საშიში საკვები?! - სად მზადდება და რა პირობებში იყიდება ხორცპროდუქტები ზაფხულში

საშიში საკვები?! - სად მზადდება და რა პირობებში იყიდება ხორცპროდუქტები ზაფხულში

დიარეა, სალმონელოზი, ლისტერიოზი, ჯილეხი - ეს იმ დაავადებათა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც არაჯანსაღი ხორცის მიღების შედეგად ემართება ადამიანს. ზაფხულის დადგომასთან ერთად, მოსახლეობაში ხორცპროდუქტებით მოწამვლების საფრთხემ იმატა. რამდენად უსაფრთხოა ხორცი, რომელსაც ვყიდულობთ და როგორ პირობებში ხდება მისი შენახვა-რეალიზაცია - ამის გასარკვევად თბილისში მდებარე სავაჭრო ობიექტებს ვესტუმრეთ.

გატეხილი და გამორთული მაცივრები, დახლებზე დაწყობილი ხორცი, ბარკლები, ქათმები, ძეხვები, სოსისები და თევზები - რეალიზაციის კატეგორიულად აკრძალულ მსგავს ხერხს გამყიდველების უმრავლესობა მიმართავს. სურსათის შენახვის წესებს არც კერძო ბაზრები იცავენ. "პალიტრა ტვ"-ის გადამღებ ჯგუფს მისვლის დროს ყველა მაცივარი გამორთული დახვდა.

თუ ხორცის შეძენას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ: დაათვალიერეთ ხორცი ვიზუალურად, არ იყიდოთ მუქი და ლორწოვანი პროდუქტი, მოითხოვეთ ფორმა ნომერი 2, რათა ხორცის ვარგისიანობაში დარწმუნდეთ.

და ბოლოს, თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაყიდი პროდუქტი სასურსათო სტანდარტებს არ შეესაბამება, მიმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რადგან ამ პროდუქციას, თქვენ გარდა, უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც მოიხმარენ.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია