"დედ-მამას იმდენჯერ სცემეს, სათვალავი აერიათ და ახლა ერთმანეთს მიადგნენ" - რატომ დაჩეხეს ვაზისუბნელმა ძმებმა ერთმანეთი ნაჯახით?

"დედ-მამას იმდენჯერ სცემეს, სათვალავი აერიათ და ახლა ერთმანეთს მიადგნენ" - რატომ დაჩეხეს ვაზისუბნელმა ძმებმა ერთმანეთი ნაჯახით?

ბოლო დღეების შემზარავ ინფორმაციებს კიდევ ერთიც დაემატა, - გურჯაანში, სოფელ ვაზისუბანში ძმებმა რევაზიშვილებმა ერთმანეთი ხანჯლითა და ნაჯახით აჩეხეს. თვითმხილველი მეზობლების თქმით, ერთი მათგანი ხელში ნაჯახით მეორეს მოსაკლავად გამწარებული მირბოდა. საბოლოოდ, ორივემ მოახერხა ერთმანეთისათვის სერიოზული ჭრილობები მიეყენებინათ. ერთი მათგანის, რამაზის ჭრილობები მუცლის არეში იმდენად მძიმე გამოდგა, რომ მისი გადარჩენა სასწრაფო ოპერაციის შემდეგაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ამჟამად ძმების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა, როგორც სოფელ ვაზისუბანში ამბობენ, ისინი სასიკვდილო საფრთხის ქვეშ კვლავაც აუცილებლად დადგებიან. და არა მხოლოდ - მსგავსი საფრთხე, შესაძლოა, სოფლის უდანაშაულო მაცხოვრებელსაც დაემუქროს.

მირიან გ., სოფელ ვაზისუბნის მცხოვრები:

- ეს ძმები რომ ერთმანეთს ბოლოს მოუღებენ, ისევე უეჭველი ამბავია, როგორც ხვალინდელი დღის გათენება. ამ ოჯახის უბედურება ის არის, რომ რაც ახლა მათ ოჯახში დატრიალდა, წლების ფესვები აქვს. ვინ გაიგებს, მაგათი საცოდავი მშობლები რამ დაამთხვია ერთმანეთს, მაგრამ დალაგებული ფსიქიკა არც მაგათ დედ-მამას ჰქონდა. მამას თავიდან არაფერი ეტყობოდა, ისეთი მშრომელი იყო, მთელ სოფელში საუკეთესო სახლი ახლაც მის შვილებს აქვთ, მაგრამ რად გინდა, ჯერ დაყრუვდა, მერე კი ტვინი აერია და მუშაობას თავი მიანება. დედასაც ასე თანდათან დაეტყო ეს ფსიქიკური ამბები და ამ ბიჭებსაც. ოღონდაც ეგ არის, ისინი არაფერს აშავებდნენ, ეს ბიჭები კი სულ "ბრიტვის" პირზე დადიან. თავიანთ დედ-მამას იმდენჯერ სცემეს, სათვალავი აერიათ და ახლა ერთმანეთს მიადგნენ. ბოლოს საცოდავი დედა ისე დაასისხლიანეს, ის უბედური ქმრიანად გადაიყვანეს უპატრონოთა სახლში. ეგ ბიჭები კიდევ, მარტონი დარჩნენ და სულ დაგიჟდნენ, ერთმანეთზე დასახოცად გაწეულები იმდენჯერ დააპატიმრა პოლიციამ, რომ ჰკითხო ვინმეს, ვეღარც გეტყვიან, რამდენჯერ იყო. არადა, თავიდან მაგათაც არაფერი ეტყობოდათ ამ ფსიქიკური ამბებისა. შეიძლება იმ ძმას, რომელიც ყრუ-მუნჯია, დღესაც ეშველოს, მაგრამ პატრონი ვინ არის? ეგ ყრუ-მუნჯი ძმა თავის დროზე ჩვენი სოფლის სკოლაში სწავლობდა და ერთი პერიოდი სპორტშიც ვარჯიშობდა. მერე მაგანაც ხელი ჩაიქნია. თუ ფხიზელია, როცა დაველაპარაკებით, ამას რატომ აკეთებ, დედას როგორ სცემო - ტუჩების მოძრაობაზე გვაკვირდება და ყველაფერს ხვდება, მაგრამ მერე ხელს ჩაიქნევს, ვითომ ისეთი ცხოვრებაა, საქმე არაფერი მაქვს, გავლოთდი და ყველაფერი იმიტომ მემართებაო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ