"ა­დი­შის ოთხ­თავს მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბი მა­გი­უ­რი ძა­ლის მქო­ნედ მი­იჩ­ნევ­დნენ"

"ა­დი­შის ოთხ­თავს მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბი მა­გი­უ­რი ძა­ლის მქო­ნედ მი­იჩ­ნევ­დნენ"

ნე­ბის­მი­ერ ნივთს სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია და თავ­გა­და­სა­ვა­ლი აქვს, რა­რი­ტე­ტებს - მით უფ­რო. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სვა­ნე­თის ის­ტო­რი­ი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უ­მის გა­მორ­ჩე­ულ ნივ­თზე - შატ­ბერ­დში გა­და­წე­რილ ადი­შის ოთხ­თავ­ზე ვი­სა­უბ­რებთ. ქარ­თულ ოთხ­თავ­თა შო­რის უძ­ვე­ლეს თა­რი­ღი­ან ხელ­ნა­წერ­ზე (897 წ.) მუ­ზე­უ­მის კონ­სერ­ვა­ტო­რი, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე რუ­სუ­დან ქოჩ­ქი­ა­ნი გი­ამ­ბობთ:

- ადი­შის ოთხ­თა­ვი სვა­ნე­თის ის­ტო­რი­ი­სა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ის მუ­ზე­უმ­ში 1947 წელს გა­და­ი­ტა­ნეს. იგი ხის ტყავ­გა­დაკ­რულ ყდა­შია ჩას­მუ­ლი (30,5X28 სმ.). ყდა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ა, მო­ტე­ხი­ლია წი­ნა ყდის მარ­ჯვე­ნა ზე­და კი­დე. ყდა­ზე დაკ­რუ­ლია ტოლ­მკლა­ვა კი­დე­ებ­წაწ­ვე­ტე­ბუ­ლი ვერ­ცხლის ჯვა­რი, ზო­მე­ბით 10XXX9სმ. გა­და­წე­რი­ლია ეტ­რატ­ზე მსხვი­ლი ასომ­თავ­რუ­ლით, ორ სვე­ტად. ადი­შის ოთხ­თა­ვი წარ­მო­ად­გენს მდიდ­რუ­ლად მორ­თულ ხელ­ნა­წერს - მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი­თაა შემ­კუ­ლი. მი­სი მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი კაშ­კა­შა კო­ლო­რი­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ეს კო­ლო­რი­ტი არ­სე­ბი­თად გან­სხვავ­დე­ბა შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის კო­ლო­რი­ტის­გან - მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ნა­თე­ლი პა­ლიტ­რა. მი­ნი­ა­ტუ­რებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მდიდ­რუ­ლი წით­ლი­სა და ნა­თე­ლი ოქ­როს­ფე­რის სი­კაშ­კა­შე მხი­ა­რუ­ლე­ბი­სა და ინ­ტენ­სი­უ­რი ფე­რა­დოვ­ნე­ბის გან­წყო­ბას ქმნის; ნა­თე­ლი და მუ­ქი მწვა­ნე, ნა­თე­ლი და მო­ოქ­როს­ფრო-­მოყ­ვი­თა­ლო, ვარ­დის­ფე­რი სუფ­თა ტო­ნი, ცეცხ­ლო­ვა­ნი და მბრწყი­ნა­ვი ოქ­რო­თი და­წე­რი­ლი საგ­ნე­ბი, რი­თაც გა­რე­მო­ცულ­ნი არი­ან მა­ხა­რებ­ლე­ბი, ნა­თე­ლი და ინ­ტენ­სი­უ­რი მწვა­ნე, რი­თაც და­წე­რი­ლია ნი­ა­და­გი და, ასე­ვე, საგ­ნებ­ში შე­ტა­ნი­ლი სინ­გუ­რი, მი­ნი­ა­ტუ­რებს სადღ­ე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბას მა­ტებს.

გარ­და იმი­სა, რომ ადი­შის ოთხ­თა­ვი ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ენი­სა და მწერ­ლო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ძეგ­ლი გახ­ლავთ, არ­სე­ბობს კი­დევ რა­ღაც, უფ­რო მე­ტი, რაც გან­სა­კუთ­რე­ბულ ხიბ­ლსა და ძა­ლას მა­ტებს მას. ეს გახ­ლავთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დი­დი რწმე­ნა, რაც ქვეც­ნო­ბი­ე­რად გაცხ­ა­დე­ბუ­ლია წიგ­ნის თი­თო­ე­ულ ასო-­ნი­შან­ში, ამი­ტო­მა­ცაა ყვე­ლა ქარ­თვე­ლი­სათ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი.

ადი­შის ოთხ­თა­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბას კი­დევ უფ­რო ზრდის მას­ზე დარ­თუ­ლი ორი ან­დერ­ძი: პირ­ვე­ლი ეკუთ­ვნის გა­დამ­წერს - მი­ქა­ელს, მე­ო­რე კი დამ­კვეთს - სოფ­რონს, რო­მე­ლიც შატ­ბერ­დის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი ყო­ფი­ლა. ხელ­ნა­წერ­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ერ­თ-ერ­თი გვი­ან­დე­ლი მი­ნა­წე­რი გვამ­ცნობს, რომ ოთხ­თა­ვი რამ­დე­ნი­მე სხვა ხელ­ნა­წე­რ­თან ერ­თად ტა­ო-­კლარ­ჯე­თი­დან წა­მო­ი­ღო ჯუ­მა­თის მა­მა­სახ­ლის­მა ნი­კო­ლა­ოს­მა. ზუს­ტად არა­ვინ იცის, რო­დის და რო­გორ მოხ­ვდა ხელ­ნა­წე­რი სვა­ნეთ­ში, მაგ­რამ წიგ­ნის აში­ებ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი მი­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, იგი XIV სა­უ­კუ­ნე­ში უკ­ვე სვა­ნეთ­შია ატა­ნი­ლი და ერ­თ-ერთ ულა­მა­ზეს სო­ფელ ადიშ­შია და­ვა­ნე­ბუ­ლი. მეც­ნი­ე­რუ­ლი დას­კვნის შე­დე­გად დამ­ტკიც­და, რომ ადი­შის ოთხ­თა­ვი გა­და­წე­რი­ლია ბერ­ძნუ­ლი დედ­ნი­დან, რო­მე­ლიც არ შე­მო­ნა­ხუ­ლა. ამ უნი­კა­ლურ ხელ­ნა­წერს სვა­ნეთ­ში მე­ტად ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ამ­ბა­ვი გა­დახ­და. ადი­შელ უხუ­ცეს­თა მო­ნათხ­რო­ბით, მას ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლი მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბი მა­გი­უ­რი ძა­ლის მქო­ნედ მი­იჩ­ნევ­დნენ და მო­პარ­ვა გა­ნუზ­რა­ხავთ. მაჰ­მა­დი­ან­თა მი­ერ ეკ­ლე­სი­ის გა­ძარ­ცვა მღვდელ გი­ერგ არ­ღვლი­ანს სიზ­მრად უნა­ხავს და შუ­ა­ღა­მი­სას ზა­რე­ბის რეკ­ვით უხ­მია სოფ­ლის­თვის. ხა­ტე­ბის მომ­პა­რავ­ნი სამ­ნი ყო­ფი­ლან, გზა აბ­ნე­ვი­ათ და და­დევ­ნე­ბულ სვა­ნებს აქეთ შეხ­ვედ­რი­ან, თუმ­ცა ერ­თ-ერთს ოთხ­თა­ვი მა­ინც გა­უ­ტაც­ნი­ა. მდევ­რებს მე­ო­რე დღეს შე­უღ­წე­ვი­ათ ჩერ­ქეზ­თა სო­ფელ­ში, წიგ­ნიც უკან წა­მო­უ­ღი­ათ და მას შემ­დეგ ხელ­ნა­წერს უკ­ვე ოჯა­ხე­ბი იცავ­დნენ. ერ­თხე­ლაც სახლს, სა­დაც ოთხ­თა­ვი ინა­ხე­ბო­და, ხან­ძა­რი გას­ჩე­ნი­ა. მხო­ლოდ სამ კაცს სცოდ­ნია წიგ­ნის სა­მა­ლა­ვი, ერ­თ-ერ­თი შე­ვარ­დნი­ლა და წიგ­ნი გა­მო­უ­ტა­ნი­ა. ხან­ძრის კვა­ლი ახ­ლაც ამ­ჩნე­ვია წიგ­ნის ფურ­ცლებს. მთე­ლი სვა­ნე­თი­სათ­ვის სა­თაყ­ვა­ნე­ბელ და სი­ცოცხ­ლე­ზე მე­ტად ძვირ­ფას ხელ­ნა­წერ­ზე სვა­ნე­ბი დღე­საც ამ­ბო­ბენ: ერ­თი სვა­ნიც რომ დარ­ჩეს სვა­ნეთ­ში, მა­ში­ნაც კი ვე­რა­ვინ შეძ­ლებს ამ წიგ­ნის სვა­ნე­თი­დან წა­ღე­ბა­სო.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია