მი­ნის­ტრი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას აბ­სურ­დულს უწო­დებს.

- ასე­თი ლა­პა­რა­კი არ ყო­ფი­ლა. ზო­გა­დად, ყვე­ლა­ნა­ირ გა­მო­ნათ­ქვამს კუდს აბა­მენ ხოლ­მე.­ ა­მას წი­ნათ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს ვკითხ­უ­ლობ­დი და გა­მე­ცი­ნა, ერ­თნა­ირ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით. იგი ამ­ბობს: ერ­თხელ ვთქვი, არ ვარ ის კა­ცი, სკამს ჩა­ვებღ­ა­უ­ჭოო და კო­მენ­ტა­რე­ბში და­წე­რეს - უხერ­ხემ­ლო­ა­ო. რო­ცა ვამ­ბობ, არ­სად მივ­დი­ვარ­-მეთ­ქი - ამ­ბო­ბენ, მა­მა­მი­სის გა­მო­ჭე­დი­ლი ხომ არ ჰგო­ნია სკა­მი­ო... ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბას ასე უნ­და ვუ­ყუ­როთ: დღეს ვართ, საქ­მეს ვა­კე­თებთ და არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ამას მუდ­მი­ვად ერ­თი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნი აკე­თებ­დეს. რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ ახა­ლი სის­ხლია სა­ჭი­რო, ამას ვგუ­ლის­ხმობ­დი, თო­რემ 8 თვე დი­დი დრო არა­ა.

- მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ახ­სე­ნეთ და, ით­ქვა, რომ მი­სი წას­ვლის შემ­დეგ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის ვა­კან­ტურ პოს­ტზე თქვე­ნი კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რა­მაც, რა­ტომ­ღაც, შაშ­კი­ნის მი­ერ გან­ვლი­ლი გზა გა­მახ­სე­ნა.

- არა, ასე­თი რამ არ ყო­ფი­ლა. ისე, ჩვენს ქვე­ყა­ნას თუ მო­მა­ვა­ლი სჭირ­დე­ბა, ეს გზა სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბა­სა და ჯან­დაც­ვა­ზე გა­დის. სა­დაც მე ვარ, ეს სფე­რო ყვე­ლა­ზე რთუ­ლია ყო­ველ­დღი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის ფონ­ზე, მაგ­რამ სა­მო­მავ­ლოდ რე­ფორ­მი­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ამ სა­მი­ნის­ტრო­ებ­შია სა­ჭი­რო. შაშ­კი­ნი­სა და, ზო­გა­დად, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" გზის­გან კი ღმერთმა დამიფაროს.

- თქვე­ნი მი­ნის­ტრო­ბის პერიოდში რამ­დე­ნი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და?

- ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი ტრა­გე­დი­ა­ა, ეს კალ­კუ­ლა­ცი­ა­ზე არ და­იყ­ვა­ნე­ბა. რაც შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, ვა­კე­თებთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ვერ გა­მო­რიცხ­ავ. 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 12 პა­ტი­მა­რი გარ­და­იც­ვა­ლა და თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ მა­ნამ­დე ყო­ველ 10 000 პა­ტი­მარ­ზე სა­შუ­ა­ლოდ 65 კა­ცი კვდე­ბო­და, ეს რიცხ­ვი 12-ზე ჩა­მო­ვი­და. ამას ძი­რი­თა­დად იმით მი­ვაღ­წი­ეთ, რომ, პა­ტიმ­რებს მკურ­ნა­ლო­ბენ, ვი­სი მკურ­ნა­ლო­ბაც ვერ ხერ­ხდე­ბა, ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან. 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 6.000-ზე მეტ პა­ტი­მარს გა­უ­კეთ­და ოპე­რა­ცი­ა.

- ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­სა­სალ­მე­ბე­ლი­ა, მაგ­რამ ამ­ბო­ბენ, რომ პე­ნი­ტენ­ცი­ა­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კვლავ შე­დის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი, გროვ­დე­ბა ე.წ. ობ­ში­ა­კი, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ცი­ხე­ებ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ა­ს. რი­სი ბრა­ლია ეს და ხომ არ გა­დავ­ვარ­დით ერ­თი­დან მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ში?

- სი­ნამ­დვი­ლე­ში, საქ­მე პი­რი­ქი­თა­ა. ად­რე ხალ­ხი არ ლა­პა­რა­კობ­და იმა­ზე, რაც შიგ­ნით ხდე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი უყ­ვე­ბო­და ჟურ­ნა­ლის­ტებს, რას აკე­თებ­დნენ "მა­ყუ­რებ­ლე­ბი" იმა­ვე მე-17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და რო­გორ შე­უკ­ვე­თა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ "მა­ყუ­რებ­ლებს" პი­რა­დად მი­სი მკვლე­ლო­ბა. ჰკითხ­ეთ გო­გი­ჩა­იშ­ვილს, რა ხდე­ბო­და იმა­ვე ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და რო­გორ ამა­რა­გებ­და ამ "მა­ყუ­რებ­ლებს" ნარ­კო­ტი­კე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ ჩე­მი მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნი­დან ორ კვი­რა­ში 5 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ ქსნის ცი­ხი­დან მარ­ტო იმი­ტომ, რომ "მა­ყუ­რებ­ლებ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და "ობ­ში­ა­კის" წილ­ში ჩაჯ­დო­მა­ში იყ­ვნენ მხი­ლე­ბულ­ნი, წი­ნას­წარ აფ­რთხი­ლებ­დნენ, დღეს ჩხრე­კა იქ­ნე­ბა და "ობ­ში­ა­კი" გა­და­მა­ლე­თო. მარ­თა­ლი­ა, ცი­ხე­ებ­ში დაგ­ვხვდნენ "მა­ყუ­რებ­ლე­ბი", მაგ­რამ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათ­თან არ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ და არც მათ ძა­ლა­უფ­ლე­ბას ვი­ყე­ნებთ სხვა პა­ტიმ­რებ­თან სა­ურ­თი­ერ­თო­ბოდ. თუმ­ცა ვა­ღი­ა­რებთ, რომ სუბ­კულ­ტუ­რა არ­სე­ბობს და მის და­მარ­ცხე­ბას სჭირ­დე­ბა ხან­გრძლი­ვი რე­ფორ­მე­ბის გზა, რო­მელ­საც ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და მა­ლე და­ი­ნა­ხავთ წინ­სვლას.

- რო­გორც ვი­ცით, მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან ამო­ღე­ბულ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. იმას თუ იძი­ებთ, რო­გორ მოხ­ვდა აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი პა­ტიმ­რე­ბის ხელ­ში და რა­ტომ უნ­და დად­გეს მხო­ლოდ მა­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხ­ი?

- დღეს­დღე­ო­ბით და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან 50-მდე მო­ბი­ლუ­რია ამო­ღე­ბუ­ლი და სს საქ­მე აღიძ­რა არა მარ­ტო პა­ტიმ­რე­ბის, არა­მედ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მარ­თაც. ერ­თ-ერ­თი საქ­მე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც ცნო­ბი­ლი­ა, რო­ცა მობილურის გადაცემის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ექ­თა­ნი და­ა­კა­ვეს. ჯერ სა­სა­მარ­თლო არ ყო­ფი­ლა, ამი­ტომ დე­ტა­ლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა, ცი­ხის უფ­რო­სი­დან დაწყ­ე­ბუ­ლი, საქ­მის კურ­სში არ იქ­ნე­ბო­და?

- თუ ასე იყო, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის გვა­რი დაგ­ვი­სა­ხე­ლონ და ის წა­ვა ცი­ხე­ში. კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე რო­ცა იყო ლა­პა­რა­კი, ლა­მის მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დაგ­ვი­პი­რის­პირ­და, რო­გორ გა­უ­ბე­დეთ პა­ტი­ო­სან ექ­თანს გაჩხ­რე­კა­ო. ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი თუ ასე­თი პა­ტი­ო­სა­ნი­ა, მა­შინ რო­გორ ხვდე­ბა ტე­ლე­ფო­ნე­ბი, თუნ­დაც ნარ­კო­ტი­კი ცი­ხე­ში? ხში­რად სვა­მენ კითხ­ვას - რა­ტომ მუ­შა­ო­ბენ ისევ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წი­ნა რე­ჟიმს ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნე­ნო. ვპა­სუ­ხობთ, რომ მათ შო­რის ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი­ა, მე­რე კი, ვინც გა­მოც­დებს ვერ აბა­რებს - მი­დის და იწყ­ე­ბა სხვა შე­ძა­ხი­ლე­ბი, რა­ტომ უშ­ვებთ ამ პა­ტი­ო­სან ხალ­ხსო.

- მა­ინც რა გზით ხვდე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი, მაგალითად ტე­ლე­ფო­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში?

- ის შე­აქვს ან კო­რუმ­პი­რე­ბულ თა­ნამ­შრო­მელს, ან ხდე­ბა ე.წ. პე­რებ­რო­სი - ახ­ვე­ვენ რბილ ქსო­ვილ­ში რომ არ და­იმ­ტვრეს და შურ­დუ­ლით ის­ვრი­ან. ასეთ ფაქ­ტებ­ზე უამ­რა­ვი საქ­მეა აღ­ძრუ­ლი, ძი­რი­თა­დად, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს. "პე­რებ­რო­სით" ხვდე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბიც. მაგალითად, რუს­თავ­ში, ორი­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გზის პი­რა­სა­ა, ტრა­სა­ზე მი­დის მან­ქა­ნა, ვი­ღა­ცა იქი­დან ისე ის­ვრის შურ­დუ­ლი­დან ეზო­ში, რომ არც კი ­ჩერ­დე­ბა. პა­ტიმ­რე­ბი დღი­სით სე­ირ­ნო­ბენ და "ძღვენ­ს"ი­ღე­ბენ. რამ­დე­ნი­მე ექ­თა­ნი დავ­სა­ჯეთ იმის გა­მო, რომ ცი­ხი­დან წამ­ლე­ბი გა­მოჰ­ქონ­დათ. ცი­ხე­ში და­ნა­შა­უ­ლი მა­შინ აღარ მოხ­დე­ბა, რო­ცა აღარ მოხ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და ადა­მი­ა­ნი ან­გე­ლო­ზი გახ­დე­ბა. ჩხუ­ბი, საქ­მის გარ­ჩე­ვა ხდე­ბა ყველ­გან და ჩვენ­თა­ნაც. მთა­ვა­რი­ა, სა­ით მივ­დი­ვართ. იყო ეპო­ქა, რო­დე­საც ცალ­კე "მა­ყუ­რებ­ლე­ბით" და ცალ­კე სპეც­რაზ­მით ტე­რო­რი იყო გა­მე­ფე­ბუ­ლი და ადა­მი­ა­ნებს აწა­მებ­დნენ. რო­ცა ეს ტო­ტა­ლუ­რი გახ­და და იმ­დენ ადა­მი­ანს შე­ერ­ყა ფსი­ქი­კა და ჯან­მრთე­ლო­ბა, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და მა­თი შე­ჩე­რე­ბა შიშ­ვე­ლი ხე­ლით, რა­თა მათ ხმა­მაღ­ლა არ გა­მო­ე­ხა­ტათ პრო­ტეს­ტი, და­იწყ­ეს უზო­მო რა­ო­დე­ნო­ბით ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მი­ცე­მა, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტიკ­ზე უა­რე­სი­ა, დი­დი დო­ზა ჯან­მრთე­ლო­ბას ან­გრევს და ადა­მი­ანს, შე­სა­ბა­მი­სად, საფ­რთხე­შია მთე­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა. 24.000 კა­ცი­დან ნა­ხე­ვა­რი რომ ფსი­ქოტ­რო­პულ ნივ­თი­ე­რე­ბას იღებს, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ გა­მოვ­ლენ, რა უნ­და ქნან? ამი­ტომ შე­ვი­მუ­შა­ვეთ პროგ­რა­მა, რო­გორ გა­და­ვაჩ­ვი­ოთ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ნივ­თი­ე­რე­ბას. ამა­ზე დი­დი ფუ­ლი იხარ­ჯე­ბა. ეს პრო­ექ­ტი ექ­სპერ­ტებ­თან და არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­თან ერ­თად შე­ვი­მუ­შა­ვეთ. თუ 1.000 კა­ცი თვე­ში 300-400 კო­ლოფს მო­იხ­მარ­და, ახ­ლა ის ჩა­მოყ­ვა­ნი­ლია 30-40 კო­ლოფ­ზე.

- ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილს ან ბა­ჩო ახა­ლაი­ას თუ შეხ­ვდით და რო­გორ გრძნო­ბენ თავს?

- ორი­ვეს ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თლა, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ზე­ო­ბის წლებ­ში არ მოხ­ვდნენ ცი­ხე­ში და მა­შინ რა­საც უკე­თებ­დნენ პა­ტიმ­რებს, ის არ აქვთ გა­მოვ­ლი­ლი. არი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, არ მი­ნა­ხავს.

- ბა­ტო­ნო სო­ზარ, ლე­ვან კორ­ტა­ვას საქ­მე­ზე თუ და­ას­რუ­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძი­ე­ბა? ხომ არ და­დას­ტურ­და ოჯა­ხის ვერ­სი­ა, რომ იგი ცი­ხე­ში აწა­მეს, რაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და?

- პრო­კუ­რა­ტუ­რა თვი­თონ იტყ­ვის ყვე­ლა­ფერს და იმე­დი მაქვს, მა­ლე საქ­მე სა­სა­მარ­თლო­ში წა­ვა. ცხა­დი­ა, მაქვს რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ა, მაგ­რამ არ იქ­ნე­ბა მარ­თე­ბუ­ლი, პრო­კუ­რა­ტუ­რას და­ვას­წრო და მის ნაც­ვლად ვი­ლა­პა­რა­კო. ვი­ცი, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ბრა­ლი ჯერ არ წა­რუდ­გე­ნი­ათ.

- თქვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბევ­რი ამ­ნის­ტი­რე­ბულ­-შეწყ­ა­ლე­ბუ­ლი შებ­რუნ­და ცი­ხე­ებ­ში?

- ბევ­რი არა, და­ახ­ლო­ე­ბით 4% პრე­ზი­დენ­ტის შეწყ­ა­ლე­ბუ­ლი, 1,5% - პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი და 2%-მდე ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი შებ­რუნ­და, რაც არ არის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ